კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ემალებოდნენ ვაზირები, სასახლის მცველები და მსახურები დავით ულუს #15

საილხანოს მონღოლებს, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამართული ჰქონდათ სიბა – თავდაცვის საშუალება, სადარაჯო, რათა ოქროს ურდოს მეომრები არ გადმოსულიყვნენ საილხანოს დასაპყრობად. ჩვენს მეფეს, დავით მეშვიდე ულუს და მის ჯარს ევალებოდათ ყარაულობა ყოველ წელს. იმ შემოდგომასაც  სიბაზე წასასვლელად ემზადებოდა მეფე. ამ დროს მის უფროს ვაჟს, უფლისწულ გიორგის რაღაც დაავადება დამართნია, „მუცლის სალმობა“. ძალიან გაურთულდა თურმე, იწვა საცოდავი ჭაბუკი უგონოდ. ოდნავ სუნთქავდა და მხოლოდ ამით ხვდებოდნენ გარდაცვლილი რომ არ იყო. მწუხარებამ და უღონობამ მოიცვა მეფე და ქართველები. ურჩიეს მეფეს დმანისის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისთვის შეევედრებინა თავის ძე. წავიდა მეფე დმანისში, თვითონაც და მისი ამალაც ფეხშიშველი მიდიოდნენ და მხურვალე ცრემლით შესთხოვდნენ ყოვლადწმიდას უფლისწულის გამოჯანმრთელებას. წამოაბრძანეს ხატი. შეისმინა მათი ვედრება ღვთისმშობელმა. როცა ოდნავ შეახეს ხატი პირზე უფლისწულს, უმალ გაახილა თვალები და წამოჯდა. მეფე და დიდებულები გაკვირვებითა და სიხარულით ადიდებდნენ უფალს.
წავიდა მეფე სიბაზე საილხანოს მონღოლთა დასაცავად. წამოსვლის დროს თვითონ მეფეც დასნეულდა მუცლის დაავადებით და ვერაფრით განკურნეს. წამოიყვანეს მეფე და გზად გაიარეს კახეთში, მარტყოფის მონასტერთან ახლოს, სადაც მეექვსე საუკუნეში, ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამის, ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში მობრძანებული ხატი იყო დასვენებული, თიხის კეცზე სასწაულებრივად გამოსახული მაცხოვრის სახე.
ცრემლით ევედრა ჩვენი ხელმწიფე სასწაულმოქმედ ხატს და გამოჯანმრთელება სთხოვა. მისი შვილები ჯერ დიდები არ იყვნენ, ქვეყანას კი პატრონი, მეფე სჭირდებოდა, რათა მონღოლების ბატონობისას თავი გადაერჩინა. მართლაც გამოჯანმრთელდა დავით მეფე და დაბრუნდა სამეფო სასახლეში, ტფილისში.
რაღაც პერიოდი მშვიდად იყო სამეფო. ერთი კია, ერისთავებს ვერ ცვლიდა მეფე, რადგან ყაენთან ჰქონდათ მათ საქმე ჩაწყობილი.
მეფემ დაიწყო საეკლესიო მიწების დარიგება დამსახურებული ადამიანებისთვის. მონღოლებმა თავისი ბატონობის დამყარებიდანვე სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიური ინსტიტუტები არ დაბეგრეს და გაათავისუფლეს გადასახადებისგან. ამან დიდი შეღავათი მისცა ეკლესიის საკუთრებაზე მცხოვრებ ადამიანებს და ეკლესიას. დანარჩენი ქონება, მეფის იქნებოდა თუ დიდებულებისა, დაბეგრილი იყო. ხარკსაც დიდს უხდიდნენ ჩვენი წინაპრები მონღოლებს. მათ ომებშიც საკუთარი ხარჯით მიდიოდნენ ჩვენი ქართველები. ქართველი ჯარისკაცები წყდებოდნენ სხვის ომებში. მოიშალა ქვეყნის ეკონომიკა. უმძიმესი ვითარება იყო ჩვენს სამშობლოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. რეგიონში მონღოლების გაბატონების გამო, ვაჭრობა აღარ ჰყვაოდა, როგორც ადრე. სამეფო ხაზინას და მოსახლეობას შემოსავალი მოაკლდა. განსაკუთრებით მძიმე იყო მონღოლთა მიერ დაწესებული გადასახადები, რომელიც ხალხს აწვა კისერზე. ფულის დიდი მასა გადიოდა ქვეყნიდან მონღოლთა ხარკისა და სხვა სახით. ამან გაზარდა ფულის ძალა და მიწის ფასი დაეცა. არმიის სურსათით მომარაგებაც ქართველი მწარმოებლების ზურგზე გადადიოდა და სხვა. მამულების მფლობელებს მიწის გადასახადი ბლომად დაუგროვდათ. მემამულეები  იძულებული ხდებოდნენ, დაეგირავებინათ მიწა ურტაღებთან. ეს იყო მდიდარ დიდვაჭართა გაერთიანებები, რომლებიც მაშინდელ აღმოსავლეთში არსებობდა. ხშირად ნასესხები ფულის გადახდას ვერ ახერხებდნენ ქართველი მემამულეები და მიწა უცხოელთა ხელში გადადიოდა. წვრილი მიწათმფლობელებიც, მწარმოებელი ფენა განსაკუთრებით დაზარალდა. უამრავი ადამიანი გაკოტრდა. მომრავლდა უქონელთა რიცხვი.  ხალხი მეფისგან ითხოვდა შველას. მეფეს რაიმე უნდა ეღონა ეკონიმიკის გასაჯანსაღებლად, ხალხის დასახმარებლად და სამეფოს წინაშე დამსახურებულთა დასასაჩუქრებლადაც.
 მონღოლთა იმპერიაში რელიგიური ინსტიტუტები და მათი განმკარგავები, საგადასახადო შეუვალობის გამო განსაკუთრებულად შეღავათიან ვითარებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, ეკონომიკის დაცემამ მათ მდგომარეობაზეც იმოქმედა, მაგრამ სხვა, მსხვილ თუ წვრილ მემამულეებთან შედარებით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ. საეკლესიო ქონება, როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში,  საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა. დიდი მიწათმფლობელები, მეფეები, ერისთავთ-ერისთავები და სხვები მიწებსა და სხვადასხვა ძვირფასეულობას სწირავდნენ ეკლესიებს. მეფის მხრიდან ეკლესიას შეუვალობა ჰქონდა, მის საქმეებში სახელმწიფო არ ერეოდა. ყოველი მეფე ტახტზე ასვლისას ქონებას ხელახლა უმტკიცებდა ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც დიდ ფეოდალებად იყვნენ ქცეულნი. როგორც გაარკვია ივანე ჯავახიშვილმა, დავით ულუმ, ვაზირ ბასილი უჯარმელის რჩევით, გადაწყვიტა, საეკლესიო ქონების ნაწილი აღარ დაემტკიცებინა ეკლესიისთვის და საეკლესიო ქონება სახელმწიფო ინტერესებისთვის გამოეყენებინა, სამეფოს საჭიროების შესაბამისად დაერიგებინა. ეკლესიის წარმომადგენლები წინ აღუდგნენ ასეთ გადაწყვეტილებას. 1263 წელს ჩატარდა საეკლესიო კრება, რომლის მონაწილეებმაც მიმართეს მეფეს წერილობით. წერილში მოტანილი იყო არგუმენტები, რატომ არ შეიძლებოდა საეკლესიო ქონების ჩამორთმევა, უკან დაბრუნება და დარიგება. იყო მოხმობილი ეკონომიკური და იურიდიული არგუმენტები. წარმოჩენილი გახლდათ შესაძლო საფრთხეები და სხვა. ივანე ჯავახიშვილის თქმით, ეკლესიის წევრები ვერ გაბედავდნენ მთელი ბრალეულობა დაეკისრებინათ მეფისთვის. ამიტომ, მათ შეუტიეს ვაზირ ბასილი ჭყონდიდელს, მწიგნობართუხუცესს, მთავრობის მეთაურს. ეკლესიის მესვეურების პოზიცია გასაგებია, საეკლესიო ქონება, მათი აზრით, ღვთის საკუთრება იყო. მეფისადმი ეკლესიის თხოვნას შედეგი არ მოჰყვა, მეფემ განაგრძო მიწების დარიგება. ამას მოჰყვა პოლიტიკური გართულებები, თუმცა სხვა მიმართულებით. მემატიანემ მეფის ქმედებას ცოდვა უწოდა და მისი ოჯახის უბედურება ამ და კიდევ სხვა ცოდვას დააბრალა, რომელსაც პირდაპირ არ ასახელებს.
ერთ გაზაფხულსაც, 1268 წელს, კიდევ მოუწია მეფეს სიბაზე წასვლა საყარაულოდ. მეფის სიბაზე ყოფნის დროს კვლავ დასნეულდა ტახტის მემკვიდრე, მეფისწული გიორგი. სისხლის ღებინება დაეწყო და გარდაიცვალა. დამწუხრდა მთელი ტფილისი და საქართველო, დიდიდან პატარამდე, ყველა, ვინც გაიგო ეს ამბავი.
ჭაბუკი უფლისწულის ცხედარი სიონის ტაძარში დაასვენეს და ელოდნენ მეფის ჩამოსვლას. ცოტა ხანში დაბრუნდა მეფე ტფილისში. მეფის დაბრუნებას ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ მოქალაქეები – მათი ხელმწიფე, მათი პატრონი, მათი შემწე ბრუნდებოდა ლაშქრობიდან. წინ რომ არავინ მიეგება მეფეს, გარდა მცირეოდენი მოქალაქეებისა, ისინიც თავჩაქინდრულნი იყვნენ, მიხვდა, რაღაც ცუდი იყო მომხდარი და სასწრაფოდ სასახლისკენ გააჭენა ცხენი. შავით მოსილი ვეზირები, მცველები და მსახურები დაემალნენ, ვერ აუწყეს ძის გარდაცვალება. არავის უნდოდა ასეთი უბედურება პირველს ეთქვა მეფისთვის, განა იმიტომ, რომ ვინმეს დასჯიდა, როგორც ეს ახასიათებდათ აღმოსავლელ ტირანებს, უბრალოდ, ყველას გული სტკიოდა და მამისთვის ჭაბუკი შვილის გარდაცვალების შესახებ თქმას გაურბოდნენ. ბოლოს ვიღაცამ უთხრა – დაეცა მეფე და გონი დაკარგა. ხელში აიყვანეს გონდაკარგული მეფე, შეიყვანეს სასახლეში და ძლივს მოასულიერეს.
უზომო ტკივილმა მოიცვა მეფის გული. მხოლოდ 18 წლის იყო მისი ვაჟკაცი, მემკვიდრე გიორგი. მემატიანე ასე ახასიათებდა გარდაცვლილ უფლისწულს: „ათრვამეტისა წლისა, სიტურფე-აღმატებული, მხნე, სამხედროთა ზნეთაგან სრული“...
წაიყვანეს სიონში უბედურებისგან გაოგნებული მეფე. გულმომკვლელად გოდებდა უბედური მამა: „ნეტა, მე მოვმკვდარიყავი შენ მაგიერ, შვილოო“. ხოლო, როცა იხილა თავისი „აყვავებული და მშვენიერი“ ძის უფერულად ქცეული და უსიცოცხლო ცხედარი, რომელსაც გულამოსკვნით იგლოვდა ტფილისის მოსახლეობა, ისევ დაეცა და ძლივს წაიღეს სასახლისკენ. გადაასვენეს უფლისწული მცხეთაში და სვეტიცხოველში დაკრძალეს. უკან დაბრუნდა გულმომკვდარი პროცესია.
მას მერე აღარ ჰქონია დავით ულუს სიხარული და ლხინი. დასუსტდა და ცუდად იყო ხშირად, მაგრამ ყაენის ბრძანებას ასრულებდა ისევ, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა ქვეყანას.

скачать dle 11.3