კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია m2-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა #15

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი m2-ის მხარდაჭერით –
ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში

 კომპანია m2 მუდმივად ახორციელებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. ის ხელშემწყობია ინოვაციური წამოწყებების და მუდმივად ცდილობს, იდგეს საქართველოს მოქალაქეთა გვერდით და მათ ცხოვრებისთვის კომფორტული სივრცე შეუქმნას. ამჯერად „კომპანია m2 – უძრავ ქონებასა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება, რომლის ნაწილის სარემონტო სამუშაოებსაც კომპანია m2 დააფინანსებს. აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და m2-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ, შეივსონ თავიანთი ცოდნა. კომპანია m2 ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობის განათლებისა და ერუდიციის ამაღლების ხელშეწყობაზე. აღსანიშნავია, რომ ვაჟა-ფშაველას კომპლექსი საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.
ირაკლი ბურდილაძე (კომპანია m2-ის გენერალური დირექტორი): აღნიშნული მემორანდუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საზოგადოების განათლების ხელშეწყობისთვის. კომპანია m2-მა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, გადაწყვიტა, დააფინანსოს ვაჟა-ფშაველას სახელობის მუზეუმი-სამკითხველოს დარბაზის კეთილმოწყობა. ჩვენი კომპანიის კორპორატიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ განათლებაზე ზრუნვაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სისტემაში ჩადებული თუნდაც ერთი ლარი მომავალში დიდი ეფექტის მომტანი იქნება. ამიტომ, კვლავაც დიდ წვლილს შევიტანთ საგანმანათლებლო პროექტებში, რადგან ახალგაზრდების პოტენციალის ამაღლება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანია m2 ყოველთვის მზად არის, ამ მხრივ გვერდში დაუდგეს ყველა საინტერესო წამოწყებას.
გიორგი კეკელიძე (ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი): მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის შედეგადაც ეროვნული ბიბლიოთეკის სივრცეში გაკეთდება ვაჟა-ფშაველას სახელობის პირველი დარბაზი, რომლის კონცეფციაც იქნება როგორც ტრადიციული სამკითხველოს ფორმატი, ასევე შეიქმნება ინოვაციური სამკითხველო. ეს დარბაზი-მუზეუმი განკუთვნილია ყველა თაობის ადამიანისთვის. მისი გახსნა შემოდგომისთვის იგეგმება. ინოვაციური სამკითხველო მოიცავს ყველაფერს, რაც თანამედროვე ახალგაზრდისთვისაა საინტერესო. აქ შესაძლებელი იქნება, ციფრული და ელექტრონული საშუალებებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია. ეროვნულ ბიბლიოთეკას კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს, რადგან მსგავს ფორმატში, ალბათ, ოცზე მეტი პროექტი გვაქვს განხორციელებული. კვლავაც მოხარული ვიქნებით, თუ უფრო მეტი კერძო კომპანია ჩაერთვება მსგავს მნიშვნელოვან წამოწყებებში. ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდში დგომა მართლაც ეროვნული საქმეა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ნიუ-იორკის ეროვნული ბიბლიოთეკა მთლიანად კერძო შემოწირულობებზეა დაფუძნებული. დიდი მადლობა კომპანია m2-ს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

скачать dle 11.3