კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #14

კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება, თუკი ღმერთს ვთხოვ, დასაჯოს ჩემი შეურაცხმყოფელები? უფალი ხომ სამართლიანია და ისინი კი ამას ნამდვილად იმსახურებენ.
პასუხი: ნუ სთხოვთ ღმერთს შეურაცხმყოფელების დასჯას, ნუ ისურვებთ სხვებისთვის იმას, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებთ. ასევე, ამოიღეთ გულიდან შურისძიების განცდა. ეს თქვენ დაგამძიმებთ და, რაღა თქმა უნდა, ცოდვაში ჩაგაგდებთ. თუ გაწყენინეს, მიენდეთ უფლის ბრძნულ განგებულებას – მან ხომ უკეთ იცის, როგორ მიაგებს შეურაცხმყოფელებს. ნუ შეიტანთ უფლის სამართლიანობაში ეჭვს.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია საკეისრო კვეთას?
პასუხი: უფლის ნებით, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს და მისი ყოველი ტკივილი უდიდესი სიხარულით – პატარა სიცოცხლის დაბადებით დაგვირგვინდება. თუმცა, ეკლესიას არაფერი აქვს ოპერაციული ჩარევის საწინააღმდეგო, თუნდაც საკეისრო კვეთის, როცა ეს აუცილებელი და გარდაუვალია. ბოლო დროს ძალიან გახშირდა საკეისრო კვეთა ტკივილების შიშით ან სხვა აბსურდული მიზეზის გამო, სინამდვილეში კი, მშობიარეები საკეისრო კვეთით უფრო რთულ მდგომარეობაში იგდებენ თავს.
კითხვა: როგორ უნდა მოვიხსენიოთ ლოცვებსა და სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში ადამიანი – ნათლობის სახელით თუ იმ სახელით, რომელსაც მუდმივად ვეძახით?
პასუხი: ლოცვებსა და საეკლესიო საიდუმლოებებში ადამიანი, რასაკვირველია, უნდა მოიხსენიოთ ნათლობის სახელით.
კითხვა: მართლაც სჯის თუ არა უფალი ადამიანს უხამსი სიტყვისა და ბოროტი ფიქრებისთვის (ეს ხომ ქმედებები არ არის)?
პასუხი: ღმერთი უსათუოდ დასჯის უხამსი სიტყვებისა და ბოროტი ფიქრებისთვის, თუ ადამიანი ამას არ მოინანიებს. მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო მე მეუბნებით თქვენ, ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს“.
კითხვა: რატომ ფერხდება ხოლმე ხშირად კეთილი საქმე?
პასუხი: ყოველ კეთილ, უფლისთვის სათნო საქმეს თავს ესხმის ბოროტი ძალის ცდუნება. რაც უფრო მაცხონებელია საქმე, მით მეტად  ესხმის მტერი კაცს, რომ მან ის არ აღისრულოს. თუმცა, ბოროტის მოქმედება დროებითია და ყოველ კეთილ საქმეს ღმერთი შეეწევა.
კითხვა: აუცილებელია გარდაცვალების დღის აღნიშვნა?
პასუხი: ლოცვა სჭირდება როგორც ცოცხლებს, ასევე გარდაცვლილებსაც. გარდაცვალების დღეს ახლობლები იხდიან პანაშვიდს, ლოცულობენ, გასცემენ მოწყალებას თავიანთი მიცვალებულის სახელზე. ჭირისუფლისგან გარდაცვლილის გახსენება მისთვის ლოცვის გაგრძელებაა. ისინი ევედრებიან უფალს თავიანთი გარდაცვლილის სულის საცხონებლად. უფალმა კი ბრძანა: სადაც ერთი ან ორი შეიკრიბოს ჩემი სახელით, მეც მათთან ვარო.
კითხვა: რატომ უჭირს ადამიანს პატიების თხოვნა მოყვასის წინაშე, მაშინაც კი, როცა აშკარად დამნაშავეა?
პასუხი: პატიების თხოვნა თავმდაბალ და ნამდვილ მორწმუნე ადამიანებს არ უჭირთ, ეს პატივმოყვარე და ამპარტავან ხალხს ემართება, რაც მძიმე ცოდვაში აგდებთ მათ.

скачать dle 11.3