კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #14

რისთვისაა საჭირო შიში
დიდი სიკეთეა შიში. შიში რომ სიკეთე არ იყოს, არც მამები მიუჩენდნენ შვილებს ზედამხედველებს და არც კანონმდებლები დაადგენდნენ ქალაქის თავებს. რა უნდა იყოს ჯოჯოხეთზე საშინელი? მაგრამ არაფერია ჯოჯოხეთის შიშზე უფრო სასარგებლო, რამეთუ ეს შიში სამეფო გვირგვინს გვიმზადებს. სადაც შიშია, იქ შური არ არის; სადაც შიშია, იქ ვერცხლისმოყვარება ფეხს ვერ იკიდებს; სადაც შიშია, იქ მრისხანება დუმს, ბოროტი გულისთქმა ცხრება და ყოველგვარი უგუნური ვნება ითრგუნება. და როგორც ნიადაგ იარაღასხმული მეომრის სახლში ძნელად თუ გაბედავს გამოჩენას ქურდი ან ავაზაკი, ისევე, თუ ჩვენი სული შიშითაა მოცული, ვერცერთი ბოროტი ვნება ვერ გაბედავს ჩვენთან მოახლოებას – ამ შიშით ოტებულნი  უკანმოუხედავად გაიქცევიან. და მხოლოდ ეს კი არა, შიშს სხვა, ბევრად უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს: ის არა მარტო ბოროტ ვნებებს განაგდებს, არამედ თავისკენ იზიდავს სათნოებას. სადაც ღმრთის შიშია, იქვეა მოწყალების გაცემაზე ზრუნვა. ლოცვაში გულმოდგინება, მხურვალე ცრემლი და გლოვა, რაც გულის შემუსვრილებას გამოხატავს. სხვა არაფერი სპობს ისე ადვილად ცოდვას და არაფერი უწყობს ხელს სათნოების დანერგვას, როგორც შიში. ამიტომ, ვინც ამ შიშის გარეშე ცხოვრობს, იმისთვის შეუძლებელია ღმრთის წინაშე სათნო-ყოფა. ისევე, როგორც ღმრთისმოშიშმა შეუძლებელია, სცოდოს. შიში რომ სიკეთე არ იყოს, იესო ქრისტე არ იტყოდა ამდენს საუკუნო სასჯელსა და სატანჯველზე. შიში სხვა არაფერია, თუ არა კედელი ზღუდე და აუღებელი ციხესიმაგრე. ჩვენ კი ძალიან გვჭირდება ეს გალავანი, რამეთუ მრავალ მახეთა შორის დავალთ.

რას გვიბრძანებს ღმერთი – როგორ უნდა მოვექცეთ მშობლებს
ღმერთს ძალიან სურს, რომ შვილები მშობლებს პატივს სცემდნენ და მათ, ვინც ასე იქცევა, უდიდეს სიკეთეს ანიჭებს. ამ მცნების გარდამავალთ კი, მძიმე სასჯელს მოუვლენს: „ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თვისისა სიკუდილით მოკუდეს“ (გამოსლვ. 21,17). მშობლების პატივისმცემლებს ღმერთი ეუბნება: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი  უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ (იქვე, 20,12).” ის, რაც უდიდეს სიკეთედ ითვლება – ბედნიერი სიბერე და ხანგრძლივი სიცოცხლე – ღმერთმა სწორედ მშობლების პატივისცემელთ მიანიჭა ჯილდოდ, ხოლო რაც უკიდურეს უბედურებად მიგვაჩნია, ანუ ადრეული სიკვდილი – მშობლების შეურაცხმყოფელებს განუწესა სასჯელად. ამრიგად, უფალი ზოგს ჯილდოს აღთქმით იზიდავს მშობლების პატივისცემისკენ, ზოგს კი სასჯელის შიშით უკრძალავს მათ შეურაცხყოფას. ყოველივე ამისთვის მადლობა შევწიროთ კაცთმოყვარე ღმერთს, რომელიც ზრუნავს ჩვენი ცხონებისთვის, იღვწის მშობლებისთვის, ზრუნავს შვილებისთვის და ყოველივეს განაგებს ჩვენი ცხონებისთვის.

როგორ უნდა მოვექცეთ მღვდლებს
რაც შეიძლება მეტი ყურადღებით უნდა მოვექცეთ მათ, ვისაც საღმრთო საიდუმლოთა აღსრულება აქვთ მინდობილი – ჭეშმარიტად, მაღალი ღირსებით არიან შემკულნი! ითქვა: „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ“ (იოან. 20,23). და კიდევ „და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით“ (I თეს. 5, 13). მართლაც, შენ მხოლოდ საკუთარ საქმეებზე ზრუნვა გევალება და თუკი მათ კეთილად წარმართავ, სხვების მაგივრად პასუხი არ მოგეკითხება. მღვდელს კი, თუნდაც თავისი ცხოვრება კარგად ჰქონდეს გამართული, მაგრამ სათანადო გულმოდგინებით არ ზრუნავდეს შენი და მისი ხელმძღვანელობას მინდობილი სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, ცოდვილებთან ერთად, ჯოჯოხეთს ჩასვლა მოუწევს. თუმცა, ხშირად, სრულიად უდანაშაულოა თავის საქმეთა მიხედვით, თქვენს უსჯულოებათა გამო წარწყმდება, თუკი ჯვრისაებრ არ აღასრულებს ყველაფერს, რაც მას მოეთხოვება. ამგვარად, რაკიღა იცით, რა უდიდესი საფრთხე ემუქრებათ მღვდლებს, უდიდესივე სიყვარულით მოექეცით მათ.

скачать dle 11.3