კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუჭ-ნაწლავის დეტალური კვლევა ზონდირების გარეშე! #13

უნიკალური   სიახლე  „ჰელსიკორში”

 ისრაელ-საქართველოს ერთობლივი სამედიცინო კვლევითი კლინიკა „ჰელსიკორი”  ქართულ სამედიცინო სივრცეში გამორჩეული კლინიკაა. აქ პაციენტებისთვის მუდმივად ინერგება  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის  თანამედროვე მეთოდები. კლინიკა დაკომპლექტებულია გამორჩეული, ცნობილი ექიმებით, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით თანამედროვე ქართული მედიცინის  სხვადასხვა დარგის განვითარებაში.  კლინიკა „ჰელსიკორში,”  ტარდება ურთულესი ოპერაციები კარდიოლოგიასა და ანგიოლოგიაში.  შედეგიც სახეზეა – 5 000-ზე მეტი  გადარჩენილი სიცოცხლე 24 თვეში! ამჯერად მკითხველის ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან  სიახლეზე შევაჩერებთ. კლინიკა „ჰელსიკორში” უკვე   შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის დეტალური ულტრაბგერითი  კვლევა (ექოსკოპია)  ზონდის გადაყლაპვის გარეშე. ეს არის პოპულარული მეთოდი ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.  მისი დანერგვა საქართველოში კი საუკეთესო  შესაძლებლობაა პაციენტებისთვის, რომელთაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ, მაგრამ საკმაოდ უსიამოვნო პროცედურის, ზონდის გადაყლაპვის შიში ან დიკომფორტი აქვთ. კვლევას ცნობილი ექიმი-რადიოლოგი კონსტანტინე ბარიშვილი ატარებს.   მეთოდი დამზოგველი და ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისთვის და  იძლევა კუჭ-ნაწლავის მდგომარეობის ზუსტ სურათს.  კვლევის ამ მეთოდის უპირატესობის შესახებ ბატონ კონსტანტინე ბარიშვილს გავესაუბრეთ.
– ბატონო კონსტანტინე, კუჭ-ნაწლავის დეტალურ კვლევას ზონდირების გარეშე საკმაოდ დიდი ინტერესი მოჰყვა. უფრო დეტალურად რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია კვლევის ამ მეთოდისა და მისი უპირატესობების შესახებ.  
– კუჭ-ნაწლავის  ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური კვლევა ენდოსკოპიის, ზონდის გადაყლაპვის გარეშე, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში აღიარებული, წარმატებული მეთოდია.    5-6 წლის წინ გასტროენტეროლოგების საერთაშორისო კონფერენციაზე,  ეს კვლევა პირველი დონის კვლევად აღიარეს. კლინიკა „ჰელსიკორში” ამ მეთოდის დანერგვა პირველი პრეცენდენტია.  კუჭ-ნაწლავის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა.  დიაგნოსტიკის ეს მეთოდი იძლევა საშუალებას, დაისვას ისეთი დიაგნოზები, როგორიცაა: საყლაპავის თიაქარი, კუჭის წყლულოვანი დაავადებება, ეროზიული გასტრო-დუოდენიტი, ქრონიკული გასტრიტი,  დივერტიკულები, პოლიპები, სიმსივნური წარმონაქმნები, პრაქტიკულად ყველა დაავადება, რაც გასტროსკოპიის დროს შეიძლება, იყოს ნანახი.  უფრო მეტსაც გეტყვით, გასტროსკოპიული კვლევისას თვალიერდება ლორწოვანი გარსი. კვლევის ამ მეთოდით კი ხდება, როგორც ლორწოვანი გარსის, ასევე კუჭის კედლის ხუთივე შრის დათვალიერება.  
– რომელი ორგანოების დიაგნოსტიკა ხდება ამ  მეთოდით?
–  ეს არის  ბოლო თაობის ამერიკული აპარატი, რომელშიც თავიდანვეა  ჩატვირთული  კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გამოკვლევის  ზუსტი პროგრამა. რაც შეეხება  თავად  კვლევის მეთოდს, ეს ყველაზე უსაფრთხო, უმტკივნეულო და პაციენტისთვის დამზოგავი მეთოდია. კუჭ-ნაწლავის პრობლემის, ყველა  დისპეფსური  ჩივილის დროს კვლევა უნდა დაიწყოს ამ მეთოდით,  რის შემდეგაც თუ არსებობს საჭიროება, უნდა მოხდეს გასტროსკოპიული, ენდოსკოპიული მეთოდების გამოყენება.   კუჭ-ნაწლავის კვლევა ზონდირების გარეშე  არის არაინვაზიური  კომფორტული პროცედურა მათთვის, ვისაც გასტროსკოპიის შიში ან დისკომფორტი აქვს. ამ მეთოდს აქვს ბევრი უპირატესობა, რასაც ჩვენი გასტროენტეროლოგებიც   ადასტურებენ.
დეტალური ინფორმაციისა და პაციენტების წინასწარი  ჩაწერისთვის დარეკეთ ტელეფონზე: 577 04 48 63.
(პაციენტების  ჩაწერა წინასწარ)
მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. ¹13, მე-9 სართული.

скачать dle 11.3