კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #16

კითხვა: მინდა გავეცნო სხვა რელიგიების ლიტერატურას, მაგალითად, წავიკითხო ყურანი. ამით ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?
პასუხი: ლიტერატურით განათლების მიღება ცოდვა არ არის. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რა საფრთხეს შეიცავს ეს ლიტერატურა. ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს აკლია გამოცდილება, რომ უცხო რელიგიური ლიტერატურის გავლენა არ განიცადოს. ამიტომ, ვიდრე სხვა რელიგიების ლიტერატურას გაეცნობით, ჯერ კარგად ჩასწვდით ჩვენი უფლისა და წმიდა მამების ნააზრევს, რათა რწმენაში გაძლიერდეთ და უცხო რელიგიების გაცნობისას, სულიერი მერყეობა აღარ დაგემუქრებათ.
კითხვა: ბოლო დროს წარუმატებლობა და უბედურება ჩემი თანმდევი გახდა. აქამდე ეს ბოროტი ძალის, ჯადოს ბრალი მეგონა. ახლა მითხრეს, რომ კარმა მაქვს დაჭუჭყიანებული და მისი გაწმენდაა საჭირო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თუ თქვენ მართლმადიდებლის სარწმუნოებაში ცოტათი მაინც ხართ ჩახედული, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი წარუმატებლობა კარმას კი არ უნდა დააბრალოთ, არამედ იმას, რომ უფლის რწმენა გაკლიათ. მიდით ეკლესიაში, მიმართეთ მოძღვარს და მისი რჩევით იმოქმედეთ.
კითხვა: ვისთან არ შეიძლება მეგობრობა?
პასუხი: როგორც წმიდა სერაფიმე საროველი შეგვაგონებს: ნუ იმეგობრებთ ქრისტიანული ეკლესიის მტრებთან, მწვალებლებთან, გამთიშველებთან, მათთან, ვინც მარხვას არ ინახავს. განეშორეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უფლის არ ეშინიათ და არ თაყვანისცემენ მას.
კითხვა: როდესაც სხვის ცოდვებს ვიგებ, არ შემიძლია ამის დამალვა და მასზე ვლაპარაკობ. ეს ცოდვაა?
პასუხი: სხვისი ცოდვების განხილვა არ არის ქრისტიანისთვის შესაფერისი საქციელი. ნუ ილაპარაკებთ სხვის ცოდვებზე. დაფარეთ ისინი და უფალი დაფარავს თქვენს ცოდვებს.

скачать dle 11.3