კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

47 ზომის „ვალინკები“ და მოტყუებული ცოლი #15

ნოდარ დუმბაძე ყვებოდა ერთი გურული მეზობლის შესახებ: პატიოსანი, ხუმარა, მოკლედ, ტიპური გურული აფრასიონა, მეტად ზორბა კაცი ყოფილა – მაღალი, მხარბეჭიანი, 47 ზომა ფეხით. ჰოდა, ამ ჩვენს აფრასიონას სმა ჰყვარებია თურმე ძალიან. შესაბამისად, ცოლიც ნამეტანი კაპასი ჰყოლია. აფრასიონა მოთმინებით იტანდა ცოლის კაპრიზებს – სხვას ვინ დაეძებს, მეზობელთანაც კი ვერ გადავიდოდა საწყალი კაცი, თალიკო მაშინვე თავზე დაადგებოდა. ჭიქას ხელიდან წაართმევდა და შინ წააძუნძულებდა ხოლმე. მოკლედ, არ გაახარა ყაძახი! იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. სოფელში კი ამ დროს მეზობლები ერთმანეთთან იკრიბებიან და დალოცვილ ღვინოს, აგუზგუზებულ ბუხართან ნება-ნება შეექცევიან. ზედ კი ახალდაკლულ ღორის ხორცს აყოლებენ. ჰოდა, ჩაიცვამდა ეს ჩვენი აფრასიონა 47 ზომა „ვალინკებს“ და სტუმრად, თალიკოც არ დაახანებდა და მყისვე გამოეცხადებოდა აჩრდილივით. მოკლედ, ერთი ჭიქა ვეღარ დალია კაცმა ხეირიანად. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ: „გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო“ და აფრასიონამაც მიაგნო გამოსავალს. ისეთი რამ მოიფიქრა, შეჩვენებული თალიკოც კი გააოგნა.
ერთ საღამოს დიდი თოვლი მოვიდა, აფრასიონას მობეზრდა შინ ჯდომა და მეზობელ სიმონასთან გადასვლა გადაწყვიტა. ჭიშკარს რომ მიადგა, მოულოდნელად უკანვე გამობრუნდა... მერე კი უკუსვლით შევიდა მეზობლის ეზოში. გაუკვირდა მასპინძელს: რატომ შემოდი უკუღმაო... მაგრამ მეზობელმა გააჩუმა: ჩემი საქმისა მე ვიციო. იმ საღამოს თალიკოს არ მოუკითხევს ქმარი და აფრასიონამაც ბოლომდე მოილხინა. შინ მისულს გაკაპასებული ცოლი კართან დახვდა: სად იყავი, მთელი სამეზობლო შემოვიარეთ. აგერ ვიყავი, სიმონასთანო, – იყო პასუხი. სიმონასთან როგორ იყავი, ვნახე შენი ნაკვალევი, როგორ გამოსულხარ ჭიშკრიდანო. გაუხარდა აფრასიონას, ჭკუით რომ აჯობა ცოლს და თავმომწონედ გაანდო „საიდუმლო“.

скачать dle 11.3