კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 არ მინდა, ცოლს გული ვატკინო, მაგრამ სხვა შემიყვარდა

ნიკუშა, 30 წლის.

ინტიმური საუბრები 


 არც კი ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, მაგრამ, ვისაც ერთხელ მაინც ჰყვარებია მთელი გულით, ვნებითა და თავდავიწყებით, ის აუცილებლად გამიგებს. ცოლი რომ მოვიყვანე, 24 წლის ვიყავი და მის გარდა, სხვა ქალს ვერც კი ვამჩნევდი. შვილებიც გაგვიჩნდა და ჩავუჯექი ოჯახურ ცხოვრებას. მხოლოდ ცოლ-შვილზე ვზრუნავდი და გართობასა და ძმაკაცებთან დროსტარებაზე უარი ვთქვი. ერთმა დღემ კი, სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და თავდაყირა დააყენა ის, რისთვისაც ამდენი წელი ვიშრომე. მოკლედ, ცოლ-შვილი რაიონში გავუშვი სიდედრთან ორი კვირით. თანამშრომლის დაბადების დღე დაემთხვა მათ წასვლას. ნინოს, ჩემს მეუღლეს ტელეფონით ვუთხარი, ისეთი გადაღლილი ვარ, ვასოს დაბადების დღეზე მისვლის თავი არ მაქვს-მეთქი. მან კი მისაყვედურა: არ ჩამომიყვანო ახლა მანდ ფეხით, რა ბებერი კაცივით იქცევი, წადი, ცოტა გული გადააყოლეო. მოკლედ, უგუნებოდ მივედი დაბადების დღეზე რესტორანში. სწორედ იმ წუთიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ნანა, ჩემი თანამშრომლის დეიდაშვილი, აღმოჩნდა ქალი, რომელმაც ერთი ნახვით ისე მომხიბლა და შემაყვარა თავი, ცოლ-შვილი სულ გადამავიწყა. მას მერე, დიდხანს ვეცადე, დამევიწყებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ჩემს ცოლს, ნინოს, დიდად არ უყვარს თავის მოვლა – არც მაკიაჟს იკეთებს და არც ჩაცმა-დახურვაზეა გადარეული. შვილებსა და ქმარზე ფიქრობს მხოლოდ. აი, ნანა კი, სასწაულად მოვლილი, დახვეწილი, ქალური და იმავდროულად, ისეთი ვნებიანი ქალია, ნებისმიერ კაცს დააკარგვინებს თავს. მოკლედ, მასთან გავაბი რომანი. დავიწყეთ შეხვედრები და მივხვდი, მის გარეშე ვეღარ ვძლებ. სულ მის გვერდით მინდა, ვიყო და სახლში რომ მივდივარ, ფეხები უკან მრჩება. დედაჩემის ნათქვამი მახსენდება ხშირად. სანამ დავოჯახდებოდი, რამდენჯერმე გამიმეორა – შვილო, თბილისელი ბიჭი ხარ, წარმატებული მომავალი გაქვს, კარგი ოჯახიშვილობით დაიტრაბახებ, გარეგნობაც ხელს გიწყობს და რატომ არჩიე რაიონელი გოგოს მოყვანა ცოლად, იქნებ დაფიქრდეო. სიმართლე გითხრათ, დედას რომ გავაცანი ნინო, დიდად არ მოიხიბლა. მითხრა, ჩვეულებრივი გოგოა, განსაკუთრებული არაფერიო. ნინო 23 წლის იყო და არც მაშინ გამოირჩეოდა ჩაცმითა და გაპრანჭვით. ახლა ვხვდები, ვიჩქარე ცოლის მოყვანა. უფრო სწორად, ისეთი გოგო უნდა მომეყვანა, როგორიც მომწონს – გაპრანჭული, ვნებიანი და დახვეწილი. ჩემი ცოლი ნამდვილად არ არის ცუდი, მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ახლაც მიკვირს, რამ მომხიბლა მასში. ვცდილობ, სიტუაცია ვაკონტროლო და ოჯახში არ შემატყონ, რომ სხვა ქალით ვარ გატაცებული. თუმცა, ზუსტად ვიცი, არ დაიმალება და ამის მეშინია. არ მინდა, ცოლს გული ვატკინო, არადა აღარ მიყვარს. უბრალოდ, პატივს ვცემ. არც ინტიმური ურთიერთობა მინდა მასთან და თავს ვიკავებ. ღამეებს იმაზე ფიქრში ვატარებ, როგორ მოვიქცე – როგორ გამოვნახო ოქროს შუალედი ისე, რომ არც ცოლს ვატკინო გული და არც იმ ქალს, ვინც სიგიჟემდე მიყვარს და მიზიდავს. ნანას სხვა თვალით ვერ შევხედავ, საყვარლობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ან  ცოლს უნდა გავშორდე და ეს მოვიყვანო ცოლად, ანდა – დავშორდე, რაზეც ფიქრიც არ მინდა. ჩემს მეგობარს რომ ავუხსენი სიტუაცია, მითხრა, მაგარ შარში ხარ, რა რჩევა მოგცე. მაგრამ, თუ ცოლი არ გიყვარს, მასთან ცხოვრებას, გაშორება ჯობიაო. ვიცი, ეს ადვილი არ არის, მაგრამ არც ისაა მარტივი, იცხოვრო ერთ ქალთან და მეორეზე იოცნებო.
ნიკუშა, 30 წლის.

скачать dle 11.3