კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მონტაჟ ჯორჯიას” უმსხვილესი პროექტები და წლების მანძილზე მოპოვებული ნდობა და აღიარება #15

1964 წელს საქართველოში შეიქმნა ელექტროსამონტაჟო სამმართველო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ელექტროსამონტაჟო საქმიანობაში საქართველოს მასშტაბით და შესრულებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ენერგოპროექტი, გამოცდილი ენერგეტიკოსების შოთა და დავით კახიანების უშუალო ხელმძღვანელობით. მათ მოგვიანებით, დააარსეს კერძო სამონტაჟო კომპანია – „მონტაჟ ჯორჯია”, რომელიც დღეს საქართველოში ამ სფეროში საკმაოდ პოპულარული და აღიარებულია. კომპანიის განვითარებაზე, განხორციელებულ და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე „მონტაჟ ჯორჯიას” ხელმძღვანელი – დავით კახიანი გვესაუბრა. 

დავით კახიანი: პროფესიით ენერგეტიკოსი გახლავართ და შეიძლება ითქვას, ეს პროფესია ჩვენს ოჯახში თაობებს შთამომავლობით გადაეცემა. მამაჩემი – შოთა კახიანი 45 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ელექტროსამონტაჟო სამმართველოს, სადაც  მთავარი ინჟინრის პოზიცია ეკავა.  კომუნისტების პერიოდში მშენებარე ქარხნებში, ფაბრიკებში, სასტუმროებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში  ჩვენ ვასრულებდით ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს. კომუნისტური პერიოდის დასრულების შემდეგ, ჩამოვაყალიბეთ კერძო კომპანია, რომელსაც მამაჩემი ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში მე გახლდით „ქართუს” მთავარი ენერგეტიკოსი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, წამოვედი „ქართუდან” და გავხდი ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელი. მამაჩემის დამსახურებით განხორციელდა არაერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, მის სახელს უკავშირდება სამების საკათედრო ტაძრის განათება. მყავს მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი. მთელი ოჯახი ჩართული ვართ ამ ბიზნესში. მეუღლეც ჩემი კოლეგაა, თუმცა ბუღალტერია შეისწავლა და დღეს ჩვენი კომპანიის მთავარი ბუღალტერია. ვაჟიც ამ ფირმაში მუშაობს, პარალელურად, იცავს თავის სადოქტორო ნაშრომს ენერგეტიკის მიმართულებით. გვაქვს პატარა სამშენებლო კომპანია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.კომპანია აშენებს ქვესადგურებს და ახორციელებს რემონტებს. „მონტაჟ ჯორჯიაში” მუშაობს ჩემი ქალიშვილიც.
– რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?
– შენობების ვენტილაციის მართვა, საქვაბეების მთლიანი მართვა, ელექტროფარები, მაღალი ძაბვა, დაბალი ძაბვის ფარები, ავტომატიკის სისტემა და ასე შემდეგ.  არსებობს მონიტორინგის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დისტანციურად, კომპიუტერის საშუალებით ვუყუროთ სხვადასხვა დანადგარის მუშაობას. გვაქვს დიდი საპროექტო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს პროექტებს, სხვადასხვა დიდი ობიექტისთვის. კერძო სახლებში ვამონტაჟებთ შესაბამის აღჭურვილობას იმისთვის, რომ დისტანციურად, მობილურის საშუალებით ვაკონტროლოთ ყველაფერი – ვუყუროთ, რა ხდება შიგნით, გავუღოთ სტუმარს კარი, ვმართოთ გათბობა, კონდიცირება და ასე შემდეგ.
– რომელია თქვენი კომპანიის მიერ განცხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები?
– ჩვენ არაერთ მასშტაბურ და ცნობილ პროექტზე გვიმუშავია, მათ შორისაა: „თბილისი მოლი”, რაზეც დაახლოებით შვიდი წელი ვმუშაობდით, ასევე „ისთ ფოინთი”, რომელიც  სამ წელში ჩავაბარეთ.  ჩვენი დაპროექტებულია „თი ბი სი ბანკის“ ყველა ფილიალი, ბათუმის დელფინარიუმი, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ჰილტონის” ელექტროსისტემა დაამონტაჟეს თურქებმა ჩვენი ზედამხედველობით და ასე შემდეგ.
– ამჟამად რა პროექტების განხორციელებით ხართ დაკავებული?
– ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ, მათ შორის, რუსთავსა და კასპში „ჰაიდელბერგ ცემენტის ორ ქარხანას ვუტარებთ რეკონსტრუქციას. დავამთავრეთ აგარის ქარხნის რეკონსტრუქცია. ბორჯომის ქარხნის რესკონსტრუქციაც მთლიანად. მიმდინარე პროექტებშია „სანტეს” ქარხნის რესკონსტრუქცია, მშენებარე გერმანული სკოლა ბაგებში, BMW-ს სავარჭრო ცენტრი ბათუმში და სასტუმრო შეკვეთილში.
– როგორ დაახასიათებთ თქვენს თანამშრომლებს და ადვილია თუ არა თქვენს სფეროში პროფესიონალი კადრების პოვნა?
– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კადრებს, თუ ტექნიკა ექსპლუატაციაში არაპროფესიონალების ხელში მოხვდება, ეს გამოიწვევს მთელი სისტემების მწყობრიდან გამოსვლას. სწორად შერჩეული პერსონალი სისტემის გამართულად მუშაობის გარანტიაა. ის ტექნიკა, რითაც ვმუშაობთ უახლესი წარმოებისაა და მოითხოვს ახალგაზრდა, კომპიუტერის კარგად მცოდნე კადრებს. ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე გავაკეთეთ ლაბორატორიები, სადაც დავაყენეთ აპარატურა. იქ სწავლობენ სტუდენტები და დამთავრების შემდეგ, ჩვენთან მოგვყავს სამუშაოდ. ასევე გავაკეთეთ აგრარულ უნივერსიტეტშიც. სხვანაირად ძალიან რთულია კადრების პოვნა ჩვენს სისტემაში. გვყავს ორი უკრაინელი თანამშრომელი, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიყვანეთ. ისე სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, რომ ახლა რომ ვასწავლით თანამშრომლებს, მისი დამთავრებისთანავე, კიდევ უფრო ახლის სწავლება გვიწევს. რამდენიმე უცხოური ცნობილი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში და სიახლეების სწავლებისთვის, ან მათი წარმომადგენლები ჩამოდიან ჩვენთან ან ჩვენ ვაგზავნით თანამშრომლებს მათთან შესასწავლად.
– საწარმოს შესახებ მოგვიყევით და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ადგილზე გვაქვს შნაიდერის ლიცენზირებული ფარების წარმოების საამქრო, სადაც ვაწარმოებთ ელექტროფარებს, რითიც შემდგომ ვამარაგებთ როგორც მთლიანად საქართველოს, ასევე ტაჯიკეთს. ანუ, ვახორციელებთ ექსპორტსაც. ტაჯიკეთში შენდება უზარმაზარი მეჩეთი და ამჟამად მათაც ვამარაგებთ ელექტროფარებით. ვაშენებთ ახალ საამქროს, სადაც ვაწარმოებთ ლედ სანათებს. გავაკეთეთ საპილოტე პროექტი და გავანათეთ დიდუბის ხიდი, ასევე გავანათეთ ორი გადასასვლელი ზოლი, რისი მეშვეობითაც მძღოლებს საშუალება ექნებათ, უკეთესად დაინახონ, ვინ გადადის გზაზე. მერია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს ქალაქის განათებასთან დაკავშირებით და ვაპირებთ მონაწილეობას. თუ გავიმარჯვებთ, აუცილებლად გვექნება საგარანტიო მომსახურებაც. თბილისში არსებული მთელი განათების ნათურები ლედ ნათურებით რომ შეიცვალოს, სამჯერ ნაკლები ელექტროენერგია დაიხარჯება და საათში რვა მეგავატის ეკონომიას მისცემს ქალაქს.

скачать dle 11.3