კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #17

კითხვა: განგვიმარტეთ, რა არის „ცდუნება“?
პასუხი: ცდუნება არის ის ყველაფერი, რაც ბადებს ცოდვაზე ფიქრს. შესაბამისად, გვიბიძგებს და გვაიძულებს ცოდვის ჩადენას. ამქვეყნად უამრავი საცდურია და მისგან თავის დაცვა ძნელია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, თუმცა უფლის დახმარებით, ადამიანი შეძლებს თავი დააღწიოს ამ ცოდვებს.
კითხვა: უნდა მოვინანიოთ თუ არა ცოდვა ჩადენისთანავე, თუ უნდა დაველოდოთ მარხვას და შემდეგ მივიდეთ მოძღვართან?
პასუხი: ნუ გაიჩერებთ ცოდვას სულში დიდხანს. არ დაელოდოთ მარხვას და დაუყოვნებლივ შეინანეთ, თქვით აღსარება. სწორედ იმიტომ წაერთმევა უფლის მადლი ადამიანს, რომ ის სინანულს გადადებს ხოლმე. ერთი ცოდვა კი შობს მეორეს და ასე შემდეგ.
კითხვა: როგორ უნდა დაიკრძალოს გარდაცვლილი, რომელიც მონათლული არ იყო?
პასუხი: გაპატიოსნება და დასაფლავება ყველა გარდაცვლილს სჭირდება. მოუნათლავს, სამწუხაროდ, წესს ვერ აუგებს მოძღვარი და ვერც ლოცვებში მოიხსენიებთ. საერო ტრადიციით, გარდაცვლილს გულში შენდობას ეუბნებიან. გარდა ამისა, შეგიძლიათ, გასცეთ მოწყალება გარდაცვლილის სახელზე, რაც დიდი მადლი და წყალობაა, რათა მას იმქვეყნიური არსებობა შეუმსუბუქდეს.
კითხვა: როგორ მოვთოკოთ თავი ტრაპეზობისას?
პასუხი: გაიხსენეთ თქვენი ცოდვები და ასე აარიდებთ თავს გემოთმოყვარეობის ცოდვას.
კითხვა: როგორ ხსნის ეკლესია ზოგიერთი მართლმადიდებლური ტაძრის კედლებზე გამოსახულ ზოდიაქოს ნიშნებს?
პასუხი: წინათ, ზოდიაქოს ნიშნებს იყენებდნენ ასტრონომიული დაკვირვებისა და გამოთვლებისთვის, გვხვდება ძველ ვარსკვლავურ რუკებშიც. ამიტომ ისინი შეიძლება იყოს, როგორც კალენდრის გამოსახულება და არ ჰქონდეს მაგიური მნიშვნელობა.

скачать dle 11.3