კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2017 (177)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)
მარტი 2017 (212)
თებერვალი 2017 (205)

რატომ იყო ნოე სულაბერიძისთვის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დაბრუნება დიდი გამოწვევა და რის გამო გადაწყვიტეს პროდიუსერებმა ნუცა ბუზალაძისთვის მეორე შანსის მიცემა #17

ტელეკომპანია „იმედზე“ რამდენიმე დღის წინ ორი ახალი პროექტი დაიწყო – მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი და Prime show – სრულიად ახალი პროექტია საინტერესო კონცეფციით. როგორ გაგრძელებას უნდა ელოდნენ შთამბეჭდავი დასაწყისის შემდეგ მაყურებლები, რა სიახლეები განიცადა ყველასთვის საყვარელმა „ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ და რით იქნება ახალი თოქ-შოუ გამორჩეული, ამას მათი პროდიუსერის, ნოე სულაბერიძისგან შეტყობთ.
ნოე სულაბერიძე: მაყურებელს პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბევრი წარმატებული სეზონი ახსოვს, მაგრამ წელს ახალი გზით წავედით. მე-7 სეზონს საერთაშორისო დაერქვა და განსაკუთრებული აქცენტი მონაწილეების შესაძლებლობებზე გავაკეთეთ. ამ ნიშნით ეს სეზონი ყველაზე ძლიერი იქნება. ეს ის შემთხვევაა, როცა, პრაქტიკულად, შეუძლებელია იმის თქმა – თუ ვინ შეიძლება იყოს აუტსაიდერი.
– არაერთი კომენტარი წავიკითხე მონაწილეების „ვარსკვლავობასთან“ დაკავშირებით...
– ვარსკვლავი იყო ცხონებული გივი ბერიკაშვილი, ვარსკვლავია კახი კავსაძე. ასეთი ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა. ესენი არიან საკუთარ პროფესიაში წარმატებული ადამიანები. თუ არ ჩავთვლით ბრაზილიელ მოდელს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია თავის ქვეყანაში და უკრაინელ მსახიობს – ვიქტორიას, რომელიც იქ ჰიპერპოპულარულია, ყველა დანარჩენს, საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობს.
– ცვლილება შეეხო ჟიურისაც. როგორც ვნახეთ, წელს გოჩა ჩერტკოევი და ასევე, სოფო შევარდნაძე მსაჯებს შორის აღარ იქნებიან.
– ამ სეზონზე ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ გოჩა ჩერტკოევი და სოფო შევარდნაძე პროექტში აღარ იქნებიან. ამის ერთადერთი მიზეზი მათი მოუცლელობაა. ყველას თავისი გრაფიკი აქვს. სოფო ძალიან მიყვარს და ვმეგობრობ მასთან, ისევე როგორც გოჩასთან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ერთს ყოველდღე გადაცემების ჩაწერა აქვს და მეორეც ძალიან დატვირთულია, ამ სეზონზე მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ არ გამოვიდა მათი მონაწილეობა. თუმცა, ალბათ, უკვე ნახეთ, რომ მსაჯების ახალი შემადგენლობა ძალიან შთამბეჭდავია. დარენ ბენეტი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მთავარი მსაჯია მსოფლიოში. მგონია, რომ მაყურებელმა უკვე შეძლო მისი შეყვარება. ასევე საერთაშორისო მსაჯია ლიზი მოლი, რომელიც ისრაელიდან ჩამოვიდა. ცვლად ჟიურიში, როგორც ნახეთ, სტანისლავ ბონდარენკოც იყო, რომელიც კიდევ არაერთხელ მოგვევლინება. მეორე წევრი თეა გობეჯიშვილია, რომელიც ერთ-ერთი გამოცდილი ექსპერტია ამ სფეროში. ჩვენ ყოველთვის მოტივირებულები ვართ სიახლეზე და ეს სეზონიც სიახლეა, რომელიც მე და ზურაბ ფანქველაშვილმა ერთად დავგეგმეთ. მაყურებელი პროექტის მიმდინარეობისას კიდევ ბევრ სიახლეს ნახავს სანახაობრივი თვალსაზრისით. ძალიან მრავალფეროვანია შოუს ელემენტები.
– ნუცა ბუზალაძის დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?
– ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა წინა სეზონის მონაწილე დავაბრუნეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ნუცა ძალიან კარგად ცეკვავდა მე-5 სეზონში. უბრალოდ, ტრავმის გამო დატოვა პროექტი და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. ამიტომ, მივეცით მეორე შანსი. ახალი სეზონია, ახალი მონაწილეებით და მისი დაბრუნება ყველას ძალიან უხარია.
– რაც შეეხება გიორგი ბახუტაშვილს, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პერსონაჟი იყო. როგორ „გადმოიბირეთ“?
– „ბახუტას“ მანამდე მიჰყავდა „შენ შეგიძლია ცეკვა“. მერე სერიალის ერთ ეპიზოდში გამოჩნდა მხოლოდ. მაგრამ, ახლა სერიალში არ თამაშობს და მთლიანად ცეკვებშია ჩართული.
– ჯასპერის ამბავი ძალიან რეიტინგული იყო და ბუნებრივია, ამიტომაც მოხვდა ახალ სეზონშიც.
– ჯასპერი იმდენად სწრაფად გახდა პოპულარული საქართველოში, რომ ჩვენ ექსპრომტად მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მონაწილეობის შესახებ. შეიძლება ითქვას, ერთ დღეში შედგა ჩვენი მოლაპარაკება. ჯასპერი ჯერ კიდევ შოკშია, რადგან მისი ცხოვრება იმდენად შეიცვალა, ბოლომდე არ სჯერა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ადამიანებთან ერთად რომ ცეკვავს.
– შენთვის თუ იყო ეს სეზონი გამოწვევა, გამომდინარე იქიდან, რომ შენ დაიწყე მისი განხორციელება, თუმცა ბოლო, რამდენიმე სეზონი აღარ იყავი.
– მე ცოტა ხანს არ ვიყავი და უკან  დაბრუნებამ ძალიან სასიამოვნო მუხტი გამოიწვია. დავბრუნდი იმ ადამიანებთან ერთად, ვისთან ერთადაც ეს პროექტი ავაწყვე და ამას თავისებური ხიბლი აქვს. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ზურა ფანქველაშვილთან ერთად მუშაობა ძალიან დიდი აზარტი და საიმოვნებაა.
– დაბრუნების გადაწყვეტილება როგორ მიიღე? ბოლო დროს GDS-ზე მიგყავდა გადაცემა. რატომ დატოვე ეს არხი?
– მე GDS არ დამიტოვებია. ამ არხის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ჩემი სპონტანური იდეა გადაცემად აქცია, რისთვისაც მადლობა თიკო გობეჯიშვილს, რომელიც ამ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა. თუმცა ჩვენ აქაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უბრალოდ, GDS-ზე დაიხურა პროდაქშენი და მიმდინარეობს არხის რეორგანიზაცია. ანუ, არც მე დამიტოვებია და არც არხს დაუხურავს ჩემი გადაცემა. ეს ბუნებრივი პროცესი იყო. ამ დროს „იმედმა“ დაიწყო ჩემთან მოლაპარაკება და ეს არხი მომენატრა კიდეც. ამიტომ, სიამოვნებით დავბრუნდი. მით უმეტეს, რომ ამხელა გამოწვევა მაქვს და ორ უზარმაზარ პროექტს ვაკეთებ.
– გადავიდეთ მეორე პროექტზე. პრომო მაყურებელმა რამდენიმე ხნის წინ ნახა. თუმცა, კარგა ხანი იდუმალებით იყო მოცული, რა გადაცემა იქნებოდა.
– მიზეზი იყო ძალიან კონკრეტული და აქცენტირებული წამყვანების რაოდენობაზე. როგორც იცით, 6 წამყვანი ეყოლება ამ გადაცემას და იქნება თოქ-შოუ. ამიტომ ახლა სრული საგიჟეთი მაქვს (იცინის). ამ ტიპის შოუს გაკეთება დიდი ხანია, მინდა. მადლობა „იმედს“ და მაია სტეფნაძეს, რომელიც დამთანხმდა, რომ ამ გადაცემის მთავარი პროდიუსერი ყოფილიყო. ეს თოქ-შოუა და ამ ტიპის გადაცემებში მაიას ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. შოუს პრინციპი წამყვანების რაოდენობასა და მათ კონტრასტულობაზეა აგებული. განხილული იქნება ნებისმიერი თემა, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურია და ყველა წამყვანს ექნება განსხვავებული პოზიცია. დარბაზი კი აფასებს, ვისი პოზიცია იყო უფრო სწორი. რა თქმა უნდა, იქნება შოუს ელემენტებიც.
– წამყვანებიდან გამომდინარე, ალბათ, ეპატაჟურიც იქნება.
– არა, ეს გადაცემა არ იქნება სკანდალსა და ეპატაჟზე აგებული. პირიქით, ამას გავურბივართ. აქ უბრალოდ, იქნება სხვადასხვა თემის გაშლა და შოუს ელემენტები. ამ წამყვანებს მაყურებელი ვიწრო პროფესიულ ჭრილში იცნობს. ვიღაც მღერის, ვიღაც დიზაინერია, ექიმია და ასე შემდეგ. თუმცა, ისინიც ამ სოციუმის წევრები არიან და საკუთარი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე გააჩნიათ. ვფიქრობ, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, სხვა კუთხით დანახული ცნობილები, რომლებიც მსჯელობენ ისეთ თემებზე, რომლებზეც ისედაც მსჯელობენ ცხოვრებაში, მაგრამ მაყურებელი მათ ამ მხრივ არ იცნობს. საინტერესო იქნება კონტრასტიც, რადგან ამ წამყვანებიდან ერთმანეთს არცერთი არ ჰგავს.

скачать dle 11.3