კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

რას აიძულებს შეყვარებულს კესარია აბრამიძე და მალავენ თუ არა ისინი თავიანთ ურთიერთობას #13

კესარია აბრამიძე განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ფოტოსესიასა და გადაცემებში აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, მის პირად ცხოვრებაშიც სიახლეა: როგორც თავად ამბობს, შეყვარებულია და ეს სიყვარული მას კიდევ უფრო ლამაზსა და ბედნიერს ხდის.
კესარია აბრამიძე: ბოლო პერიოდში ძალიან საქმიანი ქალი გავხდი. თან, ამ ყველაფერს ჩემი ახალი ლავ-სთორიც დაემატა. რამაც მეტი ბედნიერება, ხალისი შემმატა და უფრო მეტად მოტივირებული ვარ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სპა-ცენტრის რეკლამაში გადამიღეს, რომელსაც ალბათ, ზაფხულში ნახავთ.
– ცოტა ხნის წინ საკმაოდ თამამი ფოტოები დადე სოციალურ ქსელში.
– ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემს ბიჭს ეგონა, რომ უფრო სერიოზული ფოტოები იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზედმეტად თამამი, ნახევრად შიშვლად გადაღებული ფოტოები იყო. რა თქმა უნდა, ამაზე ინერვიულა, განიცადა ერთი-ორი დღე, მაგრამ შეეგუა, რადგან სხვა გზა არ აქვს. მე ვუთხარი: შენ გაიცანი შიშველი კესარია და ახლა გრძელ კაბას ვერ ჩამაცმევ-მეთქი. ასე რომ, ეგუება ამ ყველაფერს. თუმცა, ტრადიციული ტიპია და მისთვის ბევრი რამ მიუღებელია. ქართველი, ტრადიციული, აზიატი ტიპია და მისთვის ამდენი სიშიშვლე და ქალის ამდენი სითამამე, მიუღებელია. მაგრამ შეყვარებული კაცია და ცდილობს, გამიგოს. ყველანაირად გვერდში მიდგას და მეც ასევე ვარ მის გვერდით.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი, დიდი ხანია, რაც ურთიერთობა გაქვთ?
– საერთო ნაცნობი ხშირად მეხმიანებოდა და უნდოდა, ეს ადამიანი გამეცნო, მაგრამ მე ვერ ვახერხებდი. დაახლოებით 8 თვის განმავლობაში არ მოხერხდა ჩვენი გაცნობა. ბოლოს შევხვდით და ისეთი სხვანაირი ტიპაჟია, ვერც ვიფიქრებდი, მასთან სერიოზულ ურთიერთობაზე. იმდენად რთული ტიპი იყო, მასთან ერთად გასართობად რომ მივდიოდი, ჩარჩოებში ვექცეოდი. ვიღაც რომ გადამკოცნიდა, შეიძლებოდა, გაბრაზებულიყო. დროთა განმავლობაში, მივხვდით, რომ ერთმანეთში რაღაცეები მოგვწონდა. ნელ-ნელა გაღრმავდა ეს ყველაფერი და ერთმანეთი შეგვიყვარდა. თუმცა, რამდენიმე თვე, უბრალოდ, ვხვდებოდით. თუმცა, ჩვენ შორის ძაფი არსებობდა, რომელიც შემდეგში დიდ ჯაჭვად გადაიქცა. მესაკუთრე ტიპია, ეჭვიანობს კიდეც, მაგრამ ვცდილობთ, ყველაფერი დაბალანსებული იყოს. აბსოლუტურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, სულ სხვანაირად ვცხოვრობ. ღამე მაინც ვერ ვიძინებ, მაგრამ სახლში ვარ. ტუსოვკებსა და ზოგიერთ გადაღებაზე უარს ვამბობ. მირჩევნია, ერთად ვიყოთ. ზოგჯერ ვდიასახლისობ კიდეც. როცა შეყვარებული ვარ, ასეთი რაღაცეებიც მომწონს. ფასეულ შემოთავაზებებზე უარს არ ვამბობ, მაგრამ რაღაც რეკლამებზე რომ მირეკავენ, არ ვთანხმდები. რეალისტი ტიპი გავხდი და მირჩევნია, დრო ტყუილად არ დავკარგო. მის აზრსაც სულ ვითვალისწინებ. რაც ერთად ვართ, ჩემი ყველა ნაბიჯი იცის. რჩევებსაც ვეკითხები. ძალიან კარგი გემოვნება აქვს. ჩაცმის მხრივაც მაძლევს სწორ და კარგ რჩევებს. პარალელურად, ჩემი პროდიუსერის ფუნქციასაც ითავსებს.
– რა პროფესიისაა, შოუ-ბიზნესთან აქვს კავშირი?
– არანაირი, მაგრამ ყველაფერში კარგად ერკვევა. ეს არის მამაკაცი, რომელსაც არაფერი ეშლება. ზუსტად იცის, როგორ მოხიბლოს ქალი. მე არ ვარ ადვილად მოსახიბლი, მაგრამ ისეთი რაღაცეები გააკეთა, რითიც ყველა ქალს დაახვევდა თავბრუს. მაგალითად, ზამთრის პერიოდში დიდი აგარაკი იქირავა და გვქონდა: თოვლი, ბუხარი, რომანტიკა, დიჯეი, გემრიელი კერძები. ასეთი რაღაცეები ეხერხება და მეც ამიტომ მოვიხიბლე. სიურპრიზები, ყურადღების გამოჩენა არასდროს ავიწყდება და მეც ვცდილობ, მოვუწყო სიურპრიზები, რომანტიკული საღამოები და ყურადღებით გავანებივრო. თუ გიყვარს და ერთად ხართ, ყურადღებიანი უნდა იყო. მე არ მიყვარს სტანდარტული ურთიერთობები. ამიტომაც გვაქვს ასეთი მხურვალე სიყვარულობანა. ვერავის ვამჩნევთ. იმდენად სკანდალურია ჩვენი სიყვარული, რომ სულ განხილვის საგანია ჩემი და მისი მეგობრების თუ საზოგადოების მხრიდან. ძალიან ძლიერი ტიპია, ყველაფერს უძლებს, უმკლავდება და ამიტომაც არ გადავდივართ შეტევაზე. მშვიდად და წყნარად ვსაუბრობთ. იყო ბევრი შემოტევა.
– ვისგან?
– ძირითადად, ქალებისგან. მასაც ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა და იყო არაერთისგან შემოტევა. ბევრი ქალი ჰყავდა და უნდა ჰყოლოდა, რადგან ძალიან კარგი ტიპია. ვფიქრობ, ძალიან კარგი ტიპის გვერდით ვარ და მიყვარს. ზოგი მირეკავდა, ზოგი მწერდა. იყო მისი ძველი მიმოწერების გამოგზავნა, მოკლედ, ათასი სისულელე, რაზეც მე მეცინებოდა. ეგონათ, რომ სუსტი ნებისყოფის ვიყავი და ამაზე ავვარდებოდი, ურთიერთობას გავაფუჭებდი. მწერდნენ, შენ გაშტერებენ, გატყუებენო. ამ კაცთან სრული ბედნიერება მაქვს... და დაე, ვიყო ასეთი მოტყუებული მთელი ცხოვრება. რატომ ნერვიულობს უცხო ხალხი ამაზე, არ ვიცი. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო კარგი ურთიერთობა გვიყალიბდება, სხვა ეტაპებზე გადავდივართ. უფრო საინტერესოა ჩვენი თანაცხოვრება. დრო გვჭირდებოდა, ერთმანეთი რომ გაგვეცნო და ამ დროში, ნელ-ნელა სიყვარულიც გამყარდა.
– რა ეტაპზე ხართ ახლა?
– გარეკილი შეყვარებულები რომ არიან, აი, იმ ეტაპზე ვართ – ერთმანეთზე რომ ეჭვიანობენ, ზრუნავენ.
– ცოტა ხნის წინ შენი და შენი ყოფილი ქმრის ფოტოები გავრცელდა. ამაზე როგორი რეაქცია ჰქონდა?
– ჟურნალისტები რომ ხვდებიან,  მარტო არ ვარ და ვიღაც მყავს, ცდილობენ, სკანდალი ააგორონ. მაგრამ, არც ისეთი სულელია ჩემი ბიჭი, ამ ყველაფერს წამოეგოს. თუმცა, როგორც კაცისთვის, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ მე არ მაგრძნობინებს. თანაც, ეჭვიანობის დროსაც ძალიან საყვარელია, ბუზღუნებს ხოლმე. კაცს თუ არ აინტერესებ, არ ეჭვიანობს, არ გაკონტროლებს, ესე იგი, კიდიხარ. ამიტომ, ამ ყველაფერს თავისი მუღამი აქვს. თან, იმაზე გიჟდება, შენც როგორი ეჭვიანი გახდიო. გამხადა ასეთი ეჭვიანი. თუმცა, შემაწუხებლად არა, რადგან ქალმა არ უნდა დაღალოს კაცი თავისი ეჭვიანობით.
– თუ დაგჭირდა, დეტექტივსაც დაიქირავებ?
– თუ დამჭირდა დეტექტივს კი არა, ყველაფერს დავიქირავებ. მის შესახებ ყველაფერი ვიცი ისე, რომ ვერც იგებს. მეც ისე ვცხოვრობ, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი იცის – სად მივდივარ, რას ვაკეთებ. არ ვატყუებთ ერთმანეთს.
– რატომ უმალავ საზოგადოებას მის ვინაობას?
– „სიყვარულსა მალვა უნდაო“ – ძველმოდური ვარ და რა ვქნა. არ ვიმალებით, ყველგან დავდივართ. უბრალოდ, პრესის წინაშე აფიშირება არ არის საჭირო, რადგან მერე ყველაფერი ირევა. ხარ კომფორტულად და იყავი – მერე ყველაფერი ჭორაობის თემა ხდება და არ მინდა.
– გენდერულ თანასწორობასაც იცავთ?
– ამაში ძალიან აზიატია. „ქალი უნდა იყოს კუხნაში“ – დაახლოებით ასე ფიქრობს. მე ვეჩხუბები: ჩვენ თანაბარუფლებიანები ვართ-მეთქი  და ამაზე სულ ვკამათობთ. კიდევ იცი, რაზე ვჩხუბობთ? – კომპლიმენტების თქმა არ იცის. ყველაზე დიდი კომპლიმენტი მაშინ მითხრა, როცა პანაშვიდზე მივდიოდი – ულამაზესი ხარ, ყოველთვის პანაშვიდებსა და სამძიმრებზე იარეო. მაკიაჟი, ჩაცმულობაც მოეწონა – შავები, სადა მაკიაჟი, შეკრული თმა. ასეთი მოვეწონე ძალიან. ვაიძულებ, რომ დღეში რამდენჯერმე მითხრას კომპლიმენტი, რადგან ამაზე ძალიან ვბრაზდები.
– ძალიან კარგად გამოიყურები. გავიგე, პლასტიკური ოპერაციით საჯდომი გაიდიდაო, მართალია?
– ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის დამსახურებაა. რაც შეეხება საჯდომს, ცოტა ვარჯიში, ცოტა კორექცია – ეს არის.

скачать dle 11.3