კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მომდინარეობს ხშირად შვილების სნეულება მშობლების ცხოვრების წესიდან და რატომ არ შეიძლება, წარსულითა და მომავლის იმედით ცხოვრება #16

დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ერთმანეთის მიმართ აგრესიულადაა განწყობილი. ეს განსაკუთრებით სოციალურ ქსელში იგრძნობა, სადაც ერთმანეთს ხშირად აკრიტიკებენ, დასცინიან და ზოგჯერ სერიოზულ ჩხუბშიც კი გადადიან. გარდა ამისა, დღეს ჩვენ ირგვლივ უამრავი განსაცდელი ხდება, რაც ადამიანებს კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აგდებს. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ცისქვეშეთში ახალი არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ღმერთი ადამიანის სახით მოვიდა. იმის თქმა, რომ ადრე კარგი, უდარდელი ცხოვრება იყო – არ არის სწორი და, ვინც ამას მისტირის, მას, სამწუხაროდ, მომავალი არ აქვს. ყველაფერს თავისი ჟამი და დრო გააჩნია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არა წარსულითა და მომავლით, არამედ აწყმოთი. სახარება გვასწავლის: ნუ იფიქრებ ხვალინდელ დღეზე, დღევანდელზე იფიქრე, რადგან ამ დღეს საფიქრალი საკმაოდაა. თუ შენ წარსულით ცხოვრობ და ოცნებით მომავალში ხარ, რეალობა თვალსა და ხელს შუა გაგეპარება და დარჩები გაურკვეველი იმედებით, ცრუ გეგმებით. არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ: როგორც შენ გინდა, მოგექცეს სხვა, ისე უნდა მოექცე სხვას – ეს არის ბიბლიური ჭეშმარიტება და მთელი ქრისტიანობის მოკლე შინაარსი სწორედ ამაში დევს. ხომ გაგიხარდება, როდესაც მწუხარებაში იქნები და ადამიანები მოვლენ, გაიზიარებენ შენს დარდს, დაგეხმარებიან. ასე უნდა მოექცე შენც სხვას. მაცხოვარი ბრძანებს: ვინც ჩემი სახელით ერთ ჭიქა ღვინოს დაგალევინებს, მას ეს არ დაეკარგებაო. სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობამდე მივდივართ, ადამიანს წყალი რომ სთხოვო, შეიძლება, არც დაგალევინოს, რომელ დახმარებასა და ხელის გამოწვდენაზეა საუბარი. რადგან, საზოგადოებრივი პიროვნება ხარ და შენ გარშემო მხოლოდ შენი ცოლ-შვილი კი არა, არამედ, სხვა ადამიანებიც არიან – მეზობლები, თანამშრომლები, მეგობრები, ჯგუფელები. დღეს, შეიძლება, გიხარია, რომ პრობლემები არ გაქვს, მაგრამ, სხვა ადამიანის პრობლემებით უნდა იცხოვრო. თუ შენ იფიქრებ მათ პრობლემებზე, მომავალში, ისინი იფიქრებენ შენზე. რაც მთავარია, ღმერთი იფიქრებს შენზე.
– გვიყვარს ადამიანებს ერთმანეთისთვის ნუგეშის მიცემა, თუმცა ეს ხშირად მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი.
– ადამიანს ჭეშმარიტი ნუგეში უნდა მისცე და არა – ყალბი. როცა ადამიანს ტყუილში აცხოვრებ, ტყუილ იმედს აძლევ, რაც ხშირია ჩვენს საზოგადოებაში, ეს უარესია. ამით მას მძიმე მდგომარეობაში აგდებ. დაღონებულ, შეწუხებულ ადამიანებს ამაყი მზერით კი არ უნდა დავუწყოთ შეგონებები, არამედ, ღიმილით, სითბოთი უნდა მივცეთ რჩევა. ვუთხრათ, წაიკითხონ სახარება, რადგან, არ შეიძლება, ადამიანმა წაიკითხოს სახარება და მასში სიხარული არ შემოვიდეს. სიტყვა და არასწორი ქმედება კი, სულიერად კლავს მოყვასს. ყველა დაავადება ხომ ნერვიულობისგან, არასწორი კვებისგან, არასწორი ცხოვრებისგან, არასწორი აზროვნებისგან მოდის. ჩვენი ოჯახების უმეტესობას ხომ, თან ნერვული ფონი გასდევს: ქმარი ცოლს ეჩხუბება, მამა – შვილს, შვილები ხედავენ, როგორ ჩხუბობენ მათი მშობლები – უყურებენ, რა ხდება ტელევიზორში, როგორი გადაცემები, როგორი ფილმები გადის. ასეთ გარემოში გაზრდილ ბავშვებს როგორი ფსიქიკა ექნებათ?! ბავშვები პატარაობიდან ეჩვევიან აგრესიას. ეს მერე მათი განწყობის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს და შემდეგ უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება. დღეს, სამწუხაროდ, ადამიანების 80 პროცენტი ნევროზითაა დაავადებული. ნევროზი ეკლესიის ენით განიმარტება, როგორც სურვილებისა და რეალობის შეჯახება. შენ რომ სერიალების გმირების შემხედვარე, სხვა რეალობაში ცხოვრობ, მერე ნერვები გეშლება.
– დღეს, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგს უჭირს იმის დაჯერება, რომ მათი მდგომარეობა გამოსწორდება, ღმერთი მისცემთ ნუგეშს. ირგვლივ უამრავი სნეული, გაჭირვებული, პატიმარია.
– სამწუხაროდ, ასეა: დღეს ძალიან ბევრი სნეული და  პატიმარია; ბევრს საჭმლის ფული არ აქვს; სახლი, კარი, ოჯახი დაენგრათ – მეუღლე  უცხოეთშია. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ყველაზე მეტად ნუგეში. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქრისტე არის მხსნელი, მესია, მაცხოვარი. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, მაცხოვარი სჭირდებათ, რომ ნუგეში მიიღონ... და ვის სჭირდება ნუგეში? მათ, ვინც თავს დაცემულად გრძნობს, ვინც ფიქრობს, რომ სნეულებაშია მისი ბუნება. ღმერთმა ხომ მკვდრეთით აღადგინა ჩვენი ბუნება, მაგრამ არა ჩვენ, პირადად. ჩვენ დაგვიტოვა თავისუფალი ნება და გვითხრა: მე კი აღვადგინე ადამიანური ბუნება, მაგრამ შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება ამის შესახებ. ოცდამეერთე საუკუნეში ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, რადგან ირგვლივ ბევრი ცრუ იდეოლოგიაა. ბევრი პარტია აძლევს ადამიანს ცრუ დაპირებებს. შემდეგ ისინი მოდიან ეკლესიაში და ჩვენ ვეუბნებით: ნუ გაქვთ ადამიანების იმედი, ხვალ სხვა პარტია მოვა, სხვები მოგცემენ ნუგეშს და თქვენ ისევ გაწბილებულები, ნუგეშის გარეშე აღმოჩნდებით. მიიღე მხსნელად განკაცებული ქრისტე და შენც ცხონდები, შენი სახლეულიც. სამწუხაროდ, დღეს ეს დავიწყებული გვაქვს. ისევ და ისევ ველოდებით გარკვეულ მესიას – ცრუ მესიებს, რომლებიც ადამიანებს ცრუ წყალობას ჰპირდებიან. თუ შენ არ ხარ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, ეს არის უკვე ცრუ ნუგეში. სიცრუის მამა კი ეშმაკია, რომელიც სხვადასხვა ნიღაბს ადვილად ირგებს.
– ანტიქრისტეც ხომ თავიდან მოვა, როგორც ნუგეშისმცემელი.
– დიახ და ის იქნება განათლებული, სიმპათიური. თითქმის მთელი მსოფლიოს საგანძური მის ხელში იქნება, თითქმის  ყველა პარტია, რელიგია მას დაემორჩილება. ვისაც არ სწამს იესო ქრისტესი, ავტომატურად გადავა ანტიქრისტეს ეკლესიაში. უნუგეშო ადამიანი შემდეგში ვარდება სასოწარკვეთილებაში და საბოლოოდ, ცუდად ამთავრებს  ცხოვრებას. ეს ეხება დიდსაც და პატარასაც. ღმერთმა თავის ადამიანურ ბუნებას არაფერი  დააკლო – ის ყველაფერი, რასაც ჩვენ განვიცდით, საკუთარ თავზე განიცადა. ბევრ ჩვენგანს უდარდელი ბავშვობა ჰქონდა, მაცხოვარი ერთი დღე არ ყოფილა მოსვენებით. ადამიანის განღმრთობა დაბადებიდანვე იწყება. ვინც ეკლესიაში დიდი ხანია, დადის, შეიძლება, არც უფიქრია განღმრთობაზე. ღმერთი რატომ განკაცდა? იმისთვის, რომ ჩვენ განვიღმრთოთ. იმის შესახებ ინფორმაცია პატარაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ სნეულებაში მყოფ ადამიანებს, რომ მამაოს მოსვლით, ღმერთი მოდის შენთან, მას კი ძალიან უყვარხარ. ეს იმედით აღავსებს მათ. ნებისმიერ ასაკში, როცა  ბავშვს ღმერთზე ელაპარაკები, მას შეიძლება, ყველაფერი არ ესმის, მაგრამ რაზე ესაუბრები, აუცილებლად გაიგებს. ბავშვი იბადება ღვთის სიტყვად, ნორჩი ნერგის სახით. შემდეგში, თუ მას კარგად მორწყავ, გამოიღებს სწორ ნაყოფს. თუ ბავშვს ბავშვობიდან შრომისმოყვარეობას, სიმდაბლეს არ ვასწავლით, არავითარი განღმრთობა არ იქნება მასში. არავითარი მადლი არ იქნება და ზიარებასაც არ ექნება აზრი. ნუგეში ადამიანს უცბად არ მიეცემა, თუ მას ბავშვობიდან არ დავაყენებთ ჭეშმარიტ გზაზე და სწორ მიმართულებას არ მივცემთ. უნდა ვუთხრათ, რომ არ გქონდეს ჩემი იმედი, დედიკოს იმედი, არც მდიდარი ბაბუის იმედი, იშრომე, იღვაწე, ილოცე და უფალი შეგმოსავს, გაცხონებს, გაცხოვრებს. მაგრამ კარგია, რომ ეს ბავშვებმა გაიგონ ჩვენი, მშობლების ბაგეებიდან, ქცევიდან, რადგან ხშირად, შვილების სნეულება ჩვენი არასწორი ცხოვრებიდან მომდინარეობს.  

скачать dle 11.3