კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი – გზა წარმატებული მომავლისკენ #16

თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი თავისი არსებობის ოცდამეოთხე წელს და მოსწავლეთა უამრავ წარმატებას ითვლის. დემირელის კოლეჯის მისიაა, აღზარდოს წიგნიერი, თავისუფალი, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მქონე, მოტივირებული და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარიანი ახალგაზრდები. დემირელის კოლეჯის მოსწავლეების წარმატებებზე, სკოლაში არსებული სწავლების დონესა და არაერთ საინტერესო საკითხზე, სკოლის დირექტორი – ქალბატონი ნინო კავთიაშვილი გვესაუბრა.
ნინო კავთიაშვილი: პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავართ და დემირელის კოლეჯში უკვე მეათე წელია, ვმუშაობ. გარდა ქართველი მოსწავლეებისა, ჩვენს სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები, რითაც განსაკუთრებით ვამაყობთ. ვცდილობთ, შევქმნათ მულტიკულტურული გარემო, სადაც სხვადასხვა რელიგიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ახალგაზრდები შეძლებენ, უკეთ გაიცნონ და პატივი სცენ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს; ამ გარემოში ჩამოყალიბდნენ ტოლერანტ, ჯანსაღად მოაზროვნე, თავისუფალ მოქალაქეებად. დღეს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა, თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება სწორედ ამისკენ მიილტვის და გვეამაყება, რომ დემირელის კოლეჯმა დიდი ხანია ამას მიაღწია. ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, იმ ახალი და საინტერესო გამოწვევების მისაღებად, რომელსაც თანამედროვე განათლების სისტემა გვთავაზობს.  ჩვენი სკოლა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, თითოეულ საკლასო ოთახში გვაქვს პერსონალური კომპიუტერი, პროექტორი და „ჭკვიანი” დაფა, რაც მასწავლებლებს ინტერაქტიული გაკვეთილების ჩატარებაში ეხმარება. სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, კოლეჯში მოქმედებს არაერთი საგნობრივი წრე, კლუბი თუ სპორტული სექცია. განსაკუთრებით აღვნიშნავდი სამოქალაქო განათლების,  საქველმოქმედო, წყალზე ხატვისა (ებრუ) და ცეკვის კლუბებს. აქ მოსწავლეები თავად გეგმავენ და ახორციელებენ საინტერესო პროექტებს, ჩვენ კი ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით მათ. ამ ეტაპზე ჩვენი ბევრი მოსწავლე ჩართულია მოდელირებული ახალგაზრდული ევროპული პარლამენტის მუშაობაში, მათ შორისაა, სალომე ბაჯელიძე, რომელიც საქართველოს სახელით მალე ჩეხეთში გაემგზავრება, სადაც დელეგატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ევროპული ახალგაზრდული პარლამენტის სესიებში. ჩვენი ცეკვის კლუბი კი, ყოველწლიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე. მაგალითად, შარშან ბრაზილიაში ჩატარებულ ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 150 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენმა მოსწავლეებმა მე-4 საპრიზო ადგილი დაიკავეს და ქართული ცეკვებით კიდევ ერთხელ მოხიბლეს მსოფლიო. რაც შეეხება ჩვენს კურსდამთავრებულებს, მათი უმავლესობა დიდი წარმატებით აგრძელებს სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში როგორც საქართველოში, ისე – უცხოეთში. მაგალითად: შარშან ჩვენმა ექვსმა მოსწავლემ უცხოეთში საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, თითქმის სრული დაფინანსებით,  გააგრძელა სწავლა. გამოვარჩევდი  ელენე ოქროშიაშვილს, რომლის სასწავლო გრანტმა აშშ-ის „სენტ ჯონსის” უნივერსიტეტში 337 000 დოლარი შეადგინა, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. წელს უკვე გვყავს სამი მე-12 კლასელი, რომლებიც  აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სოლიდური დაფინანსებით  ირიცხებიან. ერთ-ერთი მათგანია ლუკა დემეტრაშვილი, რომლის ფინანსურმა გრანტმა 160 000 აშშ დოლარი შეადგენა.
– რა მიმართულებით მიმდინარეობს გაძლიერებული სწავლება?
– ჩვენ გვაქვს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. დემირელის კოლეჯი გახლავთ კემბრიჯის  ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრი საქართველოში, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ სხვადასხვა სახის კემბრიჯის გამოცდების სპეციალური მოსამზადებელი კურსები  როგორც ჩვენს მოსწავლეებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს. ჩვენთან მოსწავლეები  წარმატებით აბარებენ შესაბამის გამოცდებს და იღებენ მსოფლიოში აღიარებულ კემბრიჯის სერტიფიკატებს. გარდა ამისა, ჩვენს სკოლაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. ამ მიმართულებით გვაქვს დამატებითი მეცადინეობები, ფუნქციონირებს უფასო საოლიმპიადე ჯგუფები, სადაც მოსწავლეები სიღრმისეულ განათლებას იღებენ. 
– დემირელის კოლეჯის მოსწავლეები გამოირჩევიან თავიანთი მიღწევებით სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში. რომელ მათგანს გამოარჩევდით?
– დემირელის კოლეჯის მოსწავლეები უკვე მრავალი წელია, წარმატებით ასპარეზობენ როგორც  ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონკურსებში. ყველას დასახელება უბრალოდ გამიჭირდება, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი ნიჭიერი გამომგონებლები, რომლებმაც თავიანთი პროექტებით  სახალხო აღიარება მოიპოვეს.  ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეული გამომგონებელი გახლავთ კარლო ხუციშვილი, რომელიც მეთორმეტე კლასელია.  ის წლის საუკეთესო ინოვატორად დასახელდა და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. კარლოს რამდენიმე გამოგონება აქვს, მათ შორის, ყველაზე პოპულარული გახლავთ ეტლი შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, რომლითაც ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენმა მოსწავლეებმა დავით რიჟინაშვილმა და ლევან გოჯიაშვილმა გამოიგონეს სპეციალური მოწყობილობა მოხუცებულთათვის – „ჭკვიანი საათი”. გამოგონებას მილენიუმის ინოვაციების კონკურსის საპრიზო ადგილი ერგო. უახლოეს მომავალში ვაპირებთ სამეცნიერო ფესტივალის ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეები თავიანთ საინტერესო პროექტებსა და გამოგონებებს კიდევ ერთხელ წარუდგენენ საზოგადოებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი მოსწავლეების საერთაშორისო წარმატებები ქიმიასა და ინფორმატიკაში. უკვე წლებია, ისინი სტაბილურად ინარჩუნებენ ეროვნული ნაკრების წევრობის სტატუსს ორივე დარგში. ჩვენი სკოლის ნაკრები გუნდი საქართველოს სახელით ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ყაზახეთში გამართულ ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადაში (ინფორმატიკა, მათემატიკა, ფიზიკა), საიდანაც ყოველთვის მედლებითა და საპრიზო ადგილებით ბრუნდება. უნდა აღინიშნოს, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა (I0I-2016), სადაც  საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით ვიასპარეზეთ და სამი მედალი ჩამოვიტანეთ. წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები ქიმიაში, რომლის 4 წევრიდან 3 დემირელის კოლეჯის მოსწავლეა,  ასტანაში, მენდელეევის სახელობის ქიმიის 51– ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიემგზავრება. იმედი მაქვს, ჩვენი მოსწავლეები კვლავაც ასახელებენ საქართველოს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ისევ ვინარჩუნებთ  საპრიზო (I-III) ადგილებს  ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში ინფორმატიკაში, ქიმიასა და ინგლისურ ენაში.  ასევე, წელს ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მართლწერის ნაციონალურ კონკურსში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, ჩვენი მოსწავლე – თინათინ მემარნიშვილი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. არსებობს ასეთი საერთაშორისო კონკურსი, სახელწოდებით „გენიოსი”, სადაც მოსწავლეებმა გარემოსთან დაკავშირებული საკითხები მეცნიერების, ხელოვნების, წერის, ინჟინერიის მეშვეობით უნდა წარმოაჩინონ. კონკურსში წელს 65 ქვეყანა მონაწილეობდა და 2 000-მდე პროექტი იყო გაგზავნილი. ასეთი კონკურენციის პირობებში ჩვენი სკოლის შვიდმა მოსწავლემ მოახერხა ფინალურ ტურში გადასვლა, რომელიც ნიუ-იორკის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ბავშვების მოტივაციის ამაღლებას. როგორც წესი, სკოლა აფინანსებს  მოსწავლეების საერთაშორისო კონკურსებზე გამგზავრებას, ასევე ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად,  მათ კოლეჯში სწავლებაც დავუფინანსოთ. ხშირად გამიგია, რომ დემირელის კოლეჯი არის ადგილი, სადაც გენიოსები იზრდებიან. მე კი ვიტყოდი – ეს არის გზა წარმატებული მომავლისკენ!
მისამართი: თბილისი,
შუამთის ქ, ¹ 21.
საკონტაქტო ტელ: 2 76 26 62.
ვებ-გვერდი: www. pdc.ge
facebook:  private demirel college

скачать dle 11.3