კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან იღლება ზოგიერთი ცოლი და რატომ უშვებს ქმარს #17

ქმრის ღალატისაგან თავის დაცვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ვერც წინასწარ შეძლებ, მიხვდე, როგორი იქნება საყვარელი მამაკაცის გვერდით შენი ცხოვრება. ძნელია, გამოიმუშაო იმუნიტეტიც. თუმცა, არც მარტო ცხოვრებაა სასიამოვნო პერსპექტივა. რა უნდა გააკეთოს ცოლმა, რომ მისი ყოფა გაუსაძლისი არ გახდეს. ბედნიერი თუ არ იქნება, სიხარული მაინც განიცადოს თავისი არსებობით. რა შეიძლება, დაუპირისპირო ღალატს?

 მაკა (31 წლის): ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისვის, რომ ასეთი ჯოჯოხეთური ცხოვრება მქონდეს. ვეკითხები ხოლმე ჩემს თავს: შეცდომა დავუშვი, რომ შევიყვარე-მეთქი, მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ?! ჩემი ქმარი ახლაც კი მიყვარს – მიუხედავად იმისა, რაც გადამატანინა. ალბათ, სულელი ვარ. არ შემიძლია, გავცილდე და არც ის შემიძლია, ვაპატიო. ჩემი გამოუვალი მდგომარეობა, მართლა გაუსაძლისია – რთული ქმარი, რთული ურთიერთობა. რთული რეალობა. რატომ მაქვს მის მიმართ ასეთი „ცოფიანი” სიყვარული, ვერაფრით მივმხვდარვარ.
– იქნებ არ გიყვართ და უბრალოდ, მესაკუთრული გრძნობა გაქვთ მის მიმართ.
– არა. მესაკუთრული გრძნობა სიყვარულში არ მერევა. სხვათა შორის, ამაზე მეც ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე. იქნებ იმიტომ ვნერვიულონ ასე, რომ ჩემად მიმაჩნია და არავისთვის მემეტება-მეთქი. ამიტომ, მივიღე ასეთი სახიფათო და უცნაური გადაწყვეტილება – გავუშვი.
– რას ნიშნავს „გავუშვი”?
– ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იცით, ჩემთან როგორი იყო? თითქოს ერთადერთი ქალი ვიყავი და ჩემს იქით სამყარო არ არსებობდა. თავს დედოფლად მაგრძნობინებდა.
– თქვენ თქვით, მძიმე ადამიანიაო.
– დიახ, მძიმეა. ოღონდ, ამაში სხვა რამე ვიგულისხმე. მძიმეა იმ გაგებით, რომ მუდმივად დაძაბული ხარ მის გვერდით. ვერ მოდუნდები. თვალს მოაცილებ თუ არა, ეგრევე გასაძრომადაა მზად. სულ აქეთ-იქით იყურება და არასანდოა. ერთ დღეს ისიც კი მითხრა, უნდა გავშორდეთო.
– მიზეზი აგიხსნათ?
– როგორც მითხრა, შეყვარებული იყო, რეალურად, ეს მისი მორიგი გატაცება გახლდათ და ეიფორიაში ბრძანდებოდა. როგორი ძალისხმევა დამჭირდა, რომ თავი შემეკავებინა, იცით? – გავუშვი. ჯერ მინდოდა ყველა საშუალებით შემეჩერებინა, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე.
– რატომ?
– იმიტომ რომ, გონება გამინათდა. ჰო, უცებ მივხვდი, თუ ქმრის შენარჩუნება მინდოდა, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ოღონდ არ მკითხოთ, ასეთი ქმარი რაში მჭირდება. ძნელი ასახსნელია მისთვის, ვისაც ეს არ გამოუცდია. თუმცა, ეჭვიანობისა და ჭიდილისგანაც დავიღალე. აღარც ამას ჰქონდა აზრი, ისე გადავიქანცე.
– ბუნებრივია, ეჭვიანობა მძიმეა.
– საშინელებაა, მით უმეტეს, როცა მამაკაცი არ გეთმობა. მე არ მეთმობოდა ჩემი ქმარი, არც ახლა მეთმობა. იმიტომაც ვუთხარი, საკუთარ თავს: მოდი, წინააღმდეგობას ნუ გაუწევ-მეთქი. როცა დავეთანხმე, კარგი, გავშორდეთ-მეთქი, გაუკვირდა. როგორ, მიშვებო? – ჰო, გიშვებ. თუ გაშორება გინდა და აღარ გიყვარვარ, ვერ დაგაკავებ, სკანდალებს ვერ მოგიწყობ, მირჩევნია, გაგცილდე-მეთქი. ნირწამხდარი იდგა და მიყურებდა. მოლოდინი არ გაუმართლდა – ცოლმა ისტერიკა არ მოუწყო და ამით თავდაცვის მექანიზმი მოუდუნა. შეიძლება, ამის გაგება ძნელია, მაგრამ ფაქტია, სწორედ ასე მოხდა. გაშვებამ უფრო დიდი შედეგი გამოიღო, ვიდრე სკანდალი რომ მომეწყო. საყვარელი მამაკაცი სულ შენს გვერდით რომ იყოს, აუცილებელია შენი ფასი გაიგოს. მიხვდეს, რომ ნამდვილად სჭირდები და შენ ხარ ის ერთადერთი, ყველაფერში რომ გაუგებს.
– ღალატშიც კი?
– თქვენ, ალბათ, გიჭირთ წარმოიდგინოთ და არ დამეთანხმებით, მაგრამ ღალატშიც შეიძლება, საყვარელ ადამიანს გვერდში დაუდგე. დიახ, იმან გიღალატოს, მაგრამ შენ მასზე მაღლა დადგე – აპატიო, როგორღაც გაუგო. ბევრს არ ესმის ასეთი სიყვარულის და არც მე მესმოდა, სანამ არ მივხვდი, რომ არპატიებით, წივილ-კივილით, ისტერიკით, ნერვების გლეჯით, გაცილებით, მეტს ვკარგავდი. მოკლედ, შენ თავს უნდა ჰკითხო, რა გინდა და რისთვის ხარ მზად. თუ შეგიძლია, ხისტად არ აპატიო, ხელი ჰკრა და გააგდო, ეგეც გამოსავალია. თუმცა, როცა გიყვარს და „იგლიჯები”, უნდა აპატიო, მაგრამ ამ პატიებასაც აქვს თავისი ფორმა და სტრატეგია.
– ღალატის პატიების სტრატეგიაც არსებობს?
– რა თქმა უნდა, ყველაფრის სტრატეგია არსებობს. ჩემი სტრატეგია იყო – გაშვება... დიახ, ჩუმად და წყნარად ვუთხარი: გაგცილდები, არ არის პრობლემა, წავედი-მეთქი. შოკმა შეაჯანჯღარა – უცებ აღმოაჩინა, რომ არც ისეთი ძვირფასი და ღირებულია. შეველიე – სწორედ ამან აუხილა თვალები. არაფერი უთქვამს, შემომხედა და გაისუსა. ტელევიზორთან დაჯდა და ვითომ დიდი ინტერესით დაუწყო ყურება. მე მართლა არ ვიცი, როგორ მოაგვარა ურთიერთობა თავის „ნაშასთან,” მაგრამ ეს საუბარი სამუდამოდ „მოკვდა.”
– საუბარი „მოკვდა” რას ნიშნავს, აღარ გღალატობთ?
– არ ვიცი, არ მგონია, როცა აქეთ-იქით დასუნსულებდა, ემჩნეოდა კიდეც. რაღაცნაირად აფორიაქებული, აცერცეტებული იყო. ახლა ოჯახზეა კონცენტრირებული, ყურადღებიანია და მზრუნველი. სამი კვირით სამოგზაუროდაც კი წამიყვანა. მოკლედ, არ ვიცი, ახლა ასეა და მერე რა იქნება, წინასწარ თქმა მიჭირს. მე უფრო დაღლილი ვიყავი, როცა ვეჭვიანობდი. მართლა ვამბობ, ამას. რა თქმა უნდა, ყველა თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ, მგონი, იგნორირება უფრო მუშაობს.

скачать dle 11.3