კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური საავადმყოფოს სავიზიტო ბარათი და რატომ ენდობიან მას პაციენტები #17

წმინდა  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილურ საავადმყოფოს (ახალ მიხაილოვს) ასორმოცდაათწლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში კლინიკის მიმართ პაციენტების ნდობა ყოველწლიურად იზრდებოდა, რადგან მისი სავიზიტო ბარათი ყოველთვის იყო:  გუნდის პროფესიონალიზმი, კვალიფიციურობა, მომსახურების ხარისხი და პაციენტის პრობლემებზე ორიენტირება. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამჟამად კლინიკა ყველა პროფილის პაციენტებს ემსახურება. ის მდებარეობს ახალ მისამართზე – შენობაში, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე  მედიცინის მოთხოვნებს.
გვესაუბრება წმინდა  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური საავადმყოფოს (ახალი მიხაილოვის) ხელმძღვანელი ზურა უტიაშვილი:
– ჩვენი კლინიკა ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამედიცინო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. მას შემდეგ, რაც წმინდა  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური საავადმყოფო (ახალი მიხაილოვი) ახალ შენობაში გადმოვიდა, განიცადა სრული მოდერნიზება  და აღიჭურვა უახლესი აპარატურით. დღეს კლინკაში არის ყველა სამედიცინო სერვისი, რაც კი შეიძლება, ადამიანს დასჭირდეს. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ფრაგმენტული სერვისის მიწოდებით, არამედ კლინიკაში ფუნქციონირებს პაციენტზე ორიენტირებული მძლავრი განყოფილებები – აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ფაქტი, რომ წმინდა  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილურ საავადმყოფოში (ახალ მიხაილოვში) კვალიფიციურია ამბულატორიული სერვისიც, რომელიც სრულყოფილად ფუნქციონირებს. სწორედ ოჯახის ექიმია ის პირველი და მნიშვნელოვანი რგოლი, რომელმაც უნდა გადაამისამართოს პაციენტი შესაბამის განყოფილებაში, რათა მან სწორედ ის სერვისი მიიღოს, რომელიც სჭირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად.
– პაციენტისთვის კომფორტია ისიც, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, თქვენ არ გჭირდებათ სპციალისტის მოწვევა სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან.
– დიახ, რადგან წმინდა  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური საავადმყოფო (ახალი მიხაილოვი) ყველა მიმართულების პაციენტს უწევს საჭირო დახმარებას, მათ შორის, გადაუდებელსაც. გვაქვს გადაუდებელი სამსახური, რომელიც გაშლილია თოთხმეტ საწოლზე და პაციენტის მკურნალობაში ერთდროულად ერთვება ყველა სპეცილისტი, რომელსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს კონკრეტულ მომენტში.
– არის შემთხვევები, როცა ყველაფერს წამები წყვეტს და სპეციალისტის დაუყოვნებელ ჩართვაზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე...
– რა თქმა უნდა, ამიტომ კლინიკის განყოფილებებში მუდმივად ადგილზეა ექიმი, რომელიც მზადაა, დაუყოვნებლად ჩაერთოს საავადმყოფოში შემოსული პაციენტის მკურნალობაში. წმინდა  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილურ საავადმყოფოში (ახალ მიხაილოვში) ფუნქციონირებს და ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს ნეიროქირურგიული, ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიური განყოფილებები. ერთ თვეში სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას კარდიოქირურგიული განყოფილება, ამჯერად მიმდინარეობს საოპერციოების მომზადება და აღჭურვა ყველა სათანადო აპარატურით. ასევე, მზადდება რეანიმაციული განყოფილება ცხრა საწოლზე, სპეციალურად კარდიოქირურგიული განყოფილებისთვის.  თუმცა, მცირეინვაზიური პროცედურები გულზე, როგორიც არის სტენტირება – შესაბამისი კვლევით კორონაროგრაფიით, ახლაც წარმატებით ტარდება. გვაქვს გინეკოლოგიური განყოფილება, სისხლძარღვთა ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, სადაც ურთულესი ოპერაციები დიდი წარმატებით კეთდება.
– ყველა განყოფილების წარმატებულ მუშაობაში მთავარი როლი იქ მომუშავე სპეციალისტებს ენიჭებათ.  ესეც, ალბათ, ის ტრადიციაა, რომელიც კლინიკას ყოველთვის გამოარჩევდა.
– გეთანხმებით. რითაც ყველაზე მეტად  ვამაყობთ, კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდია. სწორედ მათზე დგას კლინიკა და პაციენტი ამას საკუთარ თავზე გრძნობს.
– წმინდა  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილურ საავადმყოფოში დიდი ხანი არ არის, რაც ამუშავდა სპეციალური დეტოქსიკაციის პროგრამა იმ ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს საჭიროებენ.
– მოგეხსენებათ, იმ პაციენტებს, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, უვითარდებათ გვერდითი მოვლენები, რაც არანაკლებ პრობლემებს უქმნის მათ ჯანმრთელობას. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ ასეთ პაციენტებთან, რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ქიმიოთერაპიისგან მიყენებული ზიანი. ამჟამადაც გვყავს ურთულესი პაციენტი, რომელსაც ვმკურნალობთ და ნელ-ნელა მისი მდგომარეობა უმჯობესდება.  სერიოზული წინსვლა გვაქვს. ზოგადად, კლინიკა ორიენტირებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე.
– თქვენთან მკურნალობენ როგორც საყოველთაო დაზღვევით, ასევე კერძო სადაზღვევო პოლისის მქონე პაციენტები.
– დიახ, ჩვენ ყევლა პაციენტს ვემსახურებით. გვაქვს სოციალური პროექტები კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე. ხშირად ვაცხადებთ აქციებს, ფასდაკლებებს აპარატურულ კვლევებზე და უფასო კონსულტაციებს  სხვადასხვა სპეციალისტებთან. ეს ჩვენი გუნდის საერთო გადაწყვეტილებაა. გვინდა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, რათა კიდევ მეტმა ადამიანმა გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი.
 – წმინდა  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ექიმები გამოირჩევიან  არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციით, არამედ გულისხმიერებითაც, რაც პაციენტებში ნდობის მაღალ ნიშნულს განაპირობებს.
– ძალიან მახარებს ამის მოსმენა. ყოველთვის ვადევნებ თვალს პაციენტთა გამოხმაურებებს ჩვენი კლინიკის სპეციალისტების შესახებ და ვამაყობ, როცა ისინი თავის კმაყოფილებას საჯაროდ გამოთქვამენ. სპეციალური სამსახური შევქმენით, რომელსაც დავალებული აქვს, მყისიერად და მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მყოფი პაციენტის ახლობლებს, რომ ისინი მუდმივად საქმის კურსში იყვნენ.
ტელ: 295-11-00; 577 007-008.

скачать dle 11.3