კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მართლა აჩუქა თუ არა ეკა ჩხეიძეს მანქანა თაყვანისმცემელმა და რატომ არ დადის ის ქმართან ერთად დასასვენებლად #13

მსახიობი ეკა ჩხეიძე კატა ჯიქიას როლით მალე დაუბრუნდება ეკრანს. ის, მკაცრი და შურისმაძიებელი კატასგან განსხვავებით, ძალიან გულწრფელი და ლაღია. ეკა წარმატებული ქალია თავის პროფესიაშიც და ასევე, როგორც მეუღლე და დედა. სტაბილური და ბედნიერი ოჯახის საიდუმლოდ კი ის მიაჩნია,  რომ ის და მისი მეუღლე დიდ დროს არ ატარებენ ერთად და ევროპულად ცხოვრობენ.
ეკა ჩხეიძე: კატა ახალ სეზონში გამოჩნდა. იწერება, იგზავნება, მივდივართ ვიღებთ და რა იქნება, რა გაგრძელდება, ვერ გეტყვით. ძალიან ბევრი პერსონაჟი გამოჩნდა და ქეთი დევდარიანმაც აღარ იცის, რა თემაშია უკვე, მაგრამ რაღაცას დაწერს. ეგ ისეთი გოგოა, მოახერხებს. მეკითხებიან ხოლმე, კატა გგავს თუ არა სინამდვილეშიო. კატა არ მგავს – არც ასეთი მკაცრი ვარ, არც შურისმაძიებელი, არც ასეთი მომთხოვნი. კატა ძალით იღებს ყველაფერს და მე ძალით არაფერს ვიღებ. მგონია, რომ, რაც არ მერგება, არ შემერგება.
– თქვენ ძლიერი ქალი ხართ?
– თუ არ ვიცინი, ყველა მეკითხება, რატომ ვარ გაბრაზებული. ეტყობა, გამომეტყველება მაქვს ასეთი. უბრალოდ, ვცდილობ, ვაკონტროლო საკუთარი თავი და საქციელი იმ დონემდე, რა დონის მოქცევაც არ მეკადრება. ყველა ქალს აქვს თავის სისუსტე და პატიებაც შემიძლია, თუმცა, დავიწყება – არა. ალბათ, ძლიერი ვარ. ამ ბოლო დროს ბებიასთან მსგავსებას ვამჩნევ თავს რაღაცეებში. ყოველთვის, როცა რაიმე ხდებოდა, საკუთარ თავში ეძებდა მიზეზს, სხვაზე კი არ ბრაზდებოდა. თავისი საქციელიდან გამომდინარე, ამართლებდა იმ ვიღაცის საქციელს. ეს უადვილებდა მას შემდგომ ურთიერთობებს. ეს რთულია, მაგრამ ძალიან სწორია. ამბობდა – ალბათ, იმას ეწყინაო. ყველა საქციელს ხომ რაღაც გამართლება აქვს და ალბათ – იმასაც –  რა სტკივა, რა აწუხებს, რა პრობლემა აქვს, როგორ აღიქვა ესა თუ ის სიტუაცია. ახლა ჩემშიც აღმოვაჩინე ეს თვისება და კარგია, სწორია, ჭკვიანურია. ჩემს თავში ვეძებ ხოლმე მიზეზს და არავისზე ვრჩები ნაწყენი, გაბრაზებული. ეს შენთვისვეა უკეთესი, მშვიდად ხარ. ეს არ უსწავლებია ბებიას, თვითონ მასში იყო და ამიტომ გახლდათ უფრო ლაღი, ხალისიანი. არ მახსოვს შემთხვევა, ვიღაც გაელანძღოს ან უხეშად მიემართოს. მეც ასე ვარ, ან ამოვშლი იმ პიროვნებას საერთოდ, გავზრდი დისტანციას და ვისთანაც უარყოფითი ემოცია მაკავშირებს, იმას საერთოდ არ ვიკარებ. ურთიერთობა მაქვს  მასთან, ვისთანაც მსიამოვნებს. რაც არ უნდა ახლობელი იყოს, არ მაინტერესებს – იყო და აღარ არის. ცხოვრება ასეა, წავიდა და წაიღო. რაც გაწუხებს, განერვიულებს და ნერვებს გიშლის, არ უნდა იყოს შენ გვერდით. უარყოფითი ემოციები ისედაც არ გვაკლია. შეიძლება, არაფერს გერჩოდეს ადამიანი, მაგრამ თუ უარყოფითი აურა მოდის მისგან, მაშინვე გავრბივარ იქიდან. ჩემზე უარყოფითად მოქმედებს და არ ვიბინძურებ აურას.
– რთულია, ერთდროულად იყო წარმატებული ქალი, დედა, მეუღლე და გქონდეს სტაბილური ოჯახი?
– მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს არ ვატარებთ ერთად – ამიტომ, მონატრების ამბავია ხოლმე. ორი, სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ვართ. თავიდანვე დიდ დროს ვატარებდით უერთმანეთოდ. ძალით არავის არ უნდა იჭერდე.  არც საქმეში შეგვიშლია ხელი ერთმანეთისათვის არასდროს და არც ეჭვიანობის სცენები მოგვიწყვია. ევროპულად ვცხოვრობთ. დასასვენებლადაც არ დავდივართ ერთად. რა ვიცი, ერთმანეთისგან დასვენებაც კარგია. სამოგზაუროდ, ვთქვათ, რაღაც საქმეზე წასულა უცხოეთში და მეც წავყოლილვარ მთაში, ზღვაზე – არა. არ უყვარს ზღვა. სწორი ჰორიზონტი არ მიყვარსო, ამბობს. მე მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და არა ოჯახურ გარემოში. ჩემს შვილთან და მის მეგობრებთან უფრო მიხარია ხოლმე დასვენება. უპირველესად, უნდა იყო ბუნებრივი. თუ გიყვარს, უნდა უთხრა, გამოთქვა ეს სიყვარული – გამოხატო არა მარტო სიტყვიერად, არამედ გრძნობითა და საქმით. ის აუცილებლად მიხვდება ამას და დააფასებს, თუ დაფასების უნარი აქვს. თუ არ აქვს და არც ყოფილა სიყვარულის ღირსი. გაიხედე მარჯვნივ, იქნებ ვინმე არის, ვინც დაგაფასებს. სიყვარული და პატივისცემა ორმხრივია და სულ ცალ მხარეს უყვარდეს და ჩაფრენილი იყოს ამ ურთიერთობას, არაჯანსაღი მგონია. ბებიასგან სულ ის მესმოდა, სიყვარულს ნუ ჩაკეტავ გალიაში. პირიქით, ის გალია ღია უნდა გქონდეს და თუ გაფრინდა, ფრენა მოუნდა – იფრინოს. თუ მობრუნდა, ესე იგი, შენია და თუ არა, არც იყო, ალბათ, საჭიროო. ის მეორე თემაა, რომ მობრუნდება, მერე შენ გინდა  თუ არა. დღევანდელ დღეს ქალები უფრო აქტიურები არიან. კაცზე დამოკიდებული ქალი ნაკლებადაა დღეს.  რომ წავიდეს, რა მეშველება – არ უნდა იყოს ცალკე ნერვიულობის საგანი. ძალიან რთულია, იცხოვრო ადამიანთან, ვინც შენი დამფასებელი არ არის. დებს და ძმებს აღარ უნდათ ერთად ცხოვრება და მშობლებს – შვილებთან. კატასტროფა და გასაკვირი არაფერია, როცა ადამიანთან აღარ გინდა ცხოვრება. როცა გინდა – ხარ, როცა გინდა – არა და ნაკლებად იშლი ნერვებს. ქალი, პრინციპში, იმიტომ თხოვდება, რომ შვილები ჰყავდეს. შვილები რომ გყავს, მერე ქმარს, რაც უნდა, ის უქნია.
– ქალები ხშირად ამბობენ, მიღალატოს, მთავარია, მე ვერ გავიგოო, თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
– გავიგო კი არა, პირველი მე გავიგებ. არავითარ შემთხვევაში... თუ მიღალატა და სხვა უნდა, წავიდეს. კარგად იყოს, თუ ჩემზე კარგს მონახავს. მერე აქეთ აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. აბსოლუტურად არ მაქვს ის მომენტი, რომ კაცისთვის შეიძლება და ქალისთვის – არა. რატომ? თუ თანაცხოვრებაა, ეს აუცილებლად ნიშნავს მეგობრობას, ურთიერთგაგებას და უპირველესად, ნდობას. სადაც ნდობა იკარგება, ისეთი ოჯახის შენარჩუნების წინააღმდეგი ვარ ორივე ხელის აწევით. ეს ნერვებზე მოქმედებს. ნერვების გაფუჭება აისახება ჯანმრთელობაზე, ბავშვებზე და ასე შემდეგ.  პირიქით, მე ძალიან თავისუფალი ურთიერთობის მომხრე ვარ. გალიაში ვერავის ჩაკეტავ. ჩემს შვილსაც ამას ვურჩევ, რომელსაც ჰყავს მეგობარი და საერთოდ არ მაქვს პრეტენზია. თვითონ უნდა იყოს ბედნიერი. ადამიანი შიგნიდან უნდა იყოს კომფორტულად მასთან, ვისთანაც ცხოვრობს. ხელმოწერის ისტერიკა არ მაქვს, მით უმეტეს, დღეს. ჩვენს ბებიებს შეიძლება ჰქონდათ, მაგრამ ეს აფუჭებს ურთიერთობას. მე მართლა არ მესმის იმ ქალების, თვალებს რომ ხუჭავენ – მიღალატე, ოღონდ მე ვერ გავიგოო. კი დახუჭე თვალები, მოიყრუე და რა? შეურაცხყოფილი ხარ, მოტყუებული, დამცირებული. ანუ, ამ შემთხვევაში, კაცი არ გცემს პატივს და თუ პატივს არ მცემს, კარგად იყოს. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ასეა.
– ამბობენ, ეკა ჩხეიძეს თაყვანისმცემელმა მანქანა აჩუქაო. მართალია?
– მე მაჩუქა მანქანა თაყვანისმცემელმა?  რა მაგარია, იქნებ ამიხდეს. მანქანა კი არ მაჩუქა, სამი მარტი იყო და გულები და ბუშტები დამხვდა მანქანაზე. ფოტო გადავუღე და დავდე სოციალურ ქსელში. ალბათ, ჩათვალეს, რომ მანქანა მაჩუქა. ჩემმა ქმარმა სამი მანქანა მაჩუქა. ის მეოთხეა – მის მანქანაზე ვზივარ. ჩემთვის არ უყიდია, წავართვი. ერთხელ, სახლში დაბრუნებულებს – მე და ჩემს შვილს, ქმარმა დაგვახვედრა თვითმფრინავისა და რინგო სტარის პარიზული კონცერტის ბილეთები. არანაირად არ ველოდით, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი სიამოვნება. შეიძლება, ბოლო ფული გადაიხადოს და წავიდეს საყვარელი მუსიკოსის კონცერტზე. მთელი ზაფხული შეუძლია, არსად წავიდეს, სამაგიეროდ, ბოსტონში გადაფრინდება მიკ ჯაგერის დაბადების დღეზე და „როლინგ სტოუნზის“ კონცერტზე. თვითონ ძალიან რომანტიკული ტიპია და მეც ამით დამაბა თავის დროზე. მაგრამ, ამ პერიოდში, ისე არც ვართ ერთად, ძალიან თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს.
– რა არის ქალისთვის მთავარი? როგორ გესმით ის, რასაც ქალურ ბედნიერებას ეძახიან?
– ქალი რომ საკუთარ თავზე კაცის ფუნქციებს იღებს, არ შეიძლება. მთავარია, ქალმა იგრძნოს თავი დაცულად. უნდა გყავდეს ადამიანი, ვისი იმედიც გაქვს, რამე რომ დაგჭირდეს. რად მინდა მამაკაცი, თვითონაც გავაკეთებ – არასწორია. ბევრი რამეა სახლში ისეთი, რაც შემიძლია და არ ვაკეთებ. მანქანა რომ გამიფუჭდება, დავაყენებ და კაცს ვურეკავ: მოდი და გააკეთე-მეთქი. ალბათ, თვითონ ქალები აფუჭებენ კაცებს. უნდა გრძნობდე სიყვარულს; უნდა გრძნობდე, რომ საჭირო ხარ – გინდ საქმეში, გინდ სახლში; შვილებს, საყვარელ ადამიანს უნდიხარ, სჭირდები, საქმე გაქვს, რომელშიც ხარ წარმატებული.
– ალბათ, შვილებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. როგორი მამა იყო თქვენთვის თემურ ჩხეიძე?
– შვილებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ჩემი გოგო ჩემი საუკეთესო მეგობარია. ნებისმიერ თემაზე ძალიან გულახდილად ვსაუბრობთ. დამირეკავს, რაღაც უნდა გითხრა, დე და რაღაც ისეთს მეუბნება... არასდროს არაფერს ვუკრძალავ, არასდროს ვარ კატეგორიული. მხოლოდ რჩევას ვაძლევ. როგორც უფრო გამოცდილი ადამიანი. უფრო მეტი ვიცი რაღაც თემებზე, უფრო მეტი მესმის და ჩემს რჩევას ვაძლევ. ის ითვალისწინებს თუ არა, ეს უკვე მისი საქმეა. მაგრამ, ჭკვიანი ბავშვია და ყველაფერს ჭკვიანურად აკეთებს. ჩემს შვილს ვუთხარი, თუ სიგარეტს ეწევი, არ დავინახო გარეთ ირბინო, სახლში მოწიე-მეთქი. თემური მამა კი არა რეჟისორი იყო ყოველთვის. სახლში იყო და სპექტაკლზე ფიქრობდა, რეპეტიციაზე რომ იყო – რა თქმა უნდა, სპექტაკლზე. არც ის მახსოვს, მამასთან ერთად სადმე დამესვენოს და ხელჩაკიდებული მევლოს. მე მამა სპექტაკლსა და რეპეტიციაზე უფრო მახსოვს. თემურის შვილობას და მედეას შვილიშვილობას, თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. უარყოფითი იმდენად, რომ უფრო ჩანხარ, მეტს ითხოვენ შენგან. ისმის ხოლმე: იმის შვილია და აბა, რას იზამს... გამადიდებელი შუშით გიყურებენ და მეტი პასუხისმგებლობაა. თორემ კარგია, რა თქმა უნდა, კარგი ოჯახის შვილი რომ ხარ. იგივე საქმეს რომ ესახურები – პასუხისმგებლობა ორმაგია. შეიძლება, გვერდიდან ისე ჩანს, ამის შვილი და შვილიშვილია და რა უჭირსო. არადა, სინამდვილეში, პირიქითაა – ის იმის შვილია და მაინც არ დაიჩაგრებაო. მე უფრო მორიდებული ვარ, არ ვაძლევ რაღაცეების უფლებას თავს. ვიღაცამ, შეიძლება, როლისთვის უფრო „იჩალიჩოს“ – შეძვრეს, გამოძვრეს. მე მერიდება, არ მეკადრება, მრცხვენია – აბა, რას იტყვიან. ეს უფრო „მატორმუზებს“ რაღაცეებში. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, უფრო თავხედი და პრეტენზიული ვყოფილიყავი.

скачать dle 11.3