კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უპირისპირებს ზოგიერთი ქალი ქმრის ღალატს და როგორ ტკბება შემდეგ შურისძიებით #14

ზოგჯერ ღალატსაც აქვს გამართლება. მთავარია, გინდოდეს და ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უხერხულ სიტუაციას მოუძებნი ახსნას, მონახავ გამოსავალს და შეძლებ, სიტუაცია შენს სასარგებლოდ წარმოაჩინო. ბევრისთვის, ალბათ, უცნაური და უჩვეულო იქნება იმის მოსმენა, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც კაცის მხრიდან ღალატს ტრაგედიად არ მიიჩნევენ და არც საკუთარი თავი წარმოუდგენიათ მსხვერპლის როლში. ანუ, ისინი ახერხებენ, ადამიანური შეცდომა ტრაგედიად არ გადააქციონ. იქნებ, ეს სწორი პოზიციაა, იქნებ სწორედ ეს „მექანიზმია“ გადარჩენის ალტერნატიული საშუალება?!

 მაკა (41 წლის): თქვენ იფიქრეთ, რომ მე ვარ განსაკუთრებული ქალი, რადგან ჩვეულებრივ, ძალიან ბანალურ მოვლენაზე, ზუსტად ასეთივე, ჩვეულებრივი რეაქცია მაქვს. გეთანხმებით, რომ ბევრი ცოლისგან განვსხვავდები. შეიძლება, ეს ნაკლია ან პირიქით, ღირსებაა... მოკლედ, არ ვიცი. ფაქტია, რომ იმ მექანიზმის საშუალებით, რომელზეც საავტორო უფლება მე მეკუთვნის, ცხოვრება ნორმალურად მიედინება და ასე თუ ისე, ბედნიერი ვარ.
– რაზეა კონკრეტულად საუბარი?
– ჩემს დამოკიდებულებაზე ქმრის ღალატთან. ერთი წინადადებით ამის ახსნა და განმარტება გამიჭირდება. მაგალითად, აქსიომაა, რომ ყველა ქალს, ასევე მამაკაცს, სურვილი აქვს, რომ მისი პარტნიორი მხოლოდ მას ეკუთვნოდეს – არ ვიზიარებ ამ მესაკუთრულ გაგებას. პარტნიორი არ უნდა აიძულო, შენი ერთგული იყოს. ეს მისი კეთილი ნებაა. შენ ან იღებ მოცემულობას, ან – არა! ვერ აგიხსენით? მოკლედ გეტყვით – შენი არჩევანია, როგორ ქმართან იცხოვრებ. ვერ აიძულებ კაცს, შენი ერთგული იყოს. ისევე, როგორც ღალატს ვერ აიძულებ. მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის ქმედება მის ხასიათზე, ბუნებაზეა დამოკიდებული. შეუცვლი ხასიათს? – შეუძლებელია. აბა, როგორ უნდა შეაცვლევინო ქცევის მანერა ან მენტალობა? მე რომ მომთხოვოს ქმარმა, მიღალატეო, ვუღალატებ? არა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. იმიტომ კი არა, რომ მისი მეშინია. უბრალოდ, ეს ჩემს ხასიათში არ დევს. საპირისპირო ვარიანტსაც განვიხილავ – მოღალატე რომ ვიყო, ვერაფერი შემაჩერებდა.
– უღალატებდით ქმარს?
– აუცილებლად. ვერაფერი დამაკავებდა. მეცინება, რომ ამბობენ, ქმრის მეშინია, მოკლე კაბას ვერ ვიცვამ, ან მეგობრებს ვეღარ ვხვდები, ჩემი ქმარი იეჭვიანებსო... რა სისულელეა.
– არ გჯერათ, რომ ზოგიერთი ქალი ქმარს შიშის გამო არ ღალატობს?
– ანუ ღალატი უნდა, მაგრამ ეშინია, რომ ქმარი მოკლავს? თავს ვერ დავდებ ამაზე, მაგრამ ვფიქრობ, თუ ქალს რამე უნდა, ვეღარაფერი დააკავებს, აბსოლუტურად ვერაფერი. ასეა მამაკაციც. თუმცა, კაცის შემთხვევაში, კიდევ სხვა მექანიზმი „მუშაობს“ – ღალატის სურვილს დაუსჯელობის სინდრომიც ემატება. როგორ გგონიათ, ცოლს ამ ყველაფერთან გამკლავება შეუძლია? როგორი გულუბრყვილო უნდა იყო, რომ წარმატების იმედი გქონდეს. მე ეს ყველაფერი თავიდანვე მქონდა გააზრებული. ამიტომ, ილუზიებში ცხოვრება აღარ დამჭირვებია. როცა რაღაცას წინასწარ ხარ შეგუებული, თავდაცვაც გაცილებით ადვილია. მე ისე მაქვს საქმე დაყენებული, ქმარს სურვილიც აღარ უჩნდება, რომ მიღალატოს.
– დარწმუნებული ხართ ამაში? იქნებ თავს იტყუებთ?
– დარწმუნებული ვარ. ისე ვიძიე მასზე შური, ოღონდ დაუგეგმავად და არა მიზანმიმართულად, მეეჭვება, ღალატი მოუნდეს. შეიძლება, ჩემს ქმარზე გაჭრა ამან და ყველა მამაკაცზე არ „იმუშაოს“, მაგრამ ქალებს მაინც ვურჩევდი, მომბაძონ.
– ჯერ რომ არ გითქვამთ თქვენი „მეთოდის“ შესახებ?
– თითქმის ვთქვი. სრული იგნორი და რეალობის მოცემულობად მიღება. შეიძლება, გასაგებად ვერ ვამბობ. ამიტომ გავხსნი საიდუმლოს. მოკლედ, ჩემს ქმარს თავიდანვე ვუთხარი, რომ მისი ერთგულების იმედი არ მქონდა. გაუკვირდა, რატომო, მკითხა. იმიტომ, რომ კაცი ხარ და მე თავს არ მოვიტყუებ, მაგრამ ჩემებური რეაქცია მექნება-მეთქი. როგორიო? – ძალიან დაინტერესდა და დაინტრიგდა. კარგა ხანს ვაწვალე. არ ვეუბნებოდი. მივხვდი, რომ შეეშინდა. იფიქრა, თუ მისი ღალატის შესახებ გავიგებდი, მეც იგივეთი ვუპასუხებდი, ანუ ვუღალატებდი. დამიჯერეთ, ასეთი მეთოდი და მიდგომა კაცის ფსიქოლოგიაზე ძალიან „მუშაობს“, მაგრამ ქმედებებიც უნდა მიაყოლო.
– რა ქმედებები, უნდა აეჭვიანო?
– დიახ. მაგრამ ისე, რომ ეს კარგად იყოს შეფუთული – არა აგრესიული ფორმით. უნდა იცოდეს, რომ მის გვერდით ცხოვრობს პიროვნება, რომელსაც საკუთარი „მე“ გააჩნია. მე სულ ფორმაში ვარ. განსაკუთრებით ვზრუნავ თავის მოვლაზე. არ ვამბობ უარს მის გარეშე მეგობრების წრეში დროის გატარებაზე. მაქვს ჩემი პატარა „საიდუმლოებები“. ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. ჩემმა ქმარმა ზუსტად იცის, რომ, რომც მიღალატოს, მე მსხვერპლი არ ვიქნები – არავითარ შემთხვევაში. ჩემი დამცირება და დაჩაგვრა არ გამოუვა.
– ანუ, თუ გიღალატებთ – მოატყუებთ? უღალატებთ?
– საქმე ისაა, რომ მან ზუსტად არ იცის, შურისძიების რა ფორმას ავირჩევ და საერთოდაც, ვიძიებ თუ არა შურს. გაურკვევლობაში ყოფნა მისთვის სერიოზული სტრესია. ამიტომ, სულ ამის ფიქრშია და აღარ რჩება დრო, ღალატზეც იფიქროს. მე არ მეშინია მწარე სიმართლის და ესეც სერიოზული კოზირია ჩემს ხელში. არც სკანდალს ავტეხ და არც ვიჩხუბებ, მაგრამ პასუხს მიიღებს. ეს იცის. რატომ ვერ ხვდებიან ცოლები, რომ მსხვერპლის როლში ყოფნა მხოლოდ მათ დააზიანებს და არანაირად არ წაადგებათ ქმართან ურთიერთობაში. ცოტა მეტი გონიერებაა საჭირო და სიმშვიდის შენარჩუნება. რაც მთავარია, ილუზიები არ უნდა შეიქმნა. რეალობაში ცხოვრება, მისი ადეკვატურად აღქმა, გაცილებით უკეთესია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ძალიან არ გესიამოვნოთ.

скачать dle 11.3