კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განსაცდელი და სასჯელი მოუვლინა ღმერთმა ზურა გორგაძეს ჩადენილი ცოდვებისთვის და სად გაიარა მან ჯოჯოხეთიც და სამოთხეც #16

მსახიობ ზურა გორგაძეს, საკმაოდ რთული ცხოვრების გზა აქვს გამოვლილი და ამას იმ შეცდომებს აბრალებს, რაც გააზრებულად თუ გაუაზრებლად დაუშვა. ფიქრობს, რომ ყველა განსაცდელი იყო სასჯელი იმისთვის, რაც მან ჩაიდინა. ღმერთის წყალობით, ის დღეს ჯანმრთელია და არც ცხოვრებას უჩივის. თუმცა, მაინც ნანობს იმ დღეებს, რაც მისთვის შემდგომ, სინანულის საბაბად იქცა.
ზურა გორგაძე: ძალიან ბევრჯერ მომაყენა ცხოვრებამ დარტყმა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ გამტეხა. ბევრისთვისაა ცხოვრება რთული და ალბათ, იტყვიან, ამაში ახალი რა არისო. მაგრამ, ჩემთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. მართლა არ მქონია დალხენილი და ბედნიერი ცხოვრება და ეს პრობლემები ბავშვობიდან დაიწყო. მართლია, დღეს ექიმები სერიოზულ დაავადებად არ მიიჩნევენ და სიმპტომს უწოდებენ, რაც გულის აჩქარებას იწვევს, მაგრამ ეს პრობლემა მე ბავშვობიდან მქონდა. გულის ერთ-ერთი სისხლძარღვის პრობლემების გამო, სისხლის არასწორი მიმართულებით მიედინებოდა და იწვევდა გულის აჩქარებას. 90-იანებში, მოგეხსენებათ, მედიცინა რა მდგომარეობაში იყო და შესაბამისაად, ამ ოპერაციის გაკეთება ჩვენს ქვეყანაში შეუძებელი გახლდათ.
– ეს დაავადება რომ დაგიდგინდა, რამდენი წლის იყავი?
– 8 წლის ვიყავი, როცა პირველად გულის აჩქარება დამემართა. ეს ახალი ხილი იყო  და ვერ მიხვდნენ, საქართველოში რა ფორმით ემკურნალათ, ანდა გაეკეთებინათ ოპერაცია თუ არა. ეს არ გახლდათ უბრალო არითმია, ეს იყო პრობლემა გულზე. თან, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ვლინდებოდა ელემენტარული სასიხარულო ემოციის, ზედმეტი მოძრაობის დროსაც კი.
– ესე იგი, ბავშვობაში სასიხარულო ემოციის გამოხატვა აკრძალული გქონდა?
– ასე გამოდის. ჩემი მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ემოციები არ გამომეხატა და თავი  შემეკავებინა. ეს მშობლისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. თან, მე მივეკუთვნები საშუალო ფენის ოჯახს და შესაძლოა, კიდევ უფრო დაბლა მდგომს, ფინანსური თვალსაზრისით. იმ დროს კი მხოლოდ გერმანიაში კეთდებოდა ამის ოპერაცია. ამის სახსრები ფიზიკურად არ გაგვაჩნდა. სადღაც 20 ათასი დოლარი მჭირდებოდა და იმ დროს, ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო.
– ოპერაცია რომ არ გაგეკეთებინა, რა მოხდებოდა?
– შესაძლოა, მთელი ცხოვრება ისე გაატარო და ისე მიაღწიო სიბერეს, პრობლემა არ შეგექმნას. მაგრამ მთელი ცხოვრება უნდა დაუწესო შეზღუდვები თავს. წარმოიდგინეთ, ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე ვოცნებობდი და ვერ ვცეკვავდი. მინდოდა, სპორტში წარმატებული ვყოფილიყავი, მაგრამ დიდი დატვირთვის გამო, ესეც მეკრძალებოდა. ასე რომ, „დოზირებული“ ბავშვობა გამოვიარე ამ მხრივ. დედა სვანი მყავს და მინდოდა იქ დასვენება, მაგრამ ვერ მივდიოდი, რადგან გული რომ ამჩქარებოდა, იქ ვერ მიშველიდნენ. გული რომ ამიჩქარდებოდა, მშობლებს საავადმყოფოში მივყავდი და ვენაში წამალს მიკეთებდნენ.
– ხშირად გიწევდა, საავადმყოფოში მისვლა?
– საკმაოდ ხშირად. ყოფილა შემთხვევა, კვირაში რამდენჯერმე დამჭირვებია ვენაში წამლის შეშვება. ახლა ადვილია ამის მოყოლა. მახსოვს, ბავშვი როგორ ვუძლებდი იმ გაუნძრევლად წოლას და ვფიქრობდი, ოღონდ გადამიაროს და არ გავინძრევი-მეთქი. მოკლედ, საბოლოო ჯამში, დედამ მართლა შეუძლებელი შეძლო და იმდენი გააკეთა, ჯანდაცვის მინისტრის კარამდე მიაღწია. დაფინანსება მიიღო და გერმანიაში წავედით. ზესტაფონის გამგეობაც დაგვეხმარა. საქართველოში ჩემი დაავადების დიაგნოზის დადგენაც კი რთული იყო, რადგან ეს იშვიათი დაავადებაა. გავემგზავრეთ გერმანიაში და იქ გამიკეთეს ოპერაცია. 13 წლის ვიყავი და საკმაოდ რთული ოპერცია იყო. გაუჭრელად ჩატარდა, კისრის სისხლძარღვებიდან კათეტერებით ჩავიდნენ გულამდე. 12 საათის განმავლობაში ვიყავი ნარკოზის ქვეშ. მართალია, ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა-მეთქი. ჩემი გულ-სისხლძარღვების სივიწროვის გამო, ვერ მივიდნენ იმ ადგილამდე კათეტერებით, სადაც პრობლემა იყო. მაგრამ, მაინც მოწვეს და გვითხრეს, კიდევ დასჭირდება ერთი ოპერაცია, მაგრამ როცა გაიზრდება, მანამდე ვერაო. დაავადება წელიწად-ნახევარში განმეორდა და ისევ ოპერაცია დამჭირდა. თუმცა, ეს მორიგი ოპერაცია იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ თავის ხარჯებით გამიკეთა. სიკვდილისთვის ბევრჯერ ჩამიხედავს თვალებში და მაინც, ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი გადამარჩინა. ზოგადად, ფრთხილი ვარ, მაგრამ ბედისწერამ ბევრჯერ დამიგო მახე და სიკვდილსაც ჩამახედა თვალებში. საშინელი ინტუიცია მაქვს და ხანდახან, მეცინება საკუთრ თავზე. გავიფიქრებ რამეს და ზუსტად ვიცი, რაც მოხდება.
– მართალია, რომ 13 ივნისის ტრაგედიის დროს, სწორედ შენი ინტუიციის წყალობით გადაურჩი სიკვდილს?
– მართალია. იმ დღეს, ტრაგედიამდე რამოდენიმე წუთით ადრე, გადმოვიარე ახალი გზის ესტაკადა და წყალი შემოვარდა. ვიგრძენი საშიშროება და მივადგი ფეხი გაზს. წამებში გავასწარი სიკვდილს. მანამდე, წინათგრძნობაც მქონდა. დილით რომ გავიღვიძე შინაგანად ვგრძნობდი საფრთხეს. თითქმის ყოველთვის ვხვდები განწყობის მიხედვით, რა მელის იმ დღეს. ზოგადად, ინტუიციას მესამე თვალსაც მიაწერენ ხოლმე და მე, ალბათ ეს მესამე თვალი საკმაოდ კარგად მაქვს გახელილი (იცინის). ზოგადად, ხშირად, ხდება მისტიკური ამბები ჩემს თავს და ახსნას ვერ ვუძებნი. მაგალითდ, დავდებ ნივთს, ვიცი, იქ უნდა იყოს, მივალ და არ მხვდება. მოვბრუნდები, ისევ მივტრიალდები და იქ მხვდება. ერთხელ კი, წამიერი სიკვდილი განვიცადე, ოღონდ მართლა. ზესტაფონში, ბებიას შვილიშვილზე გაეშვა ხელი და ისე გადამირბინა წინ, ვერ მოვასეარი მანქანის დამუხრუჭება. კიდევ კარგი, სწრაფად არ მივდიოდი და ბავშვი გადარჩა. მაგრამ, სანამ დავინახავდი, რომ არაფერი მოუვიდა, მართლა წამიერად მოვკვდი. ბავშვს რომ რამე მოსვლოდა, მართლა ვერ გადავიტანდი. ასეთ დროს, არაადეკვატური ვხდები. ისეთ რამეებს ვაკეთებდი, იმ ბავშვის ბებია აქეთ მამშვიდებდა. ბავშვი რომ მომკვდარიყო, ციხეს რომ თავი დავანებოთ, ამხელა ცოდვას კისრით ვერ ვატარებდი. ცხოვრებაში ალბათ  იღბლიანი ვარ, რადგან ბევრი უიღბლობა შემხვდა, მაგრამ გადავლახე. ვფიქრობ, რაც კი ცუდი რამ დამმართნია, ყველაფერი ჩემი ბრალია და ეს ერთგვარი სასჯელი იყო ჩემთვის.
– ის, რომ აზარტული თამაშების მოყვარული იყავი და ამის გამო საკმაოდ რთულ სიტუაციაშიც აღმოჩნდი, მართალია?
– არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ გეტყვით, რომ ნამდვილად ვიყავი აზარტული თამაშების მოყვარული და ამის გამო, საკმაოდ ბევრი პრობლემაც შევუქმენი საკუთარ თავს. კაზინოში ბევრი წავაგე არა მარტო ფული – ურთიერთობებიც. ბევრი წამიგია, ვნანობ, რომ ამით ვიყავი დაავადებული. მთელი ჩემი ხელფასი კაზინოში მიდიოდა და ამას ძალიან ვნანობ. ფსიქოლოგები, ეკლესია...  ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამით არავინ დამიზარალებია, მხოლოდ – საკუთრი თავი. ის ფული რომ არ წამეგო, შეიძლება, 5 ბინა და 6 მანქანა ვერ შემეძინა, მაგრამ უკეთესად ვიცხოვრებდი მეც და ჩემი ოჯახიც. თან, ამ დანაშაულის გამო, პასუხიც მომეთხოვა ღმერთისგან, ჩემი ძმიშვილის ჯანმრთელობის სახით. ამას საშინელი სინანული და განსაცდელი მოყვა. როცა ძალიან დამჭირდა ფული ჩემი ძმისშვილის სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენად, მივხვდი, ეს ერთგვარი ჩემი დასჯა იყო. ამდენი ფული რომ არ მქონოდა გადაყრილი თამაშში, ხომ შევძლებდი სხვების თხოვნისა და დახმარების გარეშე, ჩემი ფინანსებით მემკურნალა ბავშვისთვის? ბევრი დამიდგა გვერდით და მინდა, მათ დიდი მადლობა ვუთხრა. ასე რომ, ჯოჯოხეთიც და სამოთხეც  ამ ქვეყანაშია და მე ორივე ნანახი მაქვს.

скачать dle 11.3