კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ერევა მეუღლეების სათვალავი ირაკლი ნოზაძეს და როგორ მუშაობდა ის მენაგვედ #16

ირაკლი ნოზაძეს, იგივე პიკასოს, ცხოვრებაში ბევრი სირთულისა და დაბრკოლების გადალახვა მოუწია, თუმცა ახლა ბევრ რამეს სხვაგვარად უყურებს. რაც მთავარია, პიკასო დღეს ორი შვილის მამაა. მისი პატარა გოგონა, ულამაზესი ნიაკო კი, ინტერნეტ-სივრცეში განსაკუთრებით პოპულარულია. ამ კუთხით მან მამიკოს უკვე აჯობა.
ირაკლი ნოზაძე (პიკასო): ბიჭები ძალიან ადრე ვიყავით ესპანეთში – ეს იყო ჩვენი პირველი გასვლა და ისეთი მაგარი დრო ვატარეთ, იმის მერე ოცნებად მქონდა, ერთად სადმე წავსულიყავით. აგვიხდა ოცნება: ცოტა ხნის წინ გერმანიაში გვქონდა კონცერტი, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენც პატარა ბავშვებივით გვიხაროდა. დიდი მადლობა ორგანიზატორს – სოფოს და მინდა, მოვიკითხო ჩემი ბესო კალსრუეში. წყალივით ჩაიარა კონცერტმა, ყველანი კმაყოფილები იყვნენ. 28 მაისს უკვე თურქეთში გვაქვს გემზე კონცერტი, რომელიც ბოსფორის სრუტეს მოივლის. ასევე, არის მოლაპარაკება, რომ ჩვენი კონცერტები ჩატარდეს შტუტგარდში, მიუნხენში, საფრანგეთში და შემდეგ უკვე რიგშია საბერძნეთი.  ვნახოთ, როგორ წავა ყველაფერი. ბოლო დროს ისე მოიქოქა „ქუჩის ბიჭები“, რომ იძულებული გამხადეს, ლუდზე უარი მეთქვა და ღიპი დამეგდო. „ილო ბეროშვილის შოუში“ „რეზო და ბავშვებთან“ ერთად ხომ გვქონდა პროექტი. პირველ-ორ გადაცემაში რომ შევხედე ჩემს თავს – ეს სუსტი ტიპი, მამაპაპური ღიპით მიტკაცუნებული, არ მომეწონა. აქედან გამომდინარე, ჩემს სუსტ წერტილზე, ლუდზე უარი ვთქვი.
– ახლა ცხოვრების პიროვნული განვითარების რა ეტაპზე ხარ?
– 35 წლის შემდეგ მამაკაცს მეორე სუნთქვა ეხსნება. ეს უკვე აღარ არის ბავშვობა, სრული სერიოზულობით ეკიდები შენს ყველა ნაბიჯს. მადლობა მინდა, გადავუხადო უფალს, რომ მომეცა შანსი: საკუთარი თავი კიდევ გამომეცადა. ვფიქრობ, წარმატებით ჩავაბარებთ ამ გამოცდას ბიჭები. შემიძლია, დავიკვეხნო, რომ სიურპრიზები ცხოვრებაში არასდროს მაკლია. არ მინდა, მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ  რაღაც საკითხებს არასერიოზულად ვეკიდები. მით უმეტეს, როცა საქმე ოჯახს, ურთიერთობას, შვილებს ეხება. პირიქით, ძალიან სერიოზულად ვეკიდები და შეიძლება, ეს ხდება სხვადასხვა მიზეზის გამომწვევი. ძალიან მიყვარს თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ არ მზღუდავდნენ, ასე თუ ისე, მაინც ვიზღუდებოდი.
– ახლა მოგწონს ის თავისუფლება, რომელიც გაქვს?
– ახლა მომწონს კი არა, ჩემს ყოფილ მეუღლეს მადლობას ვეუბნები, რადგან საკუთარი თავის რეალიზებას ვახდენ, თუნდაც, მუსიკაში. მასაც რომ ჰკითხო, ვფიქრობ, კმაყოფილია, რადგან გაცილებით პროდუქტიული ვარ, ვიდრე 4 კედელში გამოკეტილი. შეგნებულად, მიზანმიმართულად, ერთმანეთს არაფერს ვუშლიდით, მაგრამ ფაქტია, ვითრგუნებოდით – ისე არ გამოდიოდა საქმე, როგორც გვინდოდა. თან, ხომ იცი, მატერიალური ამბავი ძალიან ურტყამს ურთიერთობას. ახლა ფანტასტიკურად ვარ მეც და თვითონაც. არანაირი დაბრკოლება აღარ გვაქვს არც ერთმანეთთან და არც გარშემო – წუთისოფელთან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი პატარა, გადარეული შვილი კარგად გაიზარდოს და აჯობოს ყველას და ყველაფერს.
– თქვენი ახალი ფოტოებიდან გამომდინარე, ვერც იფიქრებ, რომ ერთმანეთს დაშორდით.
– სიტყვას დაშორება ხალხი იგებს: დაშორდით, ესე იგი, ერთმანეთს ყელი გამოსჭერით. დავშორდით, გასაგებია – ჩვენი პირადი რაღაც-რაღაც ურთიერთობები შევწყვიტეთ, თორემ ერთმანეთს ვერასდროს დავშორდებით. ყველაფერს ვაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, პატარა ნიაკოსთვის.
– რომელიც ძალიან პოპულარული ბავშვია.
–  მაჯობა. 25 წელია, სცენაზე ვდგავარ, თან ცოტა ისეთი გარეგნობა მაქვს, ხალხს ვამახსოვრდებოდი, ცნობადობის პრობლემა არასდროს მქონია, მაგრამ ბავშვმა ეგრევე გვაჯობა. მისი უძირო თვალები, არ იცი, რას მიშვება. მინდა მკითხველს ბოდიში მოვუხადო და არ მინდა ჩემი შვილის შესახებ თავს რაღაცეები მოვახვიო. საკუთარი შვილის გამღმერთებელი მშობლები არ მიყვარს, რადგან ყველა ბავშვი ძალიან საყვარელია, ყველას თავისი ანგელოზი ჰყავს. მაგრამ, რა ვქნა, მაგიჟებს ეს ბავშვი – ყურებამდე ვარ შეყვარებული. ჩემი დედოფალია, ღმერთის საჩუქარი, ყოველდღე მაბედნიერებს. მთებს გადავდგამ, რომ ყველაფერი ჰქონდეს ჩემი მხრიდან, თორემ თავისი განსაცდელები თვითონვე უნდა გადაიტანოს. თუ არ იქნება ხაზგადასმა, ბარიკადების აშენება, ერთმანეთისთვის იარაღის სროლა, ბავშვიც ჩვეულებრივ გადაიტანს, ისევე, როგორც ჩემმა შვილმა გადაიტანა – ლუკა მყავს მხედველობაში. მამა უყვარს გიჟივით, ჩემს ყოფილ მეორე მეუღლესთანაც ცივილიზებული ურთიერთობა მაქვს. ვაიმე, ისე, ეს სათვალავი მღუპავს, ბეჭებზე მაგდებს.
– სამივე ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა გაქვს?
– სამივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. სამივე ძალიან კარგი ადამიანია და ქედმოხრის ღირსია, ჯერ მხოლოდ ჩემი გაძლებისთვის. თან, ერთი რამ უდავოა  – გემოვნება კარგი მაქვს.
– ახალი ურთიერთობის დროს ძველ შეცდომებს არ ითვალისწინებდი?
– როგორ არ ვითვალისწინებდი. არ მინდა, მკითხველმა იფიქროს: მომღერალია, მაგას აქეთ-იქიდან ასევია გოგონები. ეს არაფერ შუაშია. ვერავინ მეტყვის, რომ ცოლის ან შეუღლების პერიოდში, მე გვერდზე გამეხედოს. ასეთი რამ, არ არსებობს. მარცხნივ გატაცებაც არ მქონია არავის მიმართ, გარდა მეუღლისა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს ვითვალისწინებდი: ზოგჯერ ძალიან რბილი ვიყავი ურთიერთობაში. თუ ცოტა „მამალი” მანდილოსანია, ამ სირბილეს ვერ იტანს. იქ მუშტებიც უნდა დაარტყა. ჩემთვის ოჯახისადმი მთავარი შეხედულება ის არის, ჟარგონი უნდა ვიხმარო: ოჯახში „პასტანოვკა“, დადგმები არ უნდა მჭირდებოდეს. მე რაც ვარ – ვარ. ახლა საჭიროა, ვიეჭვიანო, ახლა – ეს უნდა გავაკეთო, სცენარით განვითარებული არაფერი მინდა. მე ვარ მე და ასეთი ცხოვრება მინდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი რაღაცეები – პატარა დადგმები ოჯახის გასამყარებლად  საჭიროა. მე ეს არ შემიძლია. შეიძლება, ვიღაცამ თქვას: კარგი ტიპია, არ თამაშობსო, მაგრამ ეს აუცილებელია. ესე იგი, უნდა ვაღიარო, რომ კარგი ტიპი კი არ ვარ მაგ ამბავში, ცოტა მოვიკოჭლებ, რადგან ეს ყველაფერი ვერ გავაკონტროლე.
– როგორი ურთიერთობა აქვს ლუკას ნიაკოსთან, როგორ მიიღო მან ეს ყველაფერი?
– ძალიან კარგი. ლუკა უკვე დიდი ბიჭია, 9 წლის ხდება. არ ყოფილა რთული მისთვის ჩემი დაოჯახების ამბავი, რადგან მანამდე დედამისი გათხოვდა.
– ზოგჯერ მამაკაცებს უჭირთ ყოფილი მეუღლის გათხოვებასთან შეგუება.
– ერთადერთი, რაც სანერვიულო მქონდა, იყო: ეს ადამიანი როგორ გაუფრთხილდებოდა ელენეს და ჩემს შვილს, რა ურთიერთობა ექნებოდათ ერთმანეთთან. როგორც კი დავინახე, რომ ლუკა და მისი მამობილი ძმაკაცობენ, იმ დღიდან დავმშვიდდი.
– ნიაკომ თავდაყირა დააყენა შენი ცხოვრება.
– ყოველი ღამე მასზე ფიქრით მეძინება და მეღვიძება. ანალოგიური გრძნობა მქონდა ლუკას მიმართ და უფრო ძლიერიც, ალბათ. მაშინ დედამისი ამერიკის დროით მუშაობდა. ღამე დაღლილი მოდიოდა, ძიძა არ გვყავდა და არც საშუალება იყო – ფინანსურად გვიჭირდა. მე ვუვლიდი ლუკას და 4 წლამდე გავზარდე – თავისი საჭმლით, პამპერსებით. გოგონაზე ხომ ამბობენ, მამასიაო, ალბათ, ასეც არის. თან, ისეთ ასაკში მომევლინა ეს ღვთის საჩუქარი, რომელმაც ყურებამდე შემაყვარა თავი.
– ძნელად ასატანი ვარო, რას გულისხმობდი?
– რამდენადაც გარეთ, ურთიერთობაში ლაღი და ხალისიანი ვარ, სახლში დამიჭერია თავი, რომ მუდო ვარ. ჩუმად ვზივარ. თუ რაღაცას ვაკეთებ და დამელაპარაკები, ჩათვალე, რომ ვერაფერს გამაგებინებ. იქ ვარ, საქმეში ჩართული და რომ გამაგებინო, უნდა მიყვირო. ანგელოზი  არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ვარ.
– იფიქრებ მეოთხედ დაოჯახებაზე?
– არა, დამთავრდა ყველაფერი. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყოველგვარი ვალდებულების გარეშე უნდა მქონდეს ურთიერთობა. როგორც კი კანონი დაიწერა და ჩავსვით ურთიერთობა ჩარჩოებში, ზუსტად ის კანონები დაირღვა. ამიტომ ასე ჯობია: ყოველგვარი წყენის, ზედმეტი კონტროლის, ყურადღებისა და მოთხოვნის გარეშე. როცა რაღაც ურთიერთობას სახელს დავარქმევთ, იმას ვალდებულებაც მოჰყვება. მე  ვალდებულებების შესრულებას არ გავურბივარ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არ არის ისეთი დავარცხნილი, როგორიც მაგალითად, გერმანიაა. ჩვენ ყოველდღე გვიწევს რაღაც ყოფითი პრობლემებისთვის ბრძოლა. ესეც გავაკეთო, თან ყურადღება  მოგაქციო, თან ვალდებულებები შევასრულო, ძალიან რთულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
– საუბრის დასაწყისში თქვი, რომ ცხოვრება მუდმივად მთავაზობს სიურპრიზებსო.
– სირთულეები თითქმის ყველა მხრიდან და ყველა სიტუაციაში მქონდა. მადლობა ღმერთს, რომ მომცა იმის ძალა, შნო, უნარი, ეს ყველაფერი გადამეტანა, გადამელახა. დევიზად სულ მქონდა, რომ ყოველ შავ ზოლს თეთრი მოჰყვება, როგორც აღმართს  დაღმართი – ამან მიშველა და რწმენამ გადამარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ „ვაიმე, დედა” – მორწმუნე არ ვარ, რაც შეიძლება, ცუდიც არის. იმის რწმენა კი ყოველთვის მაქვს, რომ ღმერთს არასდროს დავუტოვებივარ. ყველანაირი სირთულე მაქვს გადატანილი: მშობლის დაკარგვით დაწყებული კანონთან პრობლემებით დამთავრებული. ერთი პერიოდი ისე დაემთხვა მთელი რიგი პრობლემები, რომ ბოლოს ნასამართლევი აღმოვჩნდი.
– რა დანაშაულისთვის?
– სერიოზული არაფერი, მაგრამ სასამართლო ჩამიტარდა, პირობითი სასჯელი მომცეს. საჭესთან დაჯდომა ამიკრძალა მოსამართლემ. არ ვჯდებოდი, მაგრამ  ერთ დღეს დავჯექი და სწორედ მაშინ გამაჩერეს. თითქმის უკვე გასული სასჯელი, თავიდან გამიცოცხლდა და შემექმნა პრობლემები. რომც არავის გაეგო ეს ყველაფერი, შენ ხომ იცი. საკუთარ თავს სარკეში უყურებ: ნასამართლევი ხარ, პიკასო და თითქოს ცხოვრება გაქვს გადაწურული, არაფრის შანსი აღარ გაქვს. ეს ძალიან დამთრგუნველია, ცუდია.
– მატერიალური პრობლემებიც ხშირად გქონია?
– ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. იყო პერიოდი, როცა დისტრიბუციაში ვმუშაობდი. ჩემი ბარი მქონდა – ბარმენად ვმუშაობდი. ბევრი რამ გამოვიარე. არასდროს მეზარება მუშაობა. ამერიკაში რომ ვიყავი, კოლეჯში ვმუშაობდი, 4 ადამიანი მებარა და 2 საათში ერთხელ, 4-სართულიანი შენობა უნდა დამევლო, შემემოწმებინა: ნაგავი თუ იყო გადატანილი. ჩვეულებრივი მენაგვე ვიყავი და ამის არც მრცხვენია. ეს იყო ჩემი ცხოვრების ეტაპი, კონკრეტული ამოცანა, რომელიც უნდა შემესრულებინა. დღეს მე, შეიძლება აქამდე იმიტომ მოვედი, რომ მაშინ მენაგვე ვიყავი. ამიტომ თითი არ უნდა გავიშვიროთ ერთმანეთის მიმართ, პირიქით, ქართველები ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ.
– 90-იან წლებში ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა ნარკოტიკებისა და ბევრი ცუდი რაღაცის გამო...
– ეს ხომ ცხოვრების ეტაპი იყო, ცხოვრებისგან ბოძებული გამოცდა, რომელიც უნდა ჩააბარო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გადაიწურო, იმდენი გაიკეთო, რომ თავი მოიკლა. არა, ნიშნავს, რომ ეს კონკრეტული ამოცანა უნდა ამოხსნა. მე არ ვყოფილვარ ის კატეგორია, რომელსაც გადაუწყვიტავს: ეს ადამიანი ლოთია, მორჩა, დამთავრდა მისთვის ყველაფერი. მეც მქონია პერიოდი – ყოველდღე სასმელი, ქეიფი და ბოლოს სასწრაფოებით რომ მთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ჩემი გზა არ იყო – უნდა გამევლო, უნდა დამელია, რადგან სხვა რაღაცის აღმოჩენაში დამეხმარა, თუნდაც საკუთარი თავის. როგორც მარიხუანა, ასევე მძიმე რაღაცეებიც ყოფილა, მაგრამ არასდროს დავუშვებდი, ამ ყველაფერს ზიანი მიეყენებინა ჩემი ცხოვრებისთვის, ჩემი ჯგუფისთვის, ჩემი შვილებისთვის. მე ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, რომ არაფერია გამორიცხული. მაგრამ ერთი რამ ვიცი: საკუთარ თავს აუცილებლად შევუნახავ ჩემს შვილებს. ბევრი რამ ჯერ არ გამიკეთებია, უამრავი გეგმა მაქვს, სოფელი მაქვს ასაშენებელი.

скачать dle 11.3