კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #17

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-16(851)

ისტორია მეთოთხმეტე
გა-უცხო-ება
(მოქმედი პირები: ზურა, ლანა)
ქეთას გახსენებამ გამაცეცხლა, მაგრამ დივანზე მიგდებული ჩემი ტელეფონი გამახსენდა და აბაზანიდან სასწრაფოდ გამოვვარდი. არც გამოტოვებული ზარი იყო და არც მესიჯი.
–  თეო მაკვირვებს. მგონი, ფრთები ამოუვა მალე… თუ ასე გაგრძელდა, მალე ფადიშაჰივით ვიქნები: აქეთ იდეალური ცოლი, იქით იდეალური საყვარელი და, თუ მოხერხებულად მოვიქცევი, იდეალურ კახპასაც გამოვკრავ ხოლმე ხელს (თუ რასაც, ნუ დავაკონკრეტებთ), მაგრამ არა, ეგ ქალი ისეთი კახპაა, მუქთადაც არ მინდა…
გუნება გამომიკეთდა. მზეც ისე აჭერდა ფანჯრებზე, თითქოს გაზაფხული ყოფილიყოს, თუმცა გაქანებული თებერვალი იდგა. თებერვალი… ჩემი დაბადების დღე მოდის და თეოსგან მორიგი ისტერიკა გარანტირებული მაქვს: თან, ზუსტად ვიცი, როდის და რაზე დაიწყებს ჩხუბს, რას რის მერე იტყვის… რა მინდოდა წვენებში?! ვერ დავეტიე ჩემს ტყავში?! ქალების მეტი რაა?! აღარ მინდა… რა მაგარი იქნებოდა, ცხოვრებაშიც ასე იყოს: იტყვი, აღარ მინდა, შეწყვეტ და ახალს დაიწყებ თავიდან. არა, რატომ არ მწერს ეს თეო, ხომ არ გაგიჟდა?!
ამის გაფიქრება იყო და ტელეფონის ეკრანი განათდა. კი მაგრამ, ბლოკი ხომ დავადე?! მესიჯი მთელ ეკრანზე გაიშალა: რატომ არ მწერ პასუხს??????
– რა პასუხს? რის პასუხს?! –  შევედი წერილებში და თეოსგან იმდენი მესიჯი იყო მოსული, რამდენსაც მოველოდი სწორედ თეოსგან. ზუსტად მახსოვდა, რომ არცერთი მესიჯი არ გამიხსნია. არც მინახავს. ახლაღა მივხვდი, რომ ლანას ჩამიჩუმი არ ისმოდა. არადა, აქამდე ათჯერ მაინც შემახსენებდა, რომ საუზმე მზადაა. ვითომ წაიკითხა?! გამორიცხულია! ლანა ამას არ იკადრებდა. ვერ დავიჯერებ!
– არ მოდიხარ? –  ლანას ხმა ცივი მეჩვენა. არა, მივქარავ, ცივი არა…
– ვარდი მოგეწონა?
– ძალიან ლამაზია…
– სად იყავი წუხელ? სახლში რატომ არ დამხვდი?
– ეკას გავყევი მეგობართან.
– როდის იყო, ეკას სადმე დაჰყვებოდი?
– რაღაც ყოველთვის ხდება პირველად… –  ლანას პასუხები არ მომწონდა, – კი, ნაღდად წაიკითხა მესიჯები. თუ წაიკითხა, წყნარად რატომ ზის?! რატომ არაფერს მეკითხება?! და მე რა უნდა ვუპასუხო?! რა უნდა ვუპასუხო და უარვყო ყველაფერი! თეოც სულ ამას მეუბნება, როგორ ცხოვრობ ასეთ ტყუილშიო. თეოსთან ვიცხოვრებდი?! ისიც რომ ასე უცხოსავით დაჯდეს სამზარეულოში და მე არ ვიცოდე, რაზე ველაპარაკო?! არ ჯობია, მისი დანახვა მიხაროდეს და მინდოდეს?! მე მგონი, ჯობია…
– შენი დაბადების დღე სად გადავიხადოთ, ზურიკო? სადაც შარშან? –  ლანას ხმა ყრუდ ჩამესმა.
– წელს არ ვარ მაგის ხასიათზე. სულ რომ არ გადავიხადოთ?
– მე მიყვარს შენი დაბადების დღე. რატომ არ უნდა გადავიხადოთ? დავპატიჟოთ მეგობრები, შენი თანამშრომლები…
– ჩემი თანამშრმოლები რა შუაში არიან? –  თანამშრომლების ხსენებაზე დავიძაბე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ თეო კაცის სახელით მყავდა ტელეფონში: „ელექტრიკი ჯემალა“. ასე რომ, ლანას რომც წაეკითხა მისი მესიჯები, ის ნამდვილად არ ეცოდინებოდა, რომ თანამშრომელიც იყო ჩემი. ჰო, იმ ჯემალას შეეშალა ნომერი, ვიღაც ქალს წერდა და აგზავნიდა ჩემთან. გენიოსი ვარ! თან, გაცეცხლებული თეო ისეთ მესიჯებს მწერს ხოლმე, ეშმაკი ვერ გაარჩევს, ქალია თუ კაცი.
უცებ გავხალისდი: ჩემმა მიხვედრილობამ შემაგულიანა და გულზე მომეშვა. ჰო, წუხელაც არაფერი მომხდარა, დამესიზმრა, ეტყობა. ბავშვობიდან ასე მჭირდა, თუ სტრესულ სიტუაციაში მოვხვდებოდი, მკვდარივით ჩამეძინებოდა ხოლმე. წუხელაც ეგ მომივიდოდა. ლანას ყასიდად ვუთხარი:
– აი, იქ შევუკვეთოთ სუფრა, დიღმის გზაზე, შარშანწინ რომ ვიყავით… ლაშა არ გამოჩენილა? საქმე მაქვს და ვერ მოვახერხე მისი ნახვა.
– დღეს კვირაა. არ დარჩები სახლში?
– ვერა, ბევრი საქმე მაქვს. თორემ რა ჯობია სახლში ყოფნას. უნდა გავიქცე, –  ამის თქმა მოვასწარი და კარზეც ვიღაცამ დარეკა…

ისტორია მეთხუთმეტე
ბაბუის საყვარელი
(მოქმედი პირები: თეო, ლევანო და ბაგრატიჩი, თეოს ბაბუა)
– მეზობელი არა? –  ლევანომ მომაკვდინებელი მზერა მესროლა და საზურგეს მიეყრდნო. ხმა თითქოს მეცნო, მაგრამ იმდენად დავიბენი, ვერ მივხვდი, ვინ შემოაღო კარი. ზურაა? ვაი და, ზურაა...
– ბაბუ, ხმას რატომ არ მცემ?
– ბაგრატიჩ! –  ლევანო ფეხზე წამოფრინდა და ჯარისკაცივით, პლაცდარმზე გენერალს რომ გადაეყრება უდროო დროს, ისე გაიჭიმა და თან, დაპატარავდა: ბატონო სანდრო, თქვენ ბრძანდებით?
– აბა, ვის ელოდებოდით? ბაბუ, კარი ღია გაქვს, ხმას არ მცემ, ხომ კარგად ხარ? გამომართვი, ეს ბებიაშენმა დილაუთენია დააცხო და არ მომასვენა, აუტანე, თვითონ მაინც არ ჩამოვა და ბოლოს ნეტა როდის ჭამა სახლში დამცხვარი ხაბიძგინებიო... ბაბუ, ეს ცარიელა ჩაი რომ დაგიდგამს სუფრაზე, მარცხვენ?
– 10 წუთია, რაც მოვიდა და...
– გოგონა, სად გაიზარდე შენ?! 10 წუთში ბებიაშენი ნანული ათი კაცის სუფრას შლიდა. კიდევ ათ წუთში - ასისას!
– თქვენს სახლში, პატივცემულო ბაბუავ ჩემო, ოთხი დამხმარე ქალი ტრიალებდა, სამი მაცივარი გაძეძვილი ძლივს იღებოდა და ოთხი გაზქურა არ ქრებოდა. მასე გინდა, ხომ დავემსგავსო ბებას? მე ყველაფერი სათითაოდ მაქვს და დამხმარე კიდევ საერთოდ არ მყოლია...
– ჰო, ის დრო წავიდა, ბაბუ, მაგრამ სტუმარი სტუმარია და მიდი, ამოალაგე, რაც მოვიტანე, რაკი სახლში ერთ მაცივარშიც არაფერია! ახლა შენ მიპასუხე, ყმაწვილო, კვირა დილას რას აკეთებ აქ? სახლში მშვიდობაა?
– მშვიდობა, აბა! მაგის ხელში როდის იყო ნეტა მშვიდობა!
– გოგონა, მიხედე სუფრას, კაცები გავარკვევთ! ლევან, აბა გადაიღე, შვილო, მარტო ჩაი რა კაცის საკადრისია და მითხარი, რა გაწუხებს. სახეზე გაწერია, მთლად კარგად ვერ უნდა გრძნობდე თავს...
– ეჰ, ბაგრატიჩ, ბატონო სანდრო...ცუდ დღეში ვარ და გამოსავალსაც ვერ ვპოულობ. თეოსთან ამიტომ მოვედი, მაგრამ...
– თეოს დასახმარებლად გაქვს, ბაბუ, საქმე? ეს გოგო იქით მყავს მისახედი და ასეთი რა გაგჭირვებია?
– ქალების ამბავია, ბაბუ და, მიხვდი ახლა!
– მერე, ქალების ამბავში შენი დახმარება უნდა? ვერაფერი გავიგე და, ნუ დამაბნიეთ მოხუცი...
– ბაბუ, სამკუთხედში ცხოვრობს ეს ბედოვლათი და ვერც გამოდის, არც შედის და ირას რომ რამე დაემართოს, დავპირდი, მივგუდავ!
– ირას რატომ უნდა დაემართოს რამე? რავა, ლევან, შვილო, ცოლმა გაიგო, რასაც მაიმუნობ, თუ? ჰო, ეგ ვერ დაგმართნია კაი ამბავი! ასე როგორ უნდა შეგეშალოს კაცს, ცოლის ყურამდე მივიდეს საქმე?!
– ბაბუ, შენ რასაა ახლა რომ ამბობ?! მიდი, გამოტყდი აწი, ბებას ღალატობდი?! არ არსებობს!  ქალბატონი ნანული ღრმად დარწმუნებულია, რომ არასდროს გაგიხედავს სხვისკენ.
– ასეც უნდა იყოს, ბაბუ! აბა, ცოლია ის ჩემი და ჩემი შვილების დედაა! ვინ აკადრებს სხვას და წყენას! ოჯახის ღალატი სამშობლოს ღალატზე ნაკლები არ არის! და კაცი თუ ხარ, არ უნდა იკადრო!
– ხან ისე ჭრი და ხან ასე კერავ! მაინც ვერ გავიგე, რის თქმა გინდა?!
– ქალის ჭკუა თხამ შეჭამაო! ჭამე, ბაბუ, ცხელია და გემრიელია. ასეთ ხაბიზგინებს ყაზბეგშიც ვერავინ აცხობს! თქმით კიდევ, იმას ვამბობ, ცხოვრება ჭრელია და კაცის გული მჩატეა! თვალებით უყვარს კაცს და ეს ოხერი თვალი კიდევ ვერა და ვერ ძღება! აბა, რა გინდა გააკეთო, როცა ლამაზი ქალი გიღიმის? თვალებს ხომ არ დაითხრი? მაგრამ არასდროს უნდა დაგავიწყდეს, რომ სახლში ყველაზე ლამაზი გყავს და მისი ღიმილია მთავარი.
– ბაგრატიჩ, მეც დამაბნიეთ. ეგ კარგია, მაგრამ თუკი მჩატეა ეს გული და თვალი –  ოხერია, როგორ უნდა დაიძვრინო თავი ახალგაზრდა კაცმა? დავიჯერო, მარტო თვალი გეპარებოდათ სხვისკენ?
– მერე ვინ გითხრა, დაიჯერეო?!
–  ბაბუ?! –  ჩავერიე მე, ძალიან გაოცებული.
– რა იყო, გოგონა, დიდი ხარ უკვე და არაფერია აქ გასაოცარი! ქალი სხვადასხვანაირია ამ ქვეყანაზე. ზოგი ცოლი შეიძლება იყოს, ზოგი მხოლოდ საყვარელი. არიან ქალები –  ერთი შეხვედრაც ყელში ამოგივა და ისეთი ქალებიც არიან, ვისაც თავმოყვარე კაცი არც უნდა გაეკაროს. მაგრამ, თუკი შეგხვდა ისეთი ქალი, რომელიც ცოლი შეიძლება იყოს და უკვე ცოლი გყავს, აი, ეს არის კაცისთვის ყველაზე დიდი გამოცდა.
– ბაბუ, რაღაცას მალავ ახლა შენ, თუ...
– ვმალავ ბაბუ, წლებია, ვმალავ და იქნებ დროა, გითხრა და ცოტა გულზეც მომეშვება.
– ამ დილისთვის ცოტა ბევრი ხომ არ არის ამდენი აღსარება. დამაცადე, დავჯდები და ერთი ყლუპი ყავა მაცადეთ, თორემ...
– არაფერია, აწი, ბაბუ, სანერვიულო. მე და ბებიაშენი იმდენი ხანია, ერთად ვართ, იმ ქვეყნადაც ვერ დაგვაშორებენ. მაგრამ იყო დრო, კინაღამ ჩემი ნებით დავშორდი და სხვასთან წავედი. მაგრამ, ნანული ბრძენი ქალია და არ გამიშვა.
– ნანულიმ იცის?!
– აბა, ცოლს ამას როგორ გამოაპარებ?
–  მოიცა, ბაგრატიჩ! წეღან არ ამბობდი - ცოლმა ეს არ უნდა გაიგოსო?
– მე სხვა ქალების არსებობაზე ვამბობდი. ეგ არც გაუგია. მაგრამ, როცა შემხვდა ის ქალი, რომელიც ცოლი შეიძლება, ყოფილიყო...
– ბაბუ, რას ნიშნავს, ეს  –  ცოლი შეიძლება ყოფილიყო?!
– იმას, რომ არიან ქალები, შენთვის შექმნილი! აი, როგორც ნანულია და ისიც ასეთია. იყო, უფრო ზუსტად. და გულს ვერაფერი მოვუხერხე! ნანულის ვუთხარი - მიყვარს! როგორც შენ, ისიც ისე მიყვარს! როგორც გადაწყვეტ, ისე მოვიქცევი!  –  გააგრძელა ბაგრატიჩმა.
– რას არ გაიგებს კაცი! მე კი მეგონა, სამაგალითო ბებია-ბაბუა მყავდით..
– და მერე რით არ ვართ სამაგალითო? იცი, ბებიაშენმა რა მითხრა? სანდრო ბაგრატას ძევ, ამ სახლიდან ნაბიჯის გადადგმას გაბედავ და დანას ზურგში დაგაყოლებ. მერე, რომ დავრწმუნდები, ნამდვილად გამოგასალმე სიცოცხლეს, გვერდით მოგიწვები და საიქიოშიც გამოგყვებიო. სანამ მე ცოცხალი ვარ, სხვა ქალი არ იარსებებსო!
– სპასობნია, ბებია! მახევეა, მაგკლავდა, მააშ!
– შენ ხუმრობ და, იზამდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ზუსტად ის მითხრა, რის გაგონებაც მჭირდებოდა! როცა ქალს ისე უყვარხარ, რომ შეუძლია, მოგკლას, ოღონდ არ დაგკარგოს, საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობ. და როცა საკუთარი თავი გიყვარს - სხვის სიყვარულს ვეღარ ღალატობ. ვერც ვეღარაფერს ღალატობ...
– მერე, ბაგრატიჩ, ის მეორე?
– ის მეორეც მიყვარდა. მას მერეც. მაგრამ სახლიდან წასვლა აღარ მიცდია. მიუხედავად იმისა, რომ შვილი იქაც მყავდა.
– ბაბუ! რასაა, რომ ამბობ, შვილი გყავს სხვისგან?
– კი, ბაბუ. და შენი ტოლი შვილიშვილიც...
–  უნამუსო ვიყო, მიმიქარავს ეს თურქული სერიალები! მე უნდა დავლიო და თქვენი არ ვიცი! - სამზარეულოს ზედა თაროს მივწვდი, ზურას ჩამოტანილი „ჯეკ დანიელსი“ გადმოვიღე და ვისკის გაბერილ ჭიქაში ჩამოვისხი. მერე უხმოდ ამოვაცალე ლევანოს ჯიბიდან სიგარეტი და ასევე უხმოდ მოვუკიდე...
– იქნებ მითხრა, ვინ არის? ან იქნებ ვიცნობ კიდეც.
–  იქნებ იცნობ კიდეც, ბაბუ...

ეძებე ქალი
(მოქმედი პირები: ზურა,
ლანა, ლაშა და ეკა)
მე კი ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გეგმა ჩემმა მოულოდნელმა სტუმარმა ჩამიშალა. კარი გავაღე და ლაშა შემრჩა ხელში. ჩაცმულ-დახურული რომ დამინახა, გაიკვირვა:
– სად მიდიხარ, ზურა? საქმე მაქვს შენთან, ოღონდ მარტო უნდა ველაპარაკო, ლანუკა.
– ხომ მშვიდობაა? –  იკითხა ლანამ.
– კი, კი, –  ნაჩქარევად უპასუხა ლაშამ.
– მაშინ მე ეკასთან ჩავალ და რომ დაამთავრებთ საუბარს, დამირეკეთ. თუ სახლიდან მაგდებთ, ყავაც თვითონ მოიდუღეთ.
ასეთი პასუხი ლანასგან იმდენად მოულოდენლი იყო, რომ მე და ლაშამ ერთმანეთს შევხედეთ.
ლაშა მისაღებ ოთახში შევიდა და სავარძელში ჩაჯდა, მეც შევყევი. სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. ჩემი ცოლისძმა დაძაბული იყო. მეც; გასაგებია, რომ მე მიზეზი მქონდა.
– მიტყდება, მაგრამ შენ გარდა ვერავის ვეტყვი. ქეთა სალონში წავიდა და ეგრევე შენთან გამოვვარდი. ბიჭო, რა ხდება, იცი, დაცვამ მითხრა, თქვენთან ვიღაც კაცი მოვიდაო. ახალია და სახეზე არ იცნობს არავის, ნუ, მიმსვლელ-მომსვლელს, რა.  კაროჩე, თქვენმა ცოლმა დამირეკა და მითხრა, რომ თქვენთან სტუმარი მოვიდოდა და შემომეშვა ზედმეტი კითხვების გარეშე. მერე თქვენც მოხვედით, ის სტუმარი კიდევ წავიდაო, თქვენი მოსვლის შემდეგო. არადა, სახლში არავინ ყოფილა, რომ მივედი. თან, ზარიც არ დამირეკავს, ისე შევედი. ვინმე რომ ყოფილიყო, როგორ ვერ შევამჩნევდი, კვერცხი ხომ არ ვარ?!
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3