კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრეცედენტი დაუშვეს სტეფანე მღებრიშვილის გამო და დაჭამენ თუ არა ის და გიორგი გაბუნია „X ფაქტორში“ ერთმანეთს #15

10 აპრილს „რუსთავი 2-ის ეთერში „X ფაქტორის“ ახალი სეზონი იწყება, განახლებული ჟიურითა და საინტერესო მონაწილეებით. როგორც წინა წლებში, წელსაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი სტეფანე მღებრიშვილია, რომელიც 22 აპრილს Spacehall-ში ლაივ-კონცერტს გამართავს, რისთვისაც აქტიურად ემზადება.
სტეფანე: „ბუდა ბარში“ მქონდა პატარა კონცერტი, რომელსაც იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ Muzame-მ და Spacehall-მა გადაწყვიტეს ჩემი კონცერტი ჩაატარონ. პირველი პრეცედენტია, როცა ქართველი არტისტის კონცერტს ამ სივრცეში ატარებენ, რაც ძალიან მიხარია. ინტენსიურად ვემზადები და ნომერ პირველ ამოცანად ეს მაქვს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია. მსურველებს უკვე შეუძლიათ, ბილეთები იყიდონ. მოწვეული სტუმრები იქნებიან: ერეკლე დეისაძე, ქეთათო და მაია დარსმელიძე.
– როგორ ინარჩუნებთ შენ და მაია დღემდე ძალიან კარგ ურთიერთობას?
– ამდენი წელია, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ამიტომაც მშვიდად, კარგად ვართ.
– შვილთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს.
– ნორმალური, ჩვეულებრივი მამა-შვილის ურთიერთობა გვაქვს, ისეთი, როგორიც ნებისმიერ მამა-შვილს უნდა ჰქონდეს. შვილი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დედამიწის ზურგზე და ჩემთვის ასეც არის. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს –  შვილები.
– რაც უფრო იზრდება სტეფანია, შენი პასუხისმგებლობებიც, ალბათ, უფრო მეტად იზრდება.
– რა თქმა უნდა. რომ ამბობენ: რაც უფრო მეტად იზრდებიან შვილები, უფრო მეტს ნერვიულობო. მეც ასე ვარ. გათამამებული გვყავს ისე, როგორც შეგვიძლია. თუმცა, ისეთი გათამამებულიც არ არის, რომ თავხედი იყოს. ჩარჩოები იცის და იცის როგორ უნდა მოიქცეს. ვფიქრობ, ყველა ბავშვი სიყვარულით უნდა გაათამამო, ულევი სიყვარულით – ამას უნდა გრძნობდეს ნებისმიერი შვილი. ბავშვები უნდა გრძნობდნენ გადაჭარბებულ სიყვარულს, რომ მშვიდად და ლაღად იყვნენ.
– რას ითვალისწინებ ყველაზე მეტად მის აღზრდაში?
– არაფერს არ ვითვალისწინებ. მთავარია, მან იცის, მეც ხშირად ვუმეორებ და იმაში ღრმად არის დარწმუნებული, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ეს იმპულსი რომ აქვს, ვფიქრობ, უფრო უადვილდება ცხოვრება.
– მუსიკალური ნიჭი გამოჰყვა?
– მუსიკა გამჯდარი აქვს, თუმცა ძალიან ზარმაცია და ეს არ მომწონს. სულ ვუხსნი, რომ ზარმაც ადამიანებს არ შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ისეთ სკოლაში დადის, სადაც ძალიან ბევრს ასწავლიან და მიკვირს: ამდენ დავალებას რატომ აძლევენ, ცოტა მეცოდება. არაფერზე დადის მუსიკის გარდა. ესეც ვთხოვეთ და ამის ხარჯზე, შეუძლია მთხოვოს, რომ სხვა რაღაცეებზე არ იაროს. მინდოდა, ბევრ რამეზე ევლო, რადგან ცოტა დრო უნდა ჰქონდეს, რომ შრომას მიეჩვიოს. ბევრი განათლება უნდა მიიღოს და ამით უკეთესი ადამიანი გამოვა.
– შენი მშობლებიც ცდილობდნენ შენს დატვირთვას?
– მე ხომ იმ წლებში დავიბადე, როცა ომი იყო, გარეთ ისროდნენ და მაშინ ბევრი რაღაც არ იყო. არ მისწავლია ლონდონში, სხვებისგან განსხვავებით.
– იმ პერიდოში ბევრი ცდუნება იყო, ბევრი ადამიანი დაიღუპა, თუნდაც ნარკოტიკების გამო. შენ როგორ შეძელი ამ ყველაფრისთვის თავის არიდება?
– ოჯახი, მუსიკა მეხმარებოდა. მეც სულ ქუჩაში მიწევდა ყოფნა, რადგან შუქი რომ არ იყო, ყველა გარეთ ვიყავით. როგორი მძიმე ცხოვრება გვაქვს ყველას გამოვლილი. ყველაფერი გამოვიარეთ და იმედია, ჩვენი შვილებიც არ გამოივლიან. თუ ამ გამონაბოლქვისგან არ გაწმინდეს ქალაქი, არ ვიცი, რა იქნება. ეს მაინც არ იყო ჩვენ დროს.
– ამას ხშირად აპროტესტებ სოციალურ ქსელში.
– სასწაული ხდება და მე ვერ ვხედავ გამოსავალს. ჰაერის დაბინძურების მხრივ, პირველ ადგილზე ვართ – ეს არის კატასტროფა. ჩვენ ვცხოვრობთ ეკოლოგიური კატასტროფის პიკში და ხომ შეიძლება, ამ ქვეყანას პატრონი გამოუჩნდეს და მიხედოს?! მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ძვრა არ არის.
– რა არ მოგწონს კიდევ?
– აქ რომ მოვდიოდი, ნაგავი გადმოაგდეს პარკით ფანჯრიდან. კი არ მძულს ეს ადამიანები, ადრე მძულდა, ახლა მივხვდი, რომ მათ თავში არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. იმ სოციალური გაჭირვების გამო, ბევრი ისეთი პრობლემა აქვთ, რომ გაუცხოებულები არიან ამ სამყაროსგან. გაველურებულები არიან და ველურები კი არ უნდა გვძულდეს, რაღაცნაირად უნდა დავეხმაროთ.
– როგორც ვიცი, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრე ხარ.
– მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ სიგარეტი უფრო მავნებელია. ჯიხურში სიგარეტი ხომ იყიდება, ალკოჰოლი ხომ იყიდება? ალკოჰოლი კლავს, მარიხუანა არ კლავს. შესაბამისად, მე რომ მარიხუანას მოვწევ, ციხეში არ უნდა ჩავჯდე. ვიღაც არ უნდა მიწყვეტდეს, მე რას ვიზამ. დარწმუნებული ვარ, დეკრიმინალიზაცია აუცილებლად მოხდება.
– ლეგალიზაციის მომხრეც ხარ?
– ლეგალიზაციის მომხრეც ვარ, რადგან ძალიან ღატაკი ქვეყანაა. კახეთში, სამეგრელოში მიწები გვაქვს უამრავი, იქ რომ მარიხუანა დათესო, მოიყვანო და გაყიდო, თან ტურისტების იმხელა ნაკადია, გიჟდებიან საქართველოზე. მხოლოდ ამსტერდამს 5 მილიარდი ევრო აქვს შემოსავალი მარიხუანის გაყიდვიდან. ვინც ამ საქმის სპეციალისტია, მათ უკვე დათვლილი აქვთ ყველაფერი. წელიწადში ორ მილიარდ-ნახევარზეა საუბარი, რაც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს 25 პროცენტით გაზრდის. მე ლეგალიზაციის მომხრე ვარ, თუმცა, ვიცი, რომ საზოგადოება არ არის მზად. მაგრამ, ვინც ეწევა, არ უნდა იჭირდნენ.
– შენ მოგიწევია მარიხუანა?
– რას ჰქვია მომიწევია? სტაბილურად ვეწევი.
– შეგქმნია ამის გამო კანონთან პრობლემა?
– არა, რადგან არასდროს დამაქვს მარიხუანა თან, ვინმემ რომ გამაჩეროს და ჯიბეში მიპოვოს. ჯერჯერობით მოშარდვამდე არ მისულა საქმე. მომიწევია ხშირად, მაგრამ დამოკიდებული ნამდვილად არ ვარ. თუმცა, იმ მომენტშიც დაწერილა მუსიკა, რელაქსაციისთვისაც კარგია. არ მინდა, სულ მის კარგ თვისებებზე ვისაუბრო. მე აქტირუად ვარ სპორტით დაკავებული, კვირაში 4 დღე ვვარჯიშობ. როცა ევროპაში ვარ, არ ვაგდებ და აუცილებლად მივდივარ ჯიმში. იქაური ტრენერებისგანაც ვიღებ კონსულტაციას. და ვიცი, ვარჯიშის შემდეგ სტრესი რომ გვაქვს კუნთებზე, ქსოვილებზე, მარიხუანა და არა ჰაშიში, იმხელა რელაქსაციას ახდენს ორგანიზმზე... სიგარეტი კი ნამდვილად შხამია. ხანდახან ვეწევი და მრცხვენია ამის. ვიბრძვი, რომ თავი დავანებო და ალბათ, კონცერტის შემდეგ დავანებებ. მაგრამ, ამ გამონაბოლქვში გინდა მოწიე სიგარეტი, გინდა არა?! სიგარეტიც შხამია, მაგრამ ის, რაც ჩვენს ეკოლოგიას სჭირს, არ ვიცი, რა არის. საავადმყოფოები გადატენილია ონკოლოგიური პრობლემებით, თან ბავშვები და ახალგაზრდები არიან.
– შენს საქმეს დავუბრუნდეთ. როგორც პროდიუსერი, წარმატებულად მუშაობ. აზერბაიჯანელ მომღერალთან ერთად სერიოზულ წარმატებას მიაღწიე.
– 22 სექტემბერს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც აზერბაიჯანელი ვარსკვლავი ამ მასშტაბის შოუს გააკეთებს. მთავარი პროდიუსერი მე ვარ, მთელ განათებას, ყველაფერს მე ვაკეთებ. ეს არის აიგუნ კაზიმოვა, რომელთან ერთადაც, შარშან ვიყავი Daf Bama Music Awards-ზე, საიდანაც ჯილდო ჩამოვიტანეთ. წელს სოფო ნიჟარაძესთან ერთად ვმუშაობ, როგორც პროდიუსერი. „წლის არტისტი“ საქართველოდან არის სოფო, ხოლო აზერბაიჯანიდან – აიგუნი.
– როგორ თანამშრომლობთ შენ და სოფო. რთული ხომ არ არის ორი წარმატებული ადამიანის თანამშრომლობა?
– მე და სოფო დიდი ხნის მეგობრები ვართ: ერთმანეთი შეგვიჭამია, გვიჩხუბია, დაგვიხოცია, ყველაფერი გვიქნია, მაგრამ საუკეთესო მეგობრებად ვრჩებით. ორივეს, საიდუმლოდან დაწყებული, საქმით დამთავრებული, სრული რელაქსაცია და მეგობრობა გვაქვს.
– 10 აპრილს „X ფაქტორი“ იწყება. რას უნდა ველოდოთ?
– განსხვავებული იქნებიან ბავშვებიც და ჩვენც. ისინი ახალ ტალღას, ახალ ემოციას გვაძლევენ. რამდენიმე მონაწილემ შოკში ჩაგვაგდო. შოუებში ყოფნის ამხელა გამოცდილება მაქვს და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ბავშვის გამო ყბა ჩამომივარდებოდა. ეს იქნება განსაკუთრებული სეზონი, თავისი ჟიურის უცნაური განლაგებით. ფოტოც ნახეთ, სადაც მე და გიორგი ახლოს ვზივართ. ეს კარგად გათვალეს პროდიუსერებმა.
– რატომ დაგსვეს ერთად, ხელით შეხებაზეც რომ გადახვიდეთ?
– ისეთი საინტერესო, სასაცილო გახდა ჩვენი ურთიერთობა, რომ ორივეს გვეცინება. ზოგადად, ვფიქრობ, ეს სეზონი ძალიან სახალისო და სასაცილო, კარგი იქნება. ჩვენი ურთიერთობა რა ეტაპზეა, ჯერ ვერ გეტყვით, მაყურებელი ნახავს ამას. დავჭამეთ-მივჭამეთ-მოვჭამეთ – ამას უკვე ეთერში ნახავთ. ლელამ თავისი „ლელაობა“ შემოიტანა, თავისი პეწი.
– და სამმა ძველმა მეგობარმა გიორგის წინააღმდეგ ხომ არ შექმენით კოალიცია?
– არა, ყველანი პროფესიონალები ვართ, ობიექტურები და საქმეში მეგობრულ ურთიერთობას არ აქვს მნიშვნელობა, საქმე – საქმეა.

скачать dle 11.3