კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

როგორ მოხვდა „ნასაში“ ახალციხელი გამომგონებელი კარლო ხუციშვილი და რომელი ქართული პროგრამა ჩამოაყალიბა მან „გუგლთან“ თანამშრომლობის შედეგად #13

ახალგაზრდა გამომგონებელმა, კარლო ხუციშვილმა ახალი ინოვაციური ეტლი შექმნა, რომელიც ბევრად გაუადვილებს ცხოვრებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. კარლო ახალციხეში დაიბადა, თუმცა  წარმატებების შემდეგ, ქართულ-ამერიკული კოლეჯ „დემირელიდან“ მიიღო მიწვევა და თბილისში დასახლდა.  როგორც თავად ამბობს, კოლეჯის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად უწყობს ხელს  პროექტების განხორციელებაში და ძალიან მალე, რობოტექნიკის გაკვეთილებსაც თავად გაუძღვება. ნიჭიერი გამომგონებელი ამჟამად მე-12 კლასის მოსწავლეა.  სამომავლოდ კი, ელექტოინჟინერიაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას.
კარლო ხუციშვილი: სულ მინდოდა, შემექნა რაღაც ინოვაციური პროექტი ეტლით მოსარგებლეთათვის. ისეთი რამ, რაც მათ ცხოვრებას გაუუმჯობესებდა და გაუმარტივებდა. გიორგი ორლოვსკიმ,  ჩემმა მეგობარმა, გამაცნო ნინო აბელაშვილი. ნინო, ასევე დაინტერესებული გახლდათ გამოგონებებით და დავიწყეთ ერთად ფიქრი – რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა. შემდეგ შევხვდით ეტლით მოსარგებლეებს, რომ მათი პრობლემები შეგვესწავლა. ამის მერე იყო სხვა პრობლემა, მათ შორის, ფინანსურიც. ბოლოს შევჯერდით რაღაც საკითხებზე და მონაწილეობა მივიღეთ „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსში, სადაც მესამე ეტაპზე გადმოგვცეს გარკვეული თანხა – 500 დოლარამდე. ამის მეშვეობითაც ავაწყვეთ პროექტი „ნონსტოპი“. აღნიშნული ეტლის ინოვაციურობა ბევრ დეტალშია. დღეისთვის არსებული ელექტროეტლები დაახლოებით 38 კილოგრამს იწონის. ჩვენი  ეტლი შედგება წამყვანი კონსტრუქციისგან – მომხმარებელს შეუძლია, მექანიკურად გადაადგილდეს და ასევე,  გახადოს ის ელექტროც. საერთო ჯამში ამ ეტლის წონა 22 კილოგრამია, ანუ საკმაოდ – შემცირებული. ეტლით ტრანსპორტირებაც პრობლემატურია - შშმ პირებს სპეციალური ტაქსის გამოძახება სჭირდებათ გადაადგილებისთვის. ჩვენი ეტლი კი, საკმაოდ მინიმალურ ზომაზე იკეცება, დაახლოებით 25 სანტიმეტრამდე. სხვა ელექტროეტლებს გადაადგილების დროს ელემენტი არ ჰყოფნის,  შესაბამისად, ხანგრძლივობაც ძალიან დაბალი აქვს - 2-3 საათი. ჩვენ ესეც გავაუმჯობესეთ და დროის ხანგრძლივობა 3-დან 4 საათამდე გავზარდეთ. ასევე, როცა ეტლი გადაადგილდება, ავტომატურად იმუხტება, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს გადაადგილების დროს.  ამ ადამიანებთან საუბრისას, ხშირად წავაწყდით ხელის მტევნის მოხმარების პრობლემას – უჭირდათ ეტლის მართვა, რაც აუცილებელს ხდიდა დამხმარე პირის ჩარევას გადაადგილებაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად, შევქმენით ხელთათმანი, რომლის საშუალებითაც, ეტლით მოსარგებლე ხელს საკმაოდ მარტივად მოიხმარს.  ხელთათმანი სენსორზეა და საითაც ხელს გადახრი, იმ მიმართულებით წავა ეტლიც. ხელთათმანი ითავსებს სხვა ფუნქციებსაც, მაგალითად, მაუსისას. უსაფრთხოებისთვის ეტლს აქვს ღვედი და ციმციმა, რათა მიმართულება აჩვენოს, ასევე, „ნონ-სტოპ“ ჩაფხუტი, რომელიც საკმაოდ თხელი მასალისგანაა დამზადებული და კისერზე მაგრდება. როგორც ხელთათმანში, ასევე მასშიც, ჩამოტაჟებულია სენსორი,  რომელიც აღიქვამს მაქსიმალურ გადახრას, დაჯახებას და მთელ თავს იცავს დაზიანებისგან. საქართველოში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა შშმ პირების პარკირების საკითხი. ხშირია შემთხვევა, როცა მათთვის განკუთვნილი ადგილი სხვას აქვს დაკავებული. ეს რომ აღარ მოხდეს, გამოვიგონეთ მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შშმ პირების საპარკინგე ადგილზე იქნება დაბრკოლება, რომელსაც მხოლოდ ეტლით მოსარგებლე მოხსნის ბარათის მეშვეობით. პატარა ბავშვების ოცნება იყო, რომ მშობლებისგან დამოუკიდებლად გასულიყვნენ გარეთ. ამ საკითხზეც ვიზრუნეთ – ეტლში ჩავამონტაჟეთ სპეციალური სენსორები, რომლის მეშვეობითაც მშობელი ვიდეოთვალით ადევნებს თვალყურს, თუ სად იმყოფება თავისი შვილი. ასევე, მას შეუძლია, მიუთითოს გარკვეული ტერიტორია, რათა ბავშვი არ გასცდეს კონკრეტულ ადგილს. დაბოლოს, ეტლი მორგებულია უსინათლოებზეც. მას  აქვს სენსორი, რომელიც გადაადგილების დროს დაბრკოლებას ავტომატურად აღიქვამს და ანელებს სიჩქარეს. ასევე,  არსებობს ქართული აპლიკაცია, რომელიც „გუგლთან“ თანამშრომლობის შედეგად ჩამოვაყალიბეთ. აღნიშნული პროგრამა ქართულ ენაზე ეუბნება უსინათლოს, თუ საით წავიდეს, ანუ მიმართულებას აძლევს.
– უკვე დააპატენტეთ ეს ეტლი? კონკურსი რა შედეგით დამთავრდა?
– არა, ჯერ არ დაპატენტებულა. მერიაში შევიტანეთ  პროექტი, თუმცა ჯერ პასუხი არ ვიცით. უკვე მესამე წელია, რაც ამ კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას. პირველ წელს გავიმარჯვე. მეორე წელს ფინალში გავედი, მაგრამ, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი უცხოეთში, მეორედ აღარ მომცეს წასვლის საშუალება. დაახლოებით იგივე განმეორდა წელსაც. პროექტმა ქართველი მეცნიერების  ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მოხარულები იყვნენ თავად შშმ პირებიც. სამწუხაროდ, საქართველოში რთულია მსგავსი  წამოწყების წახალისება. ჩვენთან ტექნოლოგიების განვითარებას მეტ-ნაკლებად უწყობენ ხელს. გარდა ამისა, კიდევ მაქვს რამდენიმე გამოგონება, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია. გავიმარჯვე მსოფლიო ოლიმპიადაზეც.  ამ ეტაპისთვის ეტლის პირველადი მოდელი მაქვს აწყობილი.  სახელმწიფოსგან არანაირი დაფინანსება არ მაქვს. ყველაფერს პირადი ხარჯებით ვაკეთებ.
– როდის დაინტერესდი ამ სფეროთი?
– ბავშვობიდან მაინტერესებდა. ბაღში დავდიოდი, პირველად რომ რაღაც გავაკეთე – ერთ-ერთი ელექტრონივთი დავშალე. რომ გავიზარდე, უცხოური საიტებიდან ვიძიებდი ინფორმაციას, თუ რა, როგორ უნდა გამეკეთებინა. რაც უფრო ღრმად ვიგებდი თეორიას, უფრო ვართულებდი ჩემს საქმიანობასაც. სკოლაში არ იცოდნენ თუ ამ საქმით ვიყავი დაინტერესებული. ერთ დღესაც სკოლაში ჩემს მეგობარს ვანახე ერთ-ერთი პროექტი. ეს ყველაფერი შემთხვევით, ჩვენმა ფიზიკის მასწავლებელმაც ნახა. შემდეგ კლასში გავაკეთე პრეზენტაცია. გავიგე, რომ „ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა“ კონკურსი არსებობდა, სადაც ჩავერთე მეგობართან, ირაკლი კაკაბაძესთან ერთად. წარვადგინეთ „იაკობის კიბე“, რომელმაც წარმატება მოიპოვა. 
– აბიტურიენტი ხარ, რა პროფესიაზე გაქვს არჩევანი გაკეთებული? ალბათ, ბავშვობაში მეცნიერი ან გამომგონებელი გინდოდა გამოსულიყავი.
– ბავშვობაში უფრო სპორტსმენობა მინდოდა –  კარატეზე დავდიოდი. ახლა დროის უქონლობის გამო თავი გავანებე.  ელექტროინჟინერიის განხრით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ადრე ვწერდი კიდეც. ჩემი ბლოგიც მაქვს და ვაქვეყნებ ხოლმე რაღაცეებს. სხვათა შორის, აქტიური და ბევრი მკითხველი მყავს.  ეს ინტერესი ჩემი დის გავლენით გამიჩნდა – ისიც ბლოგერია.  ერთხელ გაიმარჯვა ერთ-ერთ კონკურსში, რის შემდეგაც ვიფიქრე, მეც ვცდი-მეთქი.  მან მომცა სტიმული ამ სფეროში (იცინის).
– „ნასადან“ როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?
– პირველი ქართველები ვიყავით, ვინც იქ მოვხვდა. ეს პასუხისმგებლობის გრძნობას აორმაგებდა. „ნასაში“ წასვლა ჩემი ოცნება იყო- მეთქი, ვერ გეტყვით, არც მიფიქრია ამ თემაზე.  იქ წარვადგინეთ პროექტი, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. პირველებმა გავხსენით ღონისძიება. მივიღეთ კარგი შეფასებები, თუმცა, სამწუხაროდ, შანსი არ მოგვცეს, რომ მონაწილეობა მიგვეღო კონკურსში. ძალიან საინტერესო იყო თითოეული მომენტი. ჩაატარეს პრეზენტაციები „ნასას“  სხვადასხვა, გასაიდუმლოებული ლაბორატორიების შესახებ. გავიცანი უცხოელი გამომგონებლები და ასე შემდეგ.
– გარდა ამ ყოველივესი, რა ხდება კიდევ შენს ცხოვრებაში?
– თავისუფალ დროს ვწერ. ამ სფეროში ჯერ სახელმძღვანელო არ მოიპოვება და სწორედ ტექნოლოგიებზე ვწერ. უკვე დაწერილიც მაქვს წიგნი, თუმცა ჯერ არ გამომიქვეყნებია. „ნასაში“ გამგზავრების შემდეგ, თბილისში, კომაროვის სკოლაში გადმოვედი, სადაც  2 წელი რობოტექნიკას ვასწავლიდი. 
– როგორ მოირგე მოსწავლემ მასწავლებლობა?
– კომაროვში მქონდა გამოყოფილი ოთახი, სადაც ლაბორატორია მოვიწყვე. იქ სხვა ბავშვებს შემოსვლის უფლება  არ ჰქონდათ.  ერთხელ ერთი ბავშვი შემთხვევით შემოვიდა. დაინტერესდა ამ სფეროთი და მეც ავუხსენი – რა, როგორო იყო. ამის შემდეგ თავისი მეგობარი შემოიყვანა. ერთ დღესაც მოსწავლეებით სავსე აუდიტორია დამხვდა. ამ ფაქტს შეესწრო დირექტორი, რომელსაც მეორე დღეს ბავშვებმა შესთავაზეს, რომ მე ჩამეტარებინა ეს გაკვეთილი. არადა, იგივე საგანს სხვა მასწავლებელი ასწავლიდა. რამდენიმე დღეში უკვე გაკვეთილები დამინიშნეს. ამჟამად ქართულ-ამერიკულ სკოლაში, „დემირელში“ ვიქნები იგივე საგნის მასწავლებელი.

скачать dle 11.3