კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მოახმარს კახაბერ ცისკარიძე საკუთარი სამოსის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილს და რატომ მიიჩნევს ის სასარგებლოდ პროსტიტუციის ლეგალიზაციას #14

კახაბერ ცისკარიძემ, მუსიკოსმა, რომელიც ქართული ელექტროფოლკის დამაარსებელია და მრავალი წელია, ტრადიციული ქართული მუსიკის მოდერნისტულ ვარიანტს უწევს პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით, გადაწყვიტა, საკუთარი ბრენდის, „კახაბერის“ ჩამოყალიბება ახლა უკვე ტანსაცმლის ხაზითაც. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ჩამოაყალიბა ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი კონცეფცია და რამდენიმე ნიჭიერ ადამიანთან კოლაბორაციის შედეგად შექმნა პირველი კოლექცია, რომელმაც უკვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა. პრეზენტაცია 1 აპრილს სასტუმრო „ბალტიმორში“ გაიმართა.
კახაბერ ცისკარიძე: დიდი ხანია, ეს იდეა მაქვს. ყველაფერი ჩემი მუსიკიდან გამომდინარეობს, იმ მიმდინარეობიდან, რომელსაც ქართული ელექტროფოლკი დაერქვა, რაც ქართული ფოლკლორის მოდერნიზაციას გულისხმობს და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, უკვე ძალიან ბევრი წელია. დღეს „კახაბერი“ ბრენდად ჩამოყალიბდა უკვე ტანსაცმლის ხაზითაც. ტანსაცმელი, ისევე როგორც ჩემი მუსიკა, საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. ეს ჩვენი ძველი ქართული სამოსის გათანამედროვებული, მოდერნისტული ვარიანტია: მაისური ჩემი დიდი ბაბუის ფოტოთი, რაც წინაპრების მიმართ პატივისცემას ნიშნავს. თან, ჩვენი წინაპრების ჩაცმულობის პოპულარიზაცია ხდება, რაც ჩემი ინსპირაციის წყარო გახდა. გვექნება მეორე ტიპის მაისურები, ჩემი ლოგოს გამოსახულებით – სათვალეებით და ულვაშებით. ასევე ყაბალახი, რომელიც კონსტანტინე თედელურთან ერთად გავაკეთეთ. ეს ყაბალახის მოდერნიზაციის პირველი პრეცედენტია. მას დაემატა კიდევ ერთი ფუნქცია ჟილეტის სახით. შეგიძლია, გაიკეთო თავზეც, შარფადაც და ქამრის ფუნქციაც მისცე. მომღერალმა ირაკლი დემეტრაშვილმა შემოგვთავაზა საინტერესო იდეა: ჩემი თმის სტილისტთან, შაკო საჯაიასთან, დამზადდება ქართული ფაფახები სხვადასხვა თანამედროვე ვარცხნილობით. ყველას შეუძლია, საკუთარი გემოვნების მიხედვით შეუკვეთოს სასურველი ვარცხნილობის ფაფახი, რომელსაც დაეწერება „შაკო საჯაია ფორ კახაბერი“. ფაფახების გარდა, კოლექციაში გვაქვს კიდევ ერთი კოლაბორაცია – ეს არის შარფები, რომელიც ჩვენს კოლექციაში ყველაზე ძვირად ღირებულია. ეს არის აბრეშუმზე დამზადებული ქართველი არტისტის, დათო მაჭავარიანის მიერ შექმნილი ილუსტრაცია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე – ქართული ჯარის პრინტით. ეს ყველაფერი არის უნისექსი, ანუ მისი გამოყენება ქალსაც შეუძლია და კაცსაც. თითოეული სამოსის გაყიდვიდან შემოსული ხუთი ლარი ჩვენი ქვეყნის გამწვანებას მოხმარდება.
– სამოსის ფასები როგორია?
– ისეთი, რომ მათი შეძენა ყველას შეუძლია. მაგალითად, შარვლის ფასია 130 ლარი, მაისურის – 65-70 ყაბალახი – 120.
– როგორც ვიცი, ტრადიციული ჩვენება არ გქონია.
– მუსიკიდან გამომდინარე, ჩვენი ბრენდი უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებულია და არც მე ვარ ახალი სახე. ამიტომ, დეფილეს მოწყობა  არ მჭირდებოდა. ჩვენება სასტუმრო „ბალტიმორში“ გაიმართა. აქ იყვნენ მომღერლები, რომლებმაც იმღერეს ჩემი სიმღერები: ქრისტინე იმედაძე, ლელა წურწუმია, სტეფანე, ხანუმები – ახალი სიმღერის პრემიერით. იყვნენ ახალი სახეებიც, მე – დიჯეის აპლუაში და მოდელების როლი სწორედ ამ მომღერლებმა შეასრულეს. „კახაბერთან“ ერთად ძალიან მალე გამოვა ახალი ხაზი სპეციალურად ქალბატონებისათვის – „ხანუმები“. აქ მოსულ სტუმრებს დახვდათ შოკოლადი, რომელიც ასევე „კახაბერის“ წარმოებისაა. ბევრი შემოთავაზება წამოვიდა, რომ ჩემი ტანსაცმელი სხვა ქვეყნებში დამზადდეს. მაგრამ, პრინციპულად გადავწყვიტე, რომ ყველაფერს ეწერება: „დამზადებულია საქართველოში“. ჩემი სამოსი „უნი სთაილში“ დამზადდება ქართველების მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვეძებ საინტერესო ახალგაზრდებს, რომლებიც ჩემთან იმუშავებენ საკუთარი იდეებით. მიყვარს კოლაბორაცია და ადამიანთა ნიჭის წარმოჩენა.
– რადგან ტრადიციული სამოსის გათანამედროვეობაზე ვსაუბრობთ, მინდა, თანამედროვეობის ძალიან აქტუალურ საკითხს, დეკრიმინალიზაციასაც შევეხოთ, როგორც ვიცი, მომხრე ხართ.
– ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და თანამედროვე სამყაროში გარკვეული სტანდარტებია, რომელსაც ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ. მოხმარების გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ – ცხოვრება არ უნდა უფუჭდებოდეთ. ჩვენი მორალი და შეგნება აქამდე უნდა მივიდეს. არანაირი მონაცემები არ არსებობს, რომ მარიხუანას ადამიანის დაღუპვა ან აგრესია გამოეწვიოს. დღეს მარიხუანა სამკურნალო საშუალებადაა მიჩნეული და ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ დამოკიდებულებას.
– ლეგალიზაციის მომხრე ხარ?
– კი. ლეგალიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ აქედან მიღებული თანხით განათლება, სოციალური დაზღვევა დაფინანსდეს, ხალხს დახმარება და პენსია გაეზარდოს. თუნდაც თვიური ანაზღაურება იყოს მეტი. სწორედ ეს არის ლეგალიზაცია. თავისთავად უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაციაც – ეს ის ეტაპია, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაგვევლო. ამაში ჩამორჩენილები ვართ. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დეკრიმინალიზაციასთან ერთად, ლეგალიზაციაც მოხდეს. მარტო ამას შეუძლია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის მშვიდობის მცენარე.
– თუმცა ბევრი აპროტესტებს დეკრიმინალიზაციასაც და ლეგალიზაციასაც.
– ვფიქრობ, მათი მორალი და შეგნება ჩამორჩება მსოფლიო სტანდარტებს. მეცნიერება და მედიცინა მის სარგებლიანობას აღიარებს და არ მგონია, ვიღაცეები, ვინც ამას აპროტესტებენ, იმ მეცნიერებზე მაღლა იდგნენ. იმის შესახებაც არსებობს მონაცემები, რომ იქ, სადაც დაშვებულია, მომხმარებელი ნაკლებია, უფრო მეტი მომხმარებელი ტურისტია.
– ბევრისგან გამიგია, ბიჭის მამა ვარ და მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრე როგორ ვიქნებიო.
– მე ვარ ბიჭების მამა და ზუსტად ამიტომ მინდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, რომ ჩემი შვილების განათლება დაფინანსდეს. მთავარია, არა დასჯა, არამედ ახსნა სწორი ფორმით. როცა მამა-შვილს ასეთი ურთიერთობა აქვს, ეს უფრო გასაგებია. დღეს ელემენტარული „გუგლი“ არსებობს და მამას შეუძლია, მარიხუანის შესახებ სრული ინფორმაცია წაიკითხოს და ის გადასცეს შვილს. არ ვამბობ, რომ მარიხუანა კარგია და მისი გამოყენება საჭიროა. რეკლამას არანაირად არ ვუწევ მოხმარებას. ვგულისხმობ იმას, რომ ამის გამო არ უნდა დაისაჯონ და მისგან დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღება შეიძლება. ნარკოპოლიტიკა მთლიანად გადასახედია.
– ინტერვიუმდე ვსაუბრობდით არალეგალიზებულ პროსტიტუციაზეც.
– სამი წლის წინ დავიწყე ორივე თემაზე საუბარი. პროსტიტუცია, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ არის გაუკონტროლებელი. ცუდია, რომ სკოლაში მაღალი კლასის მოსწავლეებს არ აძლევენ განათლებას, როგორ დაიცვან თავი და საერთოდ, როგორ ხდება სექსუალური ურთიერთობა. საჭიროა, სკოლაში იყოს სექსოლოგი, რომელიც გაანათლებს ახალგაზრდებს. შესაძლოა, ცოტა ხანში ჩვენი ერი აღარ არსებობდეს. აუცილებლად უნდა ავხადოთ ფარდა ტაბუდადებულ თემებს, რაც ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოხმარდება. რა გვინდა ვთქვათ – ჩვენს ქვეყანაში სექსი და პროსტიტუცია არ არის? სამწუხაროა, რომ სწორედ ისინი, ვინც ასეთ დაწესებულებებში დადიან,  უპირველესად, ებრძვიან პროსტიტუციის ლეგალიზებას. არადა, ეს თემა რომ ლეგალიზებული იყოს, მაშინ პროსტიტუციის მსახურებს სამედიცინო დაზღვევაც ექნებათ, მათი ჯანმრთელობის გადამოწმებაც მოხდება. ადამიანი რასაც უნდა, იმას უზამს საკუთარ თავს და სხეულს, მაგრამ ლეგალიზაციის შემთხვევაში, მომხმარებელი დაცული იქნება. დღეს პროსტიტუცია არსებობს, მაგრამ არასწორი ფორმით, რაც მომავალში ჩვენი თაობის დაღუპვას, უშვილობას და ბევრ საშინელ პრობლემას გამოიწვევს.
– ბოლოს, ძმის ჯანმრთელობის შესახებაც გკითხავთ. როგორაა?
– მადლობა ღმერთს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა. ჩემს გამზრდელ ძმას სიმსივნე აღმოაჩნდა, თუმცა უკვე კარგად არის. ზუსტად მისი მკურნალობისთვის სტამბოლში რომ ვიყავით ჩასულები, გვითხრეს, რომ საქართველოდან ჩადიან ყველაზე მეტი სიმსივნით დაავადებულები, რაც, ძირითადად, ეკოლოგიური მდგომარეობითაა განპირობებულიო. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა.

скачать dle 11.3