კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო აგლეჯს მეუღლეს ნერვებს მაგდა ვასაძე და როგორ ცდილობს ქმარი ურჩი ცოლის მოთოკვას #16

ნიჭიერი მომღერალი მაგდა ვასაძე ცოტა ხნის წინ „გუფი ლენდიდან” წამოვიდა და ამჟამად „X ფაქტორში” მონაწილეობს. მისმა ნამღერმა ჟიურის არცერთი წევრი გულგრილი არ დატოვა. მაგდამ 4 „კი” მიიღო და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
მაგდა ვასაძე: ბოლო პერიოდში „გუფი ლენდთან“ ერთად, ძირითადად, ვმუშაობდი კლუბებში, კორპორატიულ საღამოებზე. ძალიან ბევრი საქმე გვქონდა და არც ფიზიკურად გვეცალა იმისთვის, რომ ცალკე მე რამე გამეკეთებინა.
– აღარ ხარ „გუფი ლენდში”?
– აღარ ვარ, წამოვედი. არაფერი მომხდარა, პირიქით, ვზივართ და ერთად ვტირით ხოლმე. ისინიც განიცდიან, რომ წამოვედი და მეც განვიცდი. 4 წელი ძალიან ბევრი იყო ჩემთვის – ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი რამ მომცა ამ ბენდმა და ვფიქრობდი, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო – რეალურად, უფრო მეტი ბაზა მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე: არ გეწყინოთ, ბიჭებო, მე ასე ვაპირებ. ყველამ გაიგო და გუფი ამბობდა: ძალიან დაიღალა მაგდა და ეს არის მიზეზიო.
– გათხოვებაც ხომ არ იყო ერთ-ერთი მიზეზი? გინდოდა უფრო მეტი დრო გაგეტარებინა შენს მეუღლესთან, შვილთან...
– მეუღლეს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. უბრალოდ, მე დავიღალე. მე თუ მივდიოდი, ჩემი მეუღლეც მოდიოდა. ბავშვი რომ ჩამოვიყვანე, მას კიდევ უფრო მეტი ყურადღება სჭირდება. დიდი ბიჭი კი არის უკვე, ასე თუ ისე უვლის თავს – საჭმელს იმზადებს, ღამეც რჩებოდა მარტო. ამ მხრივ პრობლემა არ მქონია, მაგრამ თავად გადავწყვიტე ასე.
– დარჩი ჯუჯების გარეშე.
– ჩემი ჯუჯების გარეშე დავრჩი.
– სამაგიეროდ, პრინცი გყავს.
– კი, თან ორი: მეუღლე და შვილი. წაგებულში არ ვარ. ჩემი ჯუჯებიც ისევ მყავს. ახლა უკვე მათი მსმენელი ვარ. მივდივარ და ვუსმენ ხოლმე. როგორც იქნა, მოვიდა ის დრო, თქვენთან რომ უნდა დავდგე და გისმინოთ, გავერთო. შემცვლელიც ვიპოვეთ: მარიამ ჩაჩხიანი, ძალიან კარგი გოგოა.
– ეჭვიანობის მომენტი გაქვს?
– ვერ ვიტყვი რომ – არა. ეს ძალიან დიდი ტყუილი იქნება. ცოტათი მაქვს ეჭვიანობის მომენტი. რომ ვუყურებ, ზოგჯერ მეტირება, მაგრამ ვიცი, ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება.
– მას შემდეგ, რაც შეყვარებული ხარ, კიდევ უფრო მეტად სიყვარულსა და სიხარულს ასხივებ. ეს გრძნობა შენს გარეგნობაზეც აისახა.
– არ ვარ ისეთი, ვინც რაღაცას იმიტომ ცვლის, რომ უყვარს. ყოველთვის მიყვარდა საკუთარ თავზე ექსპერიმენტები. ჩემი შინაგანი მოთხოვნაა, რომ სტილი შევიცვალო. თმას ყოველთვის რაღაცას ვუკეთებდი. გადამწვარ-გადაბუგული მაქვს მთელი თავი. მე მინდა ასე და ეს მიმხიარულებს ცხოვრებას, უფრო ლაღი ვხდები. სიყვარულიც, რა თქმა უნდა, უწყობს ამ ყველაფერს ხელს და ძალიან კარგია. მე და გიორგი 4 წელია, ერთად ვართ. მაშინაც ვიცვლებოდი, ახლაც ვიცვლები, რა თქმა უნდა, მოქმედებს სიყვარულიც, მაგრამ ეს მაინც ჩემი ბუნებაა. ყოველთვის სიახლეს ვეძებ. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ძალიან ბევრსაც ვჩხუბობთ. ერთ რამეში დავრწმუნდით: მაქსიმალურად უნდა გავუგოთ ერთმანეთს, რადგან არ შეგვიძლია, ერთმანეთის გარეშე. შეიძლება, უჩხუბრადაც არ ჰქონოდა ურთიერთობას ფასი, რადგან მერე რაღაცეებს ვაანალიზებთ, ვხვდებით, შეცდომებზე ვსწავლობთ, ვვითარდებით და ეს გრძნობაც ვითარდება. იზრდება სიყვარულიც და დროთა განმავლობაში ხვდები, რომ მის გარეშე არ შეგიძლია.
– ძირითადად, რა არის თქვენი კამათის მიზეზი?
– უაზრო რაღაცეებზე ვკამათობთ, როგორც შეყვარებული წყვილი: ვითომ, გაგებუტე, ძირითადად, მე ვარ ბუნტისთავი – ნერვებს ვაგლეჯ ხოლმე. მერე მეუბნება: მოდი, დაწყნარდი, მაგდა. საერთოდ არ მეხმიანება, რომ ჩავწყნარდე და მერე მწერს: „რას შვრები, სიხარულო?“ განმუხტავს სიტუაციას და ბოლოს ვრიგდებით. ძალიან ფიცხი ვარ, თუმცა ხანდახან შემიძლია, ენას კბილი დავაჭირო და თავი შევიკავო, არაფერი ვთქვა. ისიც ფიცხია, ზოგჯერ ისე ავყოლილვართ ერთმანეთს... ეს უფრო თავიდან იყო, ახლა ასე თუ ისე, გავუგეთ ერთმანეთს, შევისწავლეთ: როგორ შეიძლება, რომ მე მომთოკოს, დამაოკოს და ასე შემდეგ. ანალოგიურად ვარ მეც, ზუსტად ვხვდები, როდის უნდა გავჩერდე.
– რამეზე აქვს გართულება?
– არაფერში მზღუდავს. უბრალოდ, სცენაზე რომ გავდივარ, მეუბნება: ჩაიცვი ისე, რომ ძალიან გიხდებოდეს. ქალზე მოსწონს გრძელი, შავი თმა. გავიზარდე, მაგრამ შავი თმა არ მომიხდა და ახლა მეჩხუბება: თმა არ შეიღებო, გქონდეს ისე, როგორც გაქვსო – მოსწონს ძალიან. გემოვნებასაც ვუცვლი. კატეგორიული არაფერში არ არის.
– გიორგის გამოფენებშიც ჩართული ხარ და გვერდში უდგახარ?
– კი, უბრალოდ, იმ დროს „გუფი ლენდთან” ერთად ვიყავი და იყო შემთხვევა, როცა გამოფენებზე მაგვიანდებოდა, ან ვერ მივდიოდი. მწყდებოდა გული, მინდოდა, მასთან ერთად ვყოფილიყავი და ბოლომდე მასთან ერთად მეკეთებინა რაღაცეები. ახლა დრო მაქვს, რომ ერთად ბევრი რამ გავაკეთოთ. გიორგისაც სწყინდა, თუმცა არ მაგრძნობინებდა, რომ გვერდით  არ ვყავდი, ვაკლდი. რამდენჯერმე პოეზიის საღამოც გააკეთა და ვერსად ვერ ვიმღერე. ახლა ერთად გავაკეთებთ ბევრ რაღაცას.
– ლექსებს გიწერს?
– მეუბნება: რაც იდება  „ფეისბუქზე,” ყველაფერი შენ გეძღვნება, მაგრამ ყველაფერზე რომ „დაგთაგო,” ცოტა სირცხვილიაო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. რომ ვკითხულობ, ვივსები. ელემენტი რომ დაცლილია და შეივსება, ასე ვარ ხოლმე. ხანდახან ვეუბნები: რატომ არ მითხარი დღეს, რომ გიყვარვარ-მეთქი. მაგდა, ყოველთვის გეუბნები, ჯერ ლექსებს შეხედეო. მე მაინც ვითხოვ, რომ უფრო მეტჯერ მითხრას, უფრო მეტი ყურადღება მომაქციოს. ამის გამო გვაქვს ძირითადად ჩხუბი. ყურადღებიანი არის, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება მინდა. ეს ქალური ეჭვიანობა უფროა. მინდა, უფრო დიდხანს ვიყოთ ერთად.
– რატომ გადაწყვიტე „X ფაქტორში” მონაწილეობა?
– ეს იყო იდეალური შანსი, რომ ხალხისთვის თავი შემეხსენებინა. უკმაყოფილი ვიყავი იმით, რასაც ვაკეთებდი, უფრო მეტი მინდოდა. მინდა, ხალხს გავახსენდე, თუმცა უკვე დაიწერა: ეს გოგო მერამდენე პროექტში უნდა იყოსო. ერთადერთი „ვოისში” ვიყავი და მერე გადაცემაში. აგრესიაც წამოვიდა: ეს გოგო კი ძალიან მაგარია, ამგრამ ახალ თაობას უნდა დაუთმონ ადგილიო. იყოს ჩემზე მაგარი და მაჯობოს, ძალიან გამიხარდება. მინდა, ბევრი კონკურენტი იყოს და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ.

скачать dle 11.3