კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საკონდიტრო „ნარცისი” – მრავალწლიანი გამოცდილებით, ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხისა და განსაკუთრებული გემოს მქონე ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ქართულ ბაზარზე #16

ტკბილეულის მწარმოებელი საკონდიტრო „ნარცისი” წლების წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მალევე დაიმსახურა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული. დღეს „ნარცისი” თავის მომხმარებელს უგემრიელესი ტკბილეულის ფართო არჩევანს სთავაზობს. ჰიგიენის ნორმების განსაკუთრებით დაცვისთვის, თავის დროზე მინიჭებული აქვს ადგილობრივი „ხარისხის ნიშანი”. კომპანია მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესს და მათი მოთხოვნის შესაბამისად აწარმოებს მრავალფეროვან პროდუქციას. კონკრეტულად რა სახის პროდუქციას სთავაზობს „ნარცისი” მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, ამის შესახებ საკონდიტრო „ნარცისის” დირექტორი, ბატონი დავით დარასელია გვესაუბრა.
დავით დარასელია: ათ წელზე მეტია, რაც ეს წარმოება არსებობს. წლების წინ  პატარა საამქროში დავიწყეთ მუშაობა და  მალე, იმდენად გაიზარდა ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა, რომ გადავწყვიტეთ, უფრო დიდი ფართი გვექირავებინა. შემდეგ, ისიც რომ არ აღმოჩნდა საკმარისი, შევიძინეთ კიდევ უფრო დიდი წარმოება. ძირითადად, იტალიური წარმოების დანადგარები გვაქვს. 80-ზე მეტი დასახელების პროდუქციას ვუშვებთ, როგორც ჯემიანს, ასევე შაქრიანს, შოკოლადის ნაწარმს, პასკებს, მარმელადებს, ჩიტის რძეს, ზეფირს და ასე შემდეგ. მათი დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. გვყავს რეგიონალური დილერები და თბილისის მასშტაბით – რვა პრისეილერი. ამ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ დაკავებული პოზიციის მყარად შენარჩუნებას. არსებობს ბევრი წვრილ-წვრილი საწარმო, სადაც არასათანადო პირობებში ამზადებენ ნაწარმს და  შედარებით დაბალ ფასად გააქვთ სარეალიზაციოდ. თუმცა, ვისაც ჩვენი პროდუქცია ერთხელ მაინც გაუსინჯავს, ის ადვილად განასხვავებს ხარისხს... მოსახლეობას ვაწვდით, გემრიელ, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ტკბილეულს.
– თქვენი პროდუქცია ცნობილია, როგორც ამ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის. როგორ მოიპოვეთ მომხმარებლის ასეთი ნდობა?
– ჩვენ ვაკმაყოფილებთ ევროსტანდარტებს და გვაქვს შესაბამისი ISO სერტიფიკატი. დანადგარების მიერ ხდება ორცხობილებისა და ნამცხვრების ფორმირება, შემდეგ შედის საცხობ ღუმელში და შესაბამისად, მცხობელს მასთან შეხება ნაკლებად უწევს. ჩვენი პროდუქცია მზადდება რეცეპტურის ზუსტი დაცვით და ინგრედიენტების დაკლება ან მომატება, გამორიცხულია. წარმოებაში გვყავს წუნმდებლებიც, რომლებიც არასათანადო ხარისხის შემთხვევაში, პროდუქციას  რეალიზაციაში არ გაუშვებენ. გვყავს ადგილობრივი მომწოდებლები, რომლებიც ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით გვამარაგებენ.
– რამდენი ადამიანია დასაქმებული წარმოებაში და როგორ დაახასიათებდით თქვენს პერსონალს?
– ჩვენთან დაახლოებით ასი ადამიანია დასაქმებული. ვართ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი. ჩვენი პერსონალი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით. ისინი წლების განმავლობაში მუშაობენ ჩვენს საწარმოში და მათი ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან მაღალია. „ნარცისის” თანამშრომლები  მუდმივად ზრუნავენ ხარიასხიანი პროდუქციის წარმოებაზე.
– ბავშვებისთვის თუ გაქვთ სპეციალური ხაზი?
– ჩვენი ნებისმიერი ნაწარმი, ეკოლოგიური სისუფთავიდან გამომდინარე აბსოლუტურად მისაღებია როგორც უფროსებისთვის, ასევე, ბავშვებისთვის. გარდა ამისა, სპეციალურად ბავშვებისთვის, ვაწარმოებთ სახალისო და საინტერესო ფორმის პროდუქციას. მაგალითად, ციფრების ფორმის ორცხობილებს. მათ შემადგენლობაშია გარკვეული ცვლილება, რის გამოც კიდევ უფრო მეტად მოსწონთ პატარებს.
– როგორია „ნარცისის” სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს, ახალი დანადგარების ჩამოტანა, რომელიც კიდევ უფრო მეტად ავტომატიზებულს გახდის სამუშაო პროცესს. წარმოების ხარისხის ხარჯზე კი შევძლებთ, რეალიზაციის გაზრდას. კომპანია „ნარცისი” მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ხშირად ვმონაწილეობთ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში და ვეხმარებით უპატრონო ბავშვებს, მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს... სააღდგომოდ გვექნება უგემრიელესი პასკების მრავალფეროვანი არჩევანი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად.
მისამართი: თბილისი,
დოდაშვილის ქ. ¹24.
საკონტაქტო ტელ: 274 50 70;
597 71 19 79; 577 50 30 41.

скачать dle 11.3