კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა 7 წლის შემდეგ თიკო ნატროშვილმა მეუღლეზე მეორედ დაქორწინება და ვის წინააღმდეგ შეიტანა მან სასამართლოში სარჩელი #14

თიკო ნატროშვილი ცოტა ხნის წინ თავის მეუღლეზე მეორედ დაქორწინდა. უფრო სწორედ ჯვარდაწერილმა წყვილმა, 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ხელი მოაწერა. თიკო რამდენიმე წლის განმავლობაში „სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. ამასთან დაკავშირებით თიკომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობს.
– თიკო, რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო დადე, სადაც წერდი: „ცოლი ვიცი მე ასეთი... სტაბილური! „მეორედ“ გავთხოვდი და ისევ ჩემს ქმარს გავყევი“.
– მე და გაგამ პარიზში დავიწერეთ ჯვარი და იმ სივრცეში, არ იყო იმის საშუალება, ხელის მოწერის ცერემონიალიც გაგვემართა. პერიოდულად, სულ ვამბობდით: ხელი გვაქვს მოსაწერი, ხელი გვაქვს მოსაწერიო. ირინა ონაშვილი იყო ჩემი მეჯვარე, როცა პარიზში დავიწერეთ ჯვარი და ისე დაემთხვა, ხელმოწერის დღეს საკეისრო გაიკეთა და მეორე ბიჭუნა გააჩინა. სალომე ბაკურაძე გაგას ბავშვობის მეგობარია, მის მეუღლესთან, ლაშასთანაც მეგობრობს. სალომე და ლაშა წამოგვყვნენ მოწმეებად. ფინჯანი ყავის ფონზე მოვაწერეთ ხელი. მე და გაგა ვხუმრობდით: ექსპრომტებში ბადალი არ გვყავსო.
– 7 წელი არ არის პატარა დრო. როგორ ფიქრობ, რა არის იმისთვის საჭირო, რომ წყვილმა სტაბილური, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს და 7 წლის შემდეგაც ბედნიერად მოაწერონ ხელი?
– არ არსებობს ორი ადამიანის ურთიერთობა ან ოჯახი, სადაც განსაცდელი არ ხდება. გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან გრძნობები გვაკავშირებს, გონიერებაც გამოვიჩინეთ. შვილები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი იმდენ დროს მართმევენ, შეიძლება, გაგას სათანადო ყურადღება ვერც მივაქციო. მაგრამ, მე და გაგას გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჯერ ვართ მე და გაგა ერთმანეთისთვის და შემდეგ შვილები. ისინი გაიზრდებიან, თავიანთი გზა ექნებათ და მე და გაგამ უნდა ვუყუროთ ერთმანეთს. პასუხისმგებლობის განცდა გვაქვს. გარდა ამისა, კახის პრობლემა ძალიან გვაერთიანებს და რაც მთავარია – ჩვენი გრძნობები. კამათიც, რომელიც შეიძლება 5 წუთს გაგრძელდეს, არ შეგვყავს ისეთ ჩიხში, რომ მერე უკან ვეღარ გამოვიდეთ. საკამათო სიტუაციაში, თუ მე ვიძაბები ან – ის, ვამბობთ: მოვრჩეთ ახლაო. ვცდილობთ, არ დავძაბოთ სიტუაცია. ამ 7 წელში უფრო მეტი პოზიტივი დავაგროვეთ, ვიდრე ნეგატივი. თუმცა, ნეგატიურიც ძალიან ბევრი იყო. ჩვენ გვაქვს იმხელა შინაგანი ძალა, საკმარისი გრძნობები, რომ ეს ნეგატივი გადავფაროთ. ის პოზიტივი, რომელსაც მერე ფიქრებში ვწონით, გვიღირს ერთად ცხოვრებად. ეს ალბათ, იმის ძალაა, რომ 7 წლის შემდეგ, ისევ ვიღებ გადაწყვეტილებას, მეორედ გავთხოვდე. მერე გაგას ვეუბნებოდი: ერთხელ ჭირს, თორემ ხომ ხედავ, უკვე მეორედ გავთხოვდი-მეთქი.
– კახის პრობლემა ახსენე, რომელმაც უფრო მეტად დაგვაკავშირაო. ხშირად მამაკაცებს უჭირთ ასეთ ამბებთან შეგუება, გათავისება.
– კახის ამ წუთში ყველაზე დიდი მხარდაჭერა და მშობლების დიდი ძალა სჭირდება. ჩვენ რომ ამას არ შევგუებოდით და საკუთარ თავზე დაგვეწყო ფიქრი, ეს კახის მიმართ ყველაზე დიდი ღალატი იქნებოდა. ჩვენც ადამიანები ვართ და რაღაცეები გაგვიჭირდა – აღქმა, გაცნობიერება, შეგუება, მაგრამ მაქსიმალურად ავიყვანეთ თავი ხელში. მოკლე დროში შევეცადეთ, გადაგველახა ეს პრობლემა და მის მოგვარებაზე დაგვეწყო ფიქრი. გვინდა, შვილს დავეხმაროთ. ჩვენ ახლა კახის პრობლემას უნდა მივხედოთ  და არა, კახის მოვახვიოთ თავზე ჩვენი პრობლემა. ის უნდა გაიზარდოს სრულიად ჯანსაღ გარემოში – ჯანსაღი ადამიანი, შემდგარი პიროვნება. რაც მეტად დავუმძიმებთ გარემოს, მით უფრო ვერ მოახერხებს ამას.
– როგორც ვიცი, კახის აქვს პროგრესი.
– ბოლოს თურქეთში ვიყავით, საკმაოდ ძლიერ ორთოპედთან, რომელმაც გვითხრა, წესით, კახი 36 თვის ასაკიდან შეძლებდა სიარულსო. ამ პერიოდის შემდეგ კახიმ მიაღწია გარკვეულ პროგრესს: წამოდგომა შეძლო, ხელმოკიდებული ნაბიჯებს  ადგამს. საკმაოდ აქტიური ბავშვია. ახლა ვცდილობთ, მივაგნოთ რაღაც საშუალებას: ქირურგიული იქნება ეს თუ ფიზიოლოგიური, იმ შედეგს რომ მივაღწიოთ,  დამოუკიდებლად იმოძრაოს. პირველ ეტაპზე მოვუნდით კვლევას, დიაგნოზის დადგენას და მეორე ეტაპი იყო რაღაც კონკრეტულ შედეგებამდე მისვლა. მესამე ეტაპია ის, რომ ბავშვი რამენაირად ფეხზე დავაყენოთ. ქრონიკული პრობლემა, რაც კახის აქვს, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვება, მაგრამ, თუ არის შესაძლებელი, ის ფეხზე დამოუკიდებულად დავაყენოთ, ჩვენ ეს გზები უნდა მოვნახოთ. მე რეალობას არ ვცდები და ვიცი, კახის პრობლებიდან რა არის მისაღწევი და ამ მისაღწევისთვის ვიბრძვით.
– მინდა, შენი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს შევეხო. რა მოხდა რეალურად?
– როგორც იცით, ვმუშაობდი „სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“. მოაწყვეს რეორგანიზაცია, რაც არ იყო სავალდებულო. უბრალოდ, ასეთ დროს კადრებს თავისუფლად უშვებ, ვითომ ასე, იურიდიულად დაცულია სამსახურის უფროსი. თუმცა, რამდენად კანონიერი იყო ჩემთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება, ამას, რა თქმა უნდა, სასამართლო გაარკვევს. ამ სამსახურში მივედი 2011 წელს. 4 წელი ხელშეკრულებით ვიმუშავე. 4 წლის შემდეგ, როდესაც ვაკანტური გახდა ერთ-ერთი კადრი, შევიტანე საკონკურსო წესით განცხადება და დავიწყე მუშაობა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ახლა, როცა სამსახურიდან გამათავისუფლეს, ამ სიტუაციაში ჩემი მთავარი მიზანია, სიმართლე დავამტკიცო. არის კონკრეტული საკითხები, რომელიც არა მხოლოდ ჩემი, არამედ ნებისმიერი ადამიანის გადმოსახედიდან არასამართლიანი, უკანონო და უხერხულია. როცა სამსახურის დატოვება პრიმიტიული განმარტების ფონზე გიწევს. ჩემმა უფროსმა პირადად მითხრა, თუმცა იქ სხვებიც იყვნენ: პირადად მივიღე გადაწყვეტილება! ჩემი კომფორტისთვის, ასე აჯობებს მომავალშიო. როგორც კი გამიჩნდა უსამართლობის განცდა, მივიღე გადაწყვეტილება, სასამართლოს გზით გავარკვიო სიმართლე. საჯარო სამსახური არ არის დუქანი, კანტორა, როგორც გინდა, ისე მოიქცე. თუ თანამშრომელს საჯარო სამსახურში უხეში დისციპლინური დარღვევა არ აქვს, უფროსს არ აქვს უფლება, აიღოს და გვერდზე გაგწიოს, თან, რის სანაცვლოდ. იდეაში ჩემი საშტატო ერთეულიც გააუქმეს, მაგრამ რამდენად შეძლებენ ამის იურიდიულად დამტკიცებას,  ეს უკვე სასამართლოს დავის საგანია.
– უკვე შეიტანე სარჩელი და რა არის შენი მოთხოვნა?
– საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანე, რომლის მიხედვით, ვითხოვ განაცდურის ანაზღაურებასა და ჩემს პოზიციაზე აღდგენას, სამსახურში დაბრუნებას.
– შენს სტატუსში ასევე წერდი: „ჰო, და კიდევ… პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – სამსახური, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ რამდენიმე პროექტს აფინანსებს, სამსახურიდან შშმ პირის მშობელს ათავისუფლებს! ეჰ, მე კი მეშველება, ჩემს შვილსაც, მაგრამ…”
– ეს კიდევ ერთი პარადოქსია. ეს სამსახური ახორციელებს შშმ პირების მიმართ პროექტებს. რეალურად, გამოდის, რომ ეს ყველაფერი შეფუთულია, ფორმალურად. ეს სახელმწიფოებივად არასწორი ნაბიჯია. ასეთ მშობელს სახელმწიფო უნდა იცავდეს და არა სამსახურიდან ათავისუფლებდეს. შშმ პირის მარჩენალს ათავისუფლებ სამსახურიდან – ეს უდიდესი დანაშაულია და როცა სახელმწიფოს სახელით მოქმედებ, სულ ცოტა პასუხისმგებლობა მაინც უნდა გქონდეს, ასეთი აბსურდული შეცდომა არ დაუშვა. მე პროფესია მაქვს, ვუშველი ჩემს თავს, მაგრამ ჩემნაირი რამდენია?! ყველამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, არ უნდა გადაგიარონ თავზე. უუფლებობის განცდამ მიმიყვანა ამ ზომამადე, რომ დღეს სასამართლოს გზით სიარული მიწევს.

скачать dle 11.3