კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალი „ბრმა და ყრუა“ #15


ისინი, ანუ საშიში მამაკაცები, რომელთაც ქალების ხარჯზე უყვართ ცხოვრება, საკმაოდ მომხიბვლელები და ელეგანტურები არიან –  ქალის მიმართ ყურადღებიანები, კარგად ეხერხებათ კომპლიმენტები, შესანიშნავი მოსაუბრენი  და ისეთი საყვარლები არიან, ძნელია, ქალმა თავი შეიკავოს და არ შეიყვაროს. მაგრამ ეს შეიძლება, სუსტი სქესის წარმომადგენელს ძალიან ძვირი დაუჯდეს.
ალფონსი მამაკაცები მიზანმიმართულად კონცეტრირებული არიან შეძლებულ ქალებზე, სხვათა შორის, ეს მათი ერთადერთი მიზანია. ქალის  ასაკს, გარეგნობას, ინტელექტს, თუ მკერდის ზომას, მათთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
თავიანთ ქსელში ალფონსები ქალს აუჩქარებლად, ჭკვიანურად ხლართავენ – თავიდან ფინანსებსაც არ ინანებენ. ანუ „საქმეში“ ჩასადებად საწყისი თანხის გაღებაც არ ენანებათ, მაგალითად, რესტორნისთვის, ყვავილებისა და სხვა საჩუქრებისთვის. ეს ხომ მათთვის ინვესტიციაა, რომელსაც მალე დივიდენდები მოჰყვება.
რაც უფრო გამოცდილია ალფონსი, მით უფრო ძნელია მისი ზრახვების ამოცნობა. ნამდვილი პროფესიონალები ძალიან დელიკატურად მუშაობენ. ხშირად ალფონსი ქალს აჯერებს, რომ მის გარეშე ის არარაობაა; რომ მხოლოდ  მას შეუძლია, უყვარდეს ის ასე ძლიერ და  იყოს მის მიმართ ყურადღებიანი. ამიტომაც, მარტოხელა ქალები ექცევიან ფსიქოლოგიურ წნეხში და იმისთვის,  რომ შეინარჩუნონ „სანუკვარი არსება,“  ფულს დაუნანებლად იხდიან.
ჟიგოლო-ალფონსი – ეს პროფესია რთული და კრეატიულია. ის კარგი მენეჯერია, რომელმაც თავისი თავი და იდეები მიჰყიდა ქალს. ზოგიერთი მათგანი ერთბაშად რამდენიმე ქალთან აბამს რომანს. ჩვეულებრივი ქალისთვის ალფონსის ამოცნობა ძნელია. თუ  სხვები მიუთითებენ და ცდილობენ, თვალი აუხილონ, ფაქტები, მაგალითები მოჰყავთ, ქალი იმ  მომენტში „ბრმა და ყრუა“. სამწუხაროდ, ალფონსი მამაკაცები ჯერაც რჩებიან აქტუალურებად და პოპულარობით სარგებლობენ არცთუ უჭკუო ქალბატონებშიც კი.

რისი უნდა გვწამდეს

საკუთარი თავის რწმენა, ასევე ცხოვრებასთან დამოკიდებულება ადამიანში ბავშვობიდანვე ფორმირდება. ოჯახში, სადაც მშობლების თვითშეფასება  დაბალია, სადაც პასიური დამოკიდებულება აქვთ ცხოვრების მიმართ, ბავშვის შანსი, რომ გაიზარდოს თავდაჯერებული და ოპტიმისტი, საკმაოდ მცირეა. აუცილებელია, მომავალში მაინც ვისწავლოთ საკუთარი თავისა და ძალების რწმენა.
1. იმისთვის, რომ თავდაჯერებული ვიყოთ, ჯერ საკუთარი თავის მიმართ კეთილად უნდა განვეწყოთ. ანუ, შეიყვარეთ საკუთარი თავი ყველანაირი ხერხითა და საშუალებით. ეს თვითშეფასებას მოგიმატებთ.
2. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. თქვენ გაქვთ ბევრი ისეთი რამ, რითაც შეგიძლიათ, თავი მოიწონოთ და იამაყოთ. შეეცადეთ, იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, ნაკლოვანებები.
3. ყურადღება მიაქციეთ, როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები. არ არის აუცილებელი, კონკრეტულ პიროვნებას მიბაძოთ. შეიძლება, რომელიმეს ლაპარაკის მანერა მოგეწონოთ, მეორის – სიარულის მანერა, მესამის – თუ როგორ უჭირავს თავი და ასე შემდეგ.  აიღეთ საუკეთესო და გააერთიანეთ თქვენში.
4. შეეცადეთ, აკეთოთ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე. ვინც სხვებს ეხმარება და აკეთებს სიკეთეს, იწყებს საკუთარი თავის დაფასებასაც. ანუ,  სხვების დახმარებით, თქვენ რეალურად, საკუთარ თავს ეხმარებით.
5. მიიღეთ ცხოვრება მისი მრავალფეროვნებით. მშვიდად მიუდექით პრობლემებსა და არასასურველ სიტუაციებს. ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები, რომლითაც იცავთ საკუთარ სიმართლეს.
6. გაიღიმეთ ხშირად. სიცილი სასარგებლოა თქვენი შინაგანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
რაღაც მინდა...

პრობლემაა, როდესაც თავადაც არ ვიცით, რა გვსურს. შესაბამისად, არც შანსი გვექნება, რომ საწადელს მივაღწიოთ. ასეთ დროს დინებას მივყვებით,  ვცხოვრობთ ისე, როგორც გამოგვდის.
როგორ მივხვდეთ, რა გვინდა რეალურად და როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს?!
„შინაგანი ბავშვი“ – ეს არის ის, ვინც ამბობს „მინდა“. მისი სურვილები შეიძლება, იყოს რეალისტურიც და ფანტასტიკურიც. ჩვენი „მე-ს” ზრდასრული ნაწილი ლოგიკით იმართება. ჩვენ მუდამ ჩაგვესმის მისი ჩურჩული: „არ შეიძლება“, „არ გამოგივა“, „არ ხარ ვალდებული“.
ცხოვრებაში ხშირად ყველაფერი ძალიან რთულია. ზოგმა დაივიწყა საკუთარი შინაგანი „ბავშვის“ მოსმენა, ვიღაცას – ეშინია.
დეტალურად წარმოიდგინეთ თქვენი სურვილის რეალიზება. მაგალითად, გინდათ, გახდეთ ხელმძღვანელი. წარმოიდგინეთ, რომ უკვე გახდით. როგორ ჩაივლის თქვენი სამუშაო დღე? რომელ საათამდე ზიხართ ოფისში? როგორ აგვარებთ სამსახურეობრივ კონფლიქტებს? ამ ყველაფრის წარმოდგენით, შეიძლება, უცებ მიხვდეთ, რომ ხელმძღვანელობა სულაც არ არის თქვენი საქმე.
იმ შემთხვევაში, თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ და აღარაფერი გინდათ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან გაჩნდა ჯადოქარი. ჯადოქარს შეუძლია, თქვენი ნებისმიერი სურვილის ახდენა. რა შეიცვლებოდა თქვენს ცხოვრებაში ამ შეხვედრის შემდეგ? ისევ იგივე სამსახურში გააგრძელებდით მუშაობას? ისევ იმავე ქალაქში იცხოვრებდით? იგივე ხალხთან გექნებოდათ კონტაქტი?
ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რისი შეცვლა გინდათ ცხოვრებაში.
სურვილების სია – ცხოვრების გეგმაა, რომელიც გაიძულებთ, მიიღოთ მისგან უფრო მეტი.
ფსიქოლოგები ამ ტექნიკას აქტიურად მიმართავენ. მაგალითად, გოგონას, რომელსაც არ შეუძლია, დაალაგოს პირადი ცხოვრება, ფსიქოლოგები სთხოვენ, დაწეროს, როგორია მისთვის იდეალური პარტნიორი. გარკვეული დროის შემდეგ, ის სასწაულებრივად ხვდება ასეთ მამაკაცს რეალურ ცხოვრებაში.

скачать dle 11.3