კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფორმით გვსჯის სამყარო ჩადენილი საქციელის გამო #16

ნებისმიერი ადამიანი უშვებს ცხოვრებაში გარკვეულ შეცდომებს – ზოგჯერ გააზრებულად, ზოგჯერაც გაუაზრებლად. ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ, შეცდომებს, ხშირად ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე ვუშვებთ და მას სამყარო, ბუმერანგის პრინციპით, უკან გვიბრუნებს. ანუ, არ არის გამორიცხული, ჩვენ მიერ ჩადენილი ცუდი საქციელი, სამყაროდან ისევ უკან დაგვიბრუნდეს და ძვირად დაგვიჯდეს.
ვერძი – ყოველთვის უკან უბრუნდება უტაქტობა და უხეშობა, რომელსაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული დაუფიქრებლად ავლენს სხვების მიმართ. ამიტომ, ნუ გიკვირთ, თუ გარშემო მყოფებისგანაც იგივეს იღებთ, რასაც გასცემთ.
კურო – მიაჩნია, რომ საუკეთესო მეორე ნახევარი და სასიყვარულო პარტნიორია. ამიტომ, არაფერს აკეთებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, ხშირად სტკივა გული სიყვარულის გამო – ხდება   ღალატის მსხვერპლი და მიტოვებული.
ტყუპები – იშვიათად აფასებენ სხვების ზრუნვას, ამიტომ მათ უმეტესობას ცხოვრების მარტოობაში გატარება უწევს. ახლობლების მიმართ გამოჩენილ გულგრილობას, სამყარო ამ ნიშნით დაბადებულებს, ბუმერანგივით, უკან უბრუნებს.
კირჩხიბი – ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ მანიპულირება და შემოვლითი გზით სხვების მართვა, რაც ოჯახის წევრების მხრიდან უკან უმადურობის სახით უბრუნდებათ.
ლომი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, ხშირად ეგოიზმი სტანჯავთ. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ცდილობენ, კარიერა აიწყონ ნებისმიერი საიდუმლო ხრიკითა თუ კავშირებით. ამის გამო კი, არაკეთილსინდისიერი და მოღალატე მეგობრებით ისჯებიან.
ქალწული – მუდმივად ელანდება ცუდი. ჰგონია, რომ ღალატობენ და ირგვლივ მყოფები მასზე ნეგატიურად ლაპარაკობენ. ყოველთვის პესიმისტურადაა განწყობილი და რეალობაშიც, იმავეს იზიდავს.
სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, იშვიათად ცხოვრობს გეგმაზომიერად, ამიტომ მის ცხოვრებაში ხშირია ფინანსური პრობლემები.
მორიელი – ხშირად ისჯება იმის გამო, რომ მანიპულირებს იმ ადამიანების გრძნობებით, ვისაც ის ნამდვილად უყვარს ცხოვრების გზაზე. ამის გამო მას ხშირად მოღალატეები ხვდებიან  და შესაძლოა, ერთ დღესაც, მიტოვებული და მარტოსული აღმოჩნდეს.
მშვილდოსანი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ეგოცენტრიკი და მორალისტია. ხშირად აკრიტიკებს სხვას იმისთვის, რასაც თვითონ ხშირად სჩადის. ამიტომაც წვრილმანი პრობლემები და წინააღმდეგობები ცხოვრებაში ხშირად ხვდება.
თხის რქა – გადამეტებული სერიოზულობისა და სნობიზმის გამო, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, ხშირად ვარდება საჩოთირო და გამოუვალ სიტუაციაში. სამყარო მას სჯის ოჯახურ ცხოვრებაში – ისეთ მეორე ნახევარს უგზავნის, რომელთანაც გამუდმებით პრობლემები აქვს.
მერწყული – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს, უყვარს სხვების მართვა. თუმცა, ამას შეფარვითა და დიპლომატიურად ახერხებს. ამის გამო კი, ის ხშირად ისჯება მეგობრების მხრიდან ღალატით.
თევზები – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები, თვითონვე სჯიან საკუთარ თავს იმით, რომ ილუზიებში ცხოვრობენ. ხშირად ეშინიათ თვალი გაუსწორონ რეალურ ცხოვრებას. ამის გამო, მათ არასერიოზულად აღიქვამენ გარშემო მყოფები და სასიყვარულო ურთიერთობებშიც არ უმართლებთ. სამყარო მათ ასეთი ფორმით სჯის.

скачать dle 11.3