კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გააქტიურდნენ მოსკოვის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოები აფხაზეთის ეპარქიის მიმართულებით და ვინ უწყობს ხელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებას #17

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენმა ოკუპანტებმა ჩვენივე სეპარატისტების ხელდასხმით ბედიაში თვით ბაგრატ მესამის ფრესკაც დააზიანეს და ეკლესიის გუმბათიც იავარქმნეს, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კი, საწრთვნელი პოლიგონისთვის მეცხრამეტე საუკუნის ეკლესიაც დაანგრიეს, წლევანდელი აღდგომა ფრიად ღვთისმოსავურად აღნიშნეს: აფხაზურმა მედია-საშუალებებმა გვაცნობეს, რომ აფხაზეთის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში (იმას აღარ დასძენენ, ვისი აშენებულია ეს ტაძრები) სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდაო. მეტიც, ამჯერად წმიდა ცეცხლიც ჩამოიტანეს იერუსალიმიდან და სოხუმის საკათედრო ტაძარშიც დააბრძანეს (რომ მრევლმა სახლში წაღება შეძლოსო).
აფხაზი მომლოცველები 7 აპრილს სოჭის აეროპორტიდან გაფრინდნენ და 16 აპრილს იქვე დაფრინდნენ ჩარტერული რეისით, თუმცა მათი ნაწილი იერუსალიმში დარჩენილა. ეს წმიდა ცეცხლის აფხაზეთში ჩამოტანის პირველი შემთხვევა არ არის და ის ამჯერადაც სვიმონ კანანელისა და ევსტაფი აფსილელის სახელობის ფონდის დაფინანსებით მოხერხდა. თავად ფონდი კი მეცენატებს: ბესლან ეშბას, იური ალანიას, მიხაილ ჩალმაზსა და სოხუმის ადმინისტრაციას დაუფინანსებია. მეტიც, სოხუმის საკათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურებას 16 აპრილის ღამით რაულ ხაჯიმბაც დასწრებია.
რთული მისახვედრი არ არის, რა მიზნითაა გააქტიურებული სეპარატისტულ აფხაზეთში (რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმართია, რადგან სწორედ კერპთაყვანისმცემლობას მიიჩნევენ ისინი თავიანთ ისტორიულ და ტრადიციულ რწმენად) მართლმადიდებლური კომპონენტი. თუმცა ამჯერად იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემაც გამოიჩინა თავი: აფხაზურივე მედიის ცნობით, მან საკუთარ რეზიდენციაში აფხაზეთის სამღვდელოების დელეგაციას უმასპინძლა. გავრცელებული ინფორმაციით, მან სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადა და მომლოცველებთან ერთად, აფხაზეთი, როგორც ქვეყანა, დალოცა.
საეკლესიო კანონებით, აფხაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილია და მის იურისდიქციაში შედის. შესაბამისად, იერუსალიმის პატრიარქის ქმედება (აფხაზეთის დამოუკიდებელ ერთეულად მოხსენიება), რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია. თუ გავიხსენებთ, რომ დღეს ქართველები იერუსალიმში თავიანთ  მიერვე აგებულ არცერთ ეკლესიასა თუ მონასტერს არ ფლობენ და ჯვრის მონასტერში, თვით შოთა რუსთაველის დაზიანებული ფრესკის რესტავრაციის საშუალებაც კი არ მისცეს ქართველ რესტავრატორებს (რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დანარჩენზე), იბადება რიტორიკული კითხვა: რატომ ჩაგრავენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მასზე ძლიერი მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლები? –  ამ არცთუ სასიამოვნო თემაზე, მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– რა ჟესტი იყო პატრიარქ თეოფილეს მხრიდან აფხაზ სასულიერო პირთა დელეგაციის მიმართ ასეთი გულთბილობის გამოჩენა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის იგნორირება?
–  ბუნებრივია, რომ ყველა თავისი გავლენის გაზრდას ცდილობს. ბუნებრივია ისიც, რომ ყველა ცდილობს უპატრონოდ დარჩენილი ტერიტორიის მითვისებას. ყოფით დონეზეც, თუ ნივთი არ დევს ისე, როგორც საჭიროა, ნებისმიერს შეიძლება, გაუჩნდეს სურვილი, რომ ხელი მოჰკიდოს. ცხოვრებაა ასეთი, ადამიანი ასეთად გაჩნდა და ყველა, სასულიერო დაწესებულება იქნება თუ საერო, ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი გავლენა მოიპოვოს. ამ ყოველივეს კი ამართლებს არგუმენტებით, რომ დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ ხორციელდება ქართული იურისდიქცია და ამიტომ ვერ ტოვებენ ადამიანებს სულიერი საზრდოს გარეშე. ანუ საბაბის მოძიება იოლია. მთავარი ისაა, რომ, ვისაც ევალება საქართველოს ინტერესების დაცვა, ის არ დგამს არანაირ ნაბიჯს. იმის ნაცვლად, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს ეკლესიას, პირიქით, საქართველოს ხელისუფლება მას პრობლემების მეტს არაფერს უქმნის. ერთი მხრივ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება პატივს სცემს პატრიარქს, მაგრამ რეალურ ქმედებებში ყველანაირად უშლის ხელს. დღეს საქართველოს ეკლესია ჩაძირული თავის ყოველდღიურ პრობლემებში, ვეღარ ახერხებს დაიცვას არა მარტთ თავისი, არამედ მთლიანად საქართველოს ინტერესები. წლების განმავლობაში ვერც რუსეთის და ვერც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოები ვერ აცხადებდნენ პრეტენზიებს აფხაზეთის ეპარქიაზე და გარკვეული მეთოდებით ცდილობენ ხელის ფათურს, რაც ნათლად მეტყველებს, რომ მისი უწმიდესობა მტკიცედ დგას ამ საკითხში. მაგრამ, თუ საზოგადოებამ, ერმა, ხელისუფლებამ არ შეუწყვეს ხელი, პირიქით, თუ პრობლემებს შეუქმნიან ეკლესიას, ამით ისარგებლებს სხვა.
– იყო ეს იერუსალიმის პატრიარქის მხრიდან დემონსტრაციული უპატივცემულობა ჩვენდამი?
– არა, ის იქცევა ისე, როგორც იქცევა საქართველოს ხელისუფლება, გარეგნულ პატივისცემას გამოხატავს, შიგნით კი ცდილობს, ხელები აფათუროს რაღაც-რაღაცეების თავისკენ გადასაქაჩად. სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს პოლიტიკურ ძალთა მოქმედებით სტიმულირდება გარეშე ძალა. საუბარი ერთმორწმუნეობაზე, სულიერ ძმობაზე არ შეიძლება, რადგან ყველამ იცის, რომ ერთია აღმსარებლობის ერთიანობა და მეორეა დაწესებულებების ინტერესები.
– რა ინტერესი აქვს იერუსალიმის პატრიარქს?
– გავლენის გაფართოება. საკუთარი ფუნქციისა და როლის გაზრდა. ჩვენც ხომ მიგვაჩნია, რომ ყველაზე კარგი მართლმადიდებლები ქართველები ვართ?! მათაც მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ყველაზე კარგი მართლმადიდებლები და ამაში დასაძრახი არაფერია. მაგრამ დასაძრახი ის არის, რომ ამ კუთხით ხელის ფათური მატულობს იმისდა მიხედვით, თუ როგორ სუსტდება საქართველოს ეკლესიის შესაძლებლობები. აფხაზეთის თემაზე ვსაუბრობთ და როგორ გგონიათ: იგივე კონსტანტინოპოლისა თუ რუსეთის საპატრიარქოები არ აქცევენ ყურადღებას იმას, რაც საქართველოში ხდება?! ერთი მხრივ, ვითომ მართლმადიდებლობას პოპულარიზაცია ეწევა, მეორე მხრივ, მისი უფლებები იზღუდება?! ახლახან საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა სასამართლოში, რომ იმავე მდგომარეობაში ჩადგეს ნებისმიერი სხვა აღმსარებლობა საქართველოში, როგორშიცაა საქართველოს ეკლესია. ამას აღმსარებლობის თავისუფლებით ხსნიან. არადა, ერთია აღმსარებლობის თავისუფლება და მეორეა ამა თუ იმ აღმსარებლობის დაწესებულების სტატუსი ქვეყანაში. ისევე, როგორუ ერთია ადამიანის უფლება, იმუშაოს ამა თუ იმ დაწესებულებაში და მეორეა ამ დაწესებულების უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში. ამ მარტივ განსხვავებას ჩვენი პოლიტიკური წრეები არ იმჩევნენ და მიაჩნიათ, რომ ყველა თანასწორი უნდა იყოს, ხოლო, თუ ყველა თანასწორი უნდა იყოს, მაშინ რა უფლებებიც აქვს საქართველოს ეკლესიას, იგივე უნდა ჰქონდეს მათაცო. ჩვენთან ებრძვიან რა ქართულ სახელმწიფოს, ებრძვიან მის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს –  საქართველოს ეკლესიას. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ სხვასაც გაუჩნდეს ცდუნება, მიითვისოს ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი, როგორიც აფხაზეთია.
–  პატრიარქმა თეოფილემ მოიხსენია ქვეყნად აფხაზეთი, მაგრამ აქვს მას უფლებამოსილება, რომ აღიაროს აფხაზური ეგრეთ წოდებული ეკლესია?
– მას არ აქვს ამის უფლება, მაგრამ ეს ხომ პროცესია? 1992 წლიდან 2008 წლამდე რუსეთი თავს იკავებდა აღიარებაზე, მაგრამ მერე უკვე სხვა ტენდენცია დაიწყო; 1998 წელს იყო გალის მოვლენები, 2004 წელს ცხინვალში სამხედრო ოპერაცია, მერე კოდორში ჯარის შეყვანა და ზემო აფხაზეთის დარქმევა, ბოლოს –  2008 წელი და საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო რუსები საბაბით: გენოციდი მოხდა და იძულებულები გავხდით, გვეღიარებინაო.
– მაგრამ არც ყოფილა და ვერც დადასტურდა გენოციდი, რაც დაგვაბრალეს.
– კოდორში საერთოდ არაფერი მომხდარა, მაგრამ რუსებს მიეცათ საბაბი და საქართველოს ხელისუფლებამ მათ ჩააბარა კოდორიც და ფოთიც, თუმცა ფოთი დააბრუნეს, იმიტომ რომ, არ სჭირდებოდათ. მაგრამ ეს ხომ მაშინ დაიწყო, როდესაც ოქრუაშვილმა ჯარი შეიყვანა კოდორში და უფრო ადრე მარულა გაიმართა გალში?!
– 1998 წელს.
– დიახ. აქ გვაცნობეს, რომ მარულა გაიმართა გალში და იქ საპასუხოდ, ქართველები მეორედ გამოყარეს გალიდან. ისევე, როგორც 1992 წელს შევარდნაძემ,  თავისი ძალაუფლება რომ განემტკიცებინა, ომი დაიწყო. შევარდნაძის, სააკაშვილისა თუ ივანიშვილის ხელისუფლებები შიგნით, თავისიანებს ერევიან და ამით გარე ძალებს აძლევენ ხელების ფათურის ნებას. მარტივ თემას გეტყვით: იმის გამო, რომ ეკლესიას დღეს რაღაც პრობლემები აქვს, ოფიციალურად გაუქმდა სააღდგომო არდადეგები და შემოვიდა საგაზაფხულო დასვენება. ანუ უკვე დაილექა ცნობიერებაში: თუ მანამდე სააღდგომო არდადეგები ერქვა, დღეს აღარ ჰქვია. ამას ამართლებენ იმით, რომ სხვა კონფესიის წარმომადგენელი ბავშვები განიცდიანო. ისევე, როგორც დაიწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ დადიან ბავშვები ექსკურსიებზე ეკლესია-მონასტრებში. თითქოს ისინი მხოლოდ ეკლესია-მონასტრები იყოს და არა –  ისტორიული ძეგლები. სწორედ ესაა ტრაგედია, რომ ჩვენს ქვეყანაში უპირველესად, ჩვენივე ხელისუფლებები გამოდიან საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და ამის ფონზე გვიკვირს სხვების ქცევა. იმას, რაც დღეს ხდება საქართველოს ეკლესიის მიმართ, უყურებს მთელი მსოფლიო.
– რუსეთისა და იერუსალიმის პატრიარქებს არ აქვთ კარგი ურთიერთობა, ძალაუფლებას ვერ ინაწილებენ. მაგრამ, რადგან რუსეთის პატრიარქი პირდაპირ ვერ შეუწყობს ხელს აფხაზებს ეკლესიის დამოუკიდებლობის საქმეში, მაშინ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიას აღიარებს, შეიძლება, რომ იერუსალიმის პატრიარქის ხელით მოქმედებდნენ?
– ცნობილი მეთოდია, რომ პირველ ეტაპზე ჭეშმარიტება უნდა დადგეს ეჭვქვეშ, მეორე ეტაპზე დაეჭვებული საზოგადოება უნდა გადმოიყვანო შენს მხარეზე და მესამე ეტაპია ის, რომ ჩართო შენს საქმეში. ყველასთვისაა ხელსაყრელი, რომ საკამათო გახდეს ეს ტერიტორია, აფხაზეთი ამოვარდეს საქართველოს ინტერესთა არეალიდან და, მეორე მხრივ, ეს გახდეს სხვა სუბიექტებს შორის სავაჭრო და სალაპარაკო თემა. იერუსალიმის პატრიარქს გართულებული აქვს ურთიერთობა ანტიოქიის საპატრიარქოსთანაც, ისევე, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს –  უკრაინასთან. მაგრამ მარქსიზმის ერთ-ერთი ძირეული წესია დაპირისპირებულთა ერთიანობის კანონი. შეიძლება, რაღაც საკითხების გამო ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ რაღაც საკითხებში არიან ერთიანნი. ეს არის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი და ახლავე უნდა გამოვფხიზლდეთ, რადგან, თუ რგოლი გაწყდა, ჯაჭვი ვეღარ შეიქმნება, იკვეთება დაწესებულებების ინტერესები: თითოეულ ეკლესიას თავისი სპეციფიკა აქვს და იმისდა მიხედვით მოქმედებს. ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთისთვის ეს არის პოლიტიკური ინტერესი, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებისთვის ნებისმიერ ეპარქიას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ მომწონს, მაგრამ ეს ბუნებრივია. საერთოდ, სიმშვიდე განაპირობებს წონასწორობასა და ბალანსს. როგორც კი წონასწორობა ირღვევა, იწყება შფოთი. წონასწორობის დარღვევა აჩენს ცდუნებას, რომ ის ცუდად დადებული ნივთი აღმოჩნდეს იმის ჯიბეში, ვინც ცდუნდა.
– ჩვენ მაინც ვლაპარაკობთ რწმენაზე, რომელიც სიყვარულზე დგას და ამ პატრიარქებმა არ იციან, რომ იერუსალიმის უამრავი ეკლესია-მონასტერი ჩვენი აგებული და შენარჩუნებულია? რომ ჩვენ უდიდესი ხარკი გავიღეთ მართლმადიდებლობისთვის და, ზოგადად, ქრისტიანობისთვის. ცოტა უხერხული არ არის ასეთი უგულებელყოფა მათი მხრიდან, მაინც ხომ სასულიერო დაწესებულებებია?
– რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ ვიმეორებ, მათ რეალურად უნდა დავანახვოთ, რას წარმოვადგენთ. როდესაც სსრკ დაიშალა, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ავტოკეფალიის ცნობის დოკუმენტის მოპოვება და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მზად იყო, ჩვენთვის მოეცა ის, მაგრამ, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოპოვებულის. საქართველოს საპატრიარქომ იმუშავა, იბრძოლა და რამდენიმეწლიანი დაძაბული მუშაობის შემდგომ, გვაღიარეს ვახტანგ გორგასლისდროინდელი ავტოკეფალიით. ახლა არის მეორე ეტაპი, რომ მოვიპოვოთ ჩვენი ადგილი დიპტიქში. მოლაპარაკებებია სხვადასხვა ეკლესიასთან და პროცესის შედეგი იქნება იმის პირდაპირპროპორციული, თუ რა ადგილი ექნება საქართველოს სახელმწიფოს მსოფლიო არენაზე, საქართველოს ეკლესიას კი –  ქართულ სახელმწიფოში.
ყველა თავისკენ ქაჩავს საბანს, რელიგია არაფერ შუაშია: დაწესებულებების ინტერესებია. მისი უწმიდესობის აქტიურმა ქმედებებმა განაპირობა, რომ გავხსენით ეკლესიები თურქეთში ისე, რომ მსოფლიო საპატრიარქომ პროტესტიც ვერ გამოხატა. ეკლესიის მძიმე შრომის შედეგია, რომ გვაქვს ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია. მას სჭირდება მხარდაჭერა. ერთმორწმუნეობამ არ უნდა შეგვაცდინოს, როდესაც ტაძარში ვლოცულობთ, იმავე ტაძარში ხომ შეიძლება, ლოცულობდეს ის, ვისაც, მაგალითად, ჩვენს ბიზნესზე უჭირავს თვალი?!

скачать dle 11.3