კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

რატომ უნდა აირჩიოთ ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა „ბაიები” და როგორ ზრუნავენ აქ თქვენსა და თქვენი პატარების კეთილდღეობაზე #16

ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა – „ბაიები”  2015 წელს გაიხსნა და მალევე გაითქვა სახელი.  კომფორტული გარემო, თანამედროვე ტიპის ტექნიკური აღჭურვილობა  და კვალიფიციური მედპერსონალი კლინიკის ძლიერი მხარეა. „ბაიებში” მისულ ქალბატონებს განსაკუთრებული სითბოთი  და ყურადღებით ხვდებიან, რაც პაციენტების დადებით დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამყარებს და მადლიერი ქალბატონების რიცხვიც თანდათან იზრდება. კლინიკის შესახებ უფრო დაწვრილებით, მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი – ქალბატონი ნია ონიაშვილი გვესაუბრა.
ნია ონიაშვილი: წარჩინებით, წითელ დიპლომზე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ დავიწყე პრაქტიკული საქმიანობა მეან-გინეკოლოგად. მოგვიანებით დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და ვმუშაობდი სხვადასხვა კლინიკაში. 2015 წლიდან მაქვს საკუთარი კლინიკა – „ბაიები”. კლინიკის შექმნის იდეა მაინცდამაინც არ მხიბლავდა, მაგრამ, სადაც ვმუშაობდით, თითქმის ყველაგან იყო რაღაც ნიუანსები, რაც არ მომწონდა. ამიტომ, გარშემო მყოფების დაჟინებული თხოვნით, გადავწყვიტე, საკუთარი კლინიკა გამეხსნა – ისეთი, როგორიც გვინდოდა და რაც მთავარია, ქალბატონების კომფორტზეა გათვლილი. ადგილი, სადაც მათი მისვლა ესიამოვნებოდათ, გულთბილად დახვდებდნენ და ყველანაირ დახმარებას გაუწევდნენ. როცა მუშაობას ვიწყებდით, იმ პერიოდში ბაზარი უკვე გაჯერებული იყო ამ პროფილის კლინიკებით. ამიტომ, არც მეგონა, „ბაიები” ასე მალე თუ მოიხვეჭდა სახელს და ამდენი პაციენტის მიღება მოგვიწევდა.
– როგორ შეარჩიეთ სამედიცინო პერსონალი?
– კლინიკა არ არის მხოლოდ შენობა, მთავარია ის გუნდი, რითაც მას დააკომპლექტებ. ამიტომ ძალიან ბევრს ვფიქრობდი კადრებზე და საბედნიეროდ, დღეს „ბაიებს”  საუკეთესო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. მათ უმეტეს ნაწილთან მუშაობის ბედნიერება მქონდა წლების განმავლობაში და შესაბამისად, ვიცი, როგორი პროფესიონალები არიან. მათ ბოლომდე ვენდობი. ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი ქალების კომფორტისთვის. ჩვენი მედპერსონალის დამოკიდებულება მშობიარის მიმართ ძალიან თბილი და გულისხმიერია. ჩვენი ერთად შეკრული გუნდი მაქსიმალურად იხარჯება თითოეული პაციენტისთვის.
– რატომ უნდა აირჩიონ ქალბატონებმა „ბაიები”?
– როგორც აღვნიშნე „ბაიების” მაღალპროფესიონალი სამედიცინო გუნდი მთავარი უპირატესობაა, რითაც ყოველთვის ვიამაყებ. ყველანაირად შევეცადე, რომ საუკეთესოდ აღვჭურვილიყავით. თუ კი რამ საჭიროა ქალის გამოკვლევისთვის, ჩვენ ყველაფერი გვაქვს. „ბაიების” თითოეული თანამშრომლის დამოკიდებულება პაციენტისადმი, ნამდვილად სანიმუშოა. როდესაც ქალბატონი ჩვენთან მოდის, აუცილებლად ვკითხულობთ მის სოციალურ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, ვუწევთ  გარკვეულ შეღავათს. გარდა ამისა, ჩვენთან ნამშობიარებ და გაწერილ ქალბატონებს, ორი კვირის განმავლობაში ვუწევთ უფასო კონსულტაციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში შეიძლება, სხვადასხვა გართულებამ იჩინოს თავი.
– რთულია, იყო პრაქტიკოსი ექიმი, რომელსაც დღეში რამდენიმე მშობიარობა აქვს და თან, მართო კლინიკა?
– ზოგადად, ძალიან მძიმე შრომა აქვს მეან-გინეკოლოგს, რადგან ერთდროულად, ორი ადამიანის სიცოცხლე აბარია – დედისა და შვილის. ყოფილა ძალიან მძიმე და კრიტიკული სიტუაციები, როდესაც მიფიქრია, აღარ მინდა მუშაობა-მეთქი, მაგრამ, როცა რთული სიტუაციიდან წარმატებით გამოვძვრები  და ახალი სიცოცხლე იბადება, იმწამსვე ყველაფერი მავიწყდება. ზოგჯერ ვითვლი და მეამაყება, რამდენი ბავშვია ჩემს ხელში დაბადებული. როდესაც ჩვენგან წასული ქალბატონები ძალიან თბილ შეტყობინებებს გვწერენ, შეიძლება ითქვას, ახლიდან ვიბადები. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ „ბაიები” არც თუ ისე დიდი ხანია, რაც გაიხსნა, გვაქვს შემთხვევები, უკვე მეორედ რომ იმშობიარეს ჩვენთან. წლების წინ ჩემთან ნამშობიარებმა ქალბატონებმაც მომძებნეს და მომაკითხეს. ეს განსაკუთრებით  სასიამოვნოა. რაც შეეხება კლინიკის მართვას, რა თქმა უნდა, მეხმარებიან ამ ყველაფერში. პირადად მე  მოვინახულებ ყველა მელოგინეს და ინდივიდუალურად ვეკითხები აზრს ჩვენს კლინიკაზე, მედპერსონალზე და ასე შემდეგ. ეს მჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდე, რაიმე ხარვეზი ხომ არ გვაქვს, რაც გამოსასწორებელია. არ მინდა, რამე გამომრჩეს.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– გვაქვს გარკვეული გეგმები, რასაც ეტაპობრივად აუცილებლად განვახორციელებთ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ აპარატურის შეძენას ლაპარასკოპიული ოპერაციებისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას.
მისამართი: თბილისი,
ჟანი კალანდაძის ქ. ¹10.
საკონტაქტო ტელ: 275 29 96.

скачать dle 11.3