კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოერიოს ჭკვიანი ცოლი მექალთანე ქმრის ახირებებს #16

რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, ფაქტია, რომ ქალები გაცილებით მეტს თმობენ მამაკაცთან ურთიერთობაში. მათ გაცილებით მეტის მოთმენა უწევთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქმარი უყვართ. ჩნდება კითხვა – იქნებ, საერთოდ არ არის აუცილებელი სიყვარული. იქნებ ჯობია, გულგრილი იყო პარტნიორის მიმართ, რომ მერე გული არ გეტკინოს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ცოლებმა ტაქტიკაც კი შეიმუშავეს ორგული ქმრების წინააღმდეგ. „მუშაობს“ კი ეს ტაქტიკა ან შეიძლება, ქალმა ღალატისგან დამცველი იმუნიტეტი გამოიმუშავოს?!

 ირინა (39 წლის): ხუთი წელი ისე ვიცხოვრე, როგორც „ამერიკულ მთებზე“ – იცით, ხომ, ეს ატრაქციონი – სუნთქვა რომ გიჩერდება შიშისგან, მაგრამ მაინც გინდა, თავბრუდამხვევი ქროლა არასდროს დასრულდეს. უზომოდ ვიყავი შეყვარებული. დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც ძალიან ვუყვარდი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სიტყვებია და ყველა შეყვარებული ქალი ასე ლაპარაკობს. რეალურად, არაფრის გარანტია არ არსებობს და ვერც ვერაფერში იქნები დარწმუნებული – საკუთარ თავშიც კი. ყველაფერი მირაჟია, რომელიც ქრება. მთავარია, ისე არ გაგიტყდეს გული და გაგიცრუვდეს იმედი, ფეხზე წამოდგომა ვეღარ შეძლო.
– სხვა ქალებსაც უთქვამთ, რომ ქმარი არ უნდა გიყვარდეს.
– მე უკვე ვეთანხმები ასეთ ქალებს. სიყვარულს მოაქვს ტკივილიც და იმედგაცრუებაც. ისე გაგტეხავს წელში, ისე შეგშლის ჭკუიდან, საკუთარ „მეს“ დაგაკარგვინებს. მე ეს ყველაფერი გავიარე, საკუთარ თავზე გამოვცადე და არავის ვუსურვებ, იგივე გამოსცადოს.
– ყოველთვის ასეა?
– პრინციპში, კი. ჩემი აზრით. ბევრ ისეთ ცოლს ვიცნობ, რომელსაც ძალიან უყვარს ქმარი და სულაც არ არის ამისგან ბედნიერი. უცნაურია, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ორმხრივი სიყვარული არ არსებობს. დროებითია და ერთი მხარე ყოველთვის წვალობს მეორის ბედნიერების ხარჯზე. ჩემი ოჯახის შემთხვევაში, დაჩაგრული მე აღმოვჩნდი. ჩემს ქმარს სიყვარულმა ძალიან მალე გაუარა. რომანის დასაწყისში, ორი წლის განმავლობაში ბედნიერები ვიყავით. ქმარი გვერდიდან არ მცილდებოდა, სულ თავს დამტრიალებდა. რომ ვუყვარდი, ამას ყველაფერში ვგრძნობდი. ისიც ვიგრძენი, გრძნობა რომ გაცივდა. ბოლოს მე მიყვარდა, ის კი ამის ნებას მაძლევდა. ერთი შეხედვით, ეს არ არის ტრაგედია, მაგრამ თუ საკუთარ თავზე გამოცდი, ძალიან არ მოგეწონება. ზოგადად, ჩემი ქმარი ბუნებით თავგადასავლების მოყვარული აღმოჩნდა – ოღონდ კონკრეტული თავგადასავლების. უფრო რომ დავაკონკრეტო, ქალებთან გართობა-ინტრიგების მოყვარულია. მალევე „გამოჟონა“ ამან და დაიწყო კიდეც ჩემი მიწიერი ჯოჯოხეთი. საერთოდ არ გრძნობდა პასუხისმგებლობას ჩემ წინაშე. როცა უკმაყოფილება გამოვთქვი, გაუკვირდა, – აბა, სულ შენზე ხომ არ ვიქნებოდი გადარეულიო.
– ანუ, კაცის სიყვარული უფრო მალე გადის, ვიდრე ქალის?
– ეგ მაშინ, თუ ქალს უფრო მეტად უყვარს. ზოგადად, ის უფრო იჩაგრება, ვისაც მეტად უყვარს. ჩვენს შემთხვევაში, ეს მე აღმოვჩნდი. ჩემი ქმარი ყველა ქალის შებმას ცდილობს, ვისაც კი კაბა აცვია. წარმოუდგენელი ამბავია. მექალთანე კაცის ხუშტურებთან გამკლავებას სერიოზული გამძლეობა სჭირდება. მკითხავთ: რატომ არ ვეყრები? ამ კითხვაზე ბანალური პასუხი მაქვს – მიყვარს. გეღიმებათ, მაგრამ საქმე სატირლად მაქვს. ვცდილობ, იგნორირება გავუკეთო მის საქციელს, თანაც ყოველ ჯერზე მიმტკიცებს, რომ მისთვის მე ერთადერთი ვარ და უჩემოდ ცხოვრება არ შეუძლია. მითხარით, რა გავაკეთო.
– ანუ, გჯერათ მისი სიტყვების?
– როცა ჩემი ხელი უჭირავს და თვალებში მიყურებს, მჯერა. რა გავაკეთო? მერე მიდის და მე ისევ ნერვიულობას ვიწყებ. ლამის გული გავიხეთქო ფიქრითა და დარდით. მიმტკიცებს, ის ქალები აღარც მახსოვს. შენ ტყუილად ნერვიულობ, სხვა არ მჭირდებაო. გულუბრყვილო არ ვარ. თავის ქვიშაში ჩაყოფა არ მიყვარს, მაგრამ ფაქტს ვერსად წავუვალ – ზუსტად ამ „პოზაში“ ვარ უკვე კარგა ხანია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გადარჩენის ერთადერთი შანსია.
– ანუ, თავის მოტყუება გირჩევნიათ?
– არ მირჩევნია, მაგრამ რა ვქნა? მის მოსარჯულებლად ვაიძულებ თავს, რომ დავაიგნორო. ჩემს სიტუაციაში მხოლოდ ამას თუ ვიზამ. ვერ ვეყრები. მიყვარს. გულს ხომ არ გავიხეთქავ? თუმცა, ერთში დარწმუნებული ვარ – ის ქალები მართლაც გაელვებასავით არიან ჩემი ქმრის ცხოვრებაში. ამას ობიექტურობის გამო ვამბობ. თან, რა ხდება, იცით? როგორც კი დაინახავს, რომ ზღვარზე ვარ, ეგრევე, „ერთგულების ნიმუში“ ხდება. თითქოს ჩემთვის არასდროს ეღალატოს, ისე იქცევა. საოცრებებს სჩადის და მეც ბედნიერი ვარ. ალბათ, ფიქრობთ, რომ ძალიან სულელი ქალი ვარ, მაგრამ მე რომ  გამიგოთ, საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ ის, რაც გადავიტანე. ვერც ვერაფერი შევცვალე, გარდა იმისა, რომ ჩემი ქმარი უფრო გადაირია. არ მოეწონა ჩემი ჩხუბი და საყვედურები. გაღიზიანდა და ორი დღე თვალი ვეღარ მოვკარი. სანამ თავს გავინადგურებდი, გამოვფხიზლდი. ვიფიქრე, ასე თუ გავაგრძელებ, ნამდვილად მოვკვდები-მეთქი. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცი. რა ვქნა, აბა? დაიღლება და გაჩერდება. როცა ჩუმად ვარ და ის „აშავებს“, „დამნაშავის სინდრომი“ შეეყრება ხოლმე და განსაკუთრებულად მზრუნველი ხდება. ეს მომწონს ძალიან. კარგია. იქნებ, ერთ დღეს სხვა ქალები აღარ მოუნდეს. ვიცი, უთავმოყვარეო გგონივართ, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, თავის გადარჩენასა და ცხოვრების გაგრძელებას ვცდილობ.

скачать dle 11.3