კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2018 (159)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)

როდის უნდა მიმართონ პაციენტებმა ნევროლოგს #13

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილება, ისევე როგორც თავად კლინიკა, ერთ-ერთი ძველი და ტრადიციულია საქართველოში. განყოფილება ემსახურება, როგორც მწვავე,  გადაუდებელი ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, ასევე იღებს ამბულატორიულ პაციენტებს. ნევროლოგიური განყოფილება აღჭურვილია ყველა იმ  თანამედროვე საშუალებით, რაც აუცილებელია გადაუდებელი  ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის. საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში ყველა პირობაა შექმნილი ამ მიმართულების პაციენტებისთვის სრულფასოვანი დახმარების გასაწევად.
გვესაუბრება წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი,  ნევროლოგი – ზვიად აბულაძე.
– ბატონო ზვიად, ძირითადად, რა ჩივილებით მიმართავენ ადამიანები ნევროლოგს?
– ნევროლოგიური  ჩივილები და სიმპტომატიკა შეიძლება იყოს  ისეთიც, რომელიც საჭიროებს გადაუდებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებასა და სტაციონარულ მკურნალობას. მაგალითად, ისეთი ჩივილები, როგორიცაა მწვავედ განვითარებული მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია, ძალის დაქვეითება ან დაბუჟება კიდურებში, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნებასა და ღებინებასთან ერთად, თავის ტკივილი, საჭიროებს ნევროლოგთან გადაუდებლად მიმართვას. ეს ჩივილები ხშირადაა ინსულტის ნიშნები.  ზოგადად, ინსულტი სოციალური პრობლემაა, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, ინვალიდობას იწვევს, რაც მძიმე ტვირთია როგორც ავადმყოფისთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვის. ამის გამო  საჭიროებს გადაუდებლად სტაციონარულ მკურნალობას. ინსულტის შემთხვევაში, აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის ადრეულად დაწყება.
– რა შანსი აქვს პაციენტს, თუ ის ადრეულ სტადიაზე მიმართავს ექიმს?
– ადრეული მკურნალობა გაცილებით ზრდის ავადმყოფის გადარჩენის შანსს და ამცირებს  ინვალიდობის შესაძლო რისკს. ამასთანავე, ნევროლოგიურ განყოფილებაში მკურნალობა 20-25 პროცენტით აუმჯობესებს გამოსავალს,  ზოგად ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობასთან შედარებით.  ჩვენს კლინიკაში გვაქვს ინსულტის ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ყველა შესაძლებლობა. ეს ეხება, როგორც თავის ტვინის ინფარქტს, ასევე ინტრაცერებრულ სისხლჩაქცევას. იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს თავის ტვინის ტერიტორიულ ინფარქტთან, ინტრაცერებრულ ან სუბარაქნოიდულ შემთხვევასთან, რომელიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს, ეს ჩარევა დროულად  ხდება ჩვენი ნეიროქირურგების მიერ.  ჩვენთან მკურნალობის პერიოდში, ასევე ხდება ექსტრაკრანიალური სისხლძარღვების გამოკვლევა და იმ პაციენტების შერჩევა, რომელიც შემდგომში საჭიროებენ კაროტიდულ ენდარტერექტომიას  ჩვენების მიხედვით.
– გარდა ინსულტისა, კიდევ  რა ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობა ხდება თქვენს განყოფილებაში?
 – გარდა ინსულტისა, ჩვენთან ვმკურნალობთ ისეთ ნევროლოგიურ დაავადებებს, რომლებსაც ესაჭიროება გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა. ეს დაავადებებია: მწვავე ანთებითი პოლირადიკულო-ნეიროპათია და ეპილეფსიური გულყრების სერია.
გარდა სტაციონარული პაციენტებისა, ჩვენს განყოფილებაში დიდია ამბულატორიულ პაციენტთა მომართვიანობა. ჩვენთან ვმკურნალობთ ისეთ დაავადებებს, როგორცია: პირველადი თავის ტკივილი – შაკიკი, დაჭიმულობის ტიპის  თავის ტკივილი, კლასტერული თავის ტკივილი, ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების მიღებით განპირობებული თავის ტკივილი. ხშირად ხდება თავის ტკივილის არასწორი ინტერპრეტაცია, რაც ჩივილების ხანგრძლივად დარჩენას განაპირობებს. ხშირადაა მომართვიანობა სხვადასხვა ნევროზული და შფოთვით-დეპრესიული აშლილობებით, ეპილეფსიით, პარკინსონის დაავადებითა და სხვადასხვა მოძრაობითი დარღვევებით, კისრისა და წელის ტკივილით.
– რას გვეტყვით, ხერხემალთან დაკავშირებული ჩივილების შესახებ.
– ხერხემალთან დაკავშირებულ ტკივილითან დაკავშირებით ჩვენს კლინიკაში ხდება როგორც კონსერვატიული, ასევე ოპარაციული მკურნალობა. დისკოგენური ხასიათის ტკივილის არსებობის შემთხვევაში, წარმატებულად ხდება ოპერაციული ჩარევა ნეიროქირურგების მიერ. ჩვენს კლინიკაში ასევე, ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიისა და მანუალური თერაპიის კაბინეტი, რაც ავადმყოფის გამოჯანმრთელების,  ან  მისი მდგომარეობის გაუმჯობესების  მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
დამატებითი კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე: 599 47 37 38.

скачать dle 11.3