კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჟრიალი #17

ანუ „შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან მოგვრილი წყენაო“

 ვერც კი მოვასწარით, ხეირიანად გავეხარებინეთ დიდგორის „ძლევაი საკვირველის“ უქმედ გამოცხადებას (პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით), რომ ჩვენმა მეგობარ-მეზობელმა თურქეთმა შემოგვითვალა, ამ გადაწყვეტილებას გადახედეთო (ძლიერ მწარედ გული გვტკივა, ზედაც – გვაჟრიალებსო).
და თუმცა საქართველოში თურქეთის ელჩმა არ ისურვა ამაზე საჯაროდ საუბარი (ეს ქართველი დეპუტატების განსახილველი საკითხიაო, არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ არც მამაცთა ნებაზეა ომი და არც მკვირცხლთა ნებაზე – რბოლა?!), ჩვენმა კანონმდებლებმა მორცხვად გვითხრეს, მხოლოდ მეგობრულად გვთხოვეს და მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმსჯელოთ სპეციალისტებთან ერთადო.
გული იმით დავიმშვიდოთ, რომ დეპუტატებმა დიპლომატია მოიშველიეს, რადგან თავად თურქები ბერძნებისთვის ტერიტორიის წართმევის დღესაც აღნიშნავენ და კონსტანტინოპოლის დაპყრობისაც, ოღონდ საკუთრივ ჩვენ საკუთარ მიწაზე ათიოდ საუკუნის წინათ მუსლიმანთა გაერთიანებული კოალიციის დამარცხების (სულ რომ არ არსებობდა ოსმალეთის იმპერია) დღის აღნიშვნას გვიწუნებენ (ვითომ შარშანწინდელიც კი ახსოვთ ჩვენგან მიგვრილი წყენაო?!).
რთული სათქმელია, რატომ მისცა მეზობელ-მეგობარმა საკუთარ თავს ამდენის უფლება (მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე, დიდგორობის უქმედ გამოცხადების მოწიანაღმდეგედ ვრჩები, ოღონდ ეს არც თურქეთის გასარჩევია და არც ვინმეს სხვის), მაგრამ, თუ ამ ჩვენი რეფერნდუმჩატარებული პარტნიორის პათოსს გავითვალისწინებთ, არც ისაა გამორიცხული, ისტორიის სახელმძღვანელოებიდანაც ამოგვაღებინონ, დიდგორის ბრძოლას ვინ ჩივის, დავით-თამარის ეპოქები?! –

скачать dle 11.3