კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტესტი თვითშეფასებაზე #13

ეს ტესტი თვითშეფასებაზეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის.  გაინტერესებთ როგორ აფასებთ საკუთარ თავს? – აიღეთ სუფთა ფურცელი და საკუთარი ავტოპორტრეტის ხატვას შეუდექით (საჭიროა გამოსახულება იყოს მთლიანი, სრული სიგრძით),  მნიშვნელობა არა აქვს კარგად ხატავთ, თუ ცუდად.  ხატვის დასრულებამდე პასუხებს არ გადახედოთ.
დახატეთ? ახლა პასუხებიც ნახეთ:
თავი – თუ ნახატს ტანთან შედარებით დიდი ფორმის თავი გაუკეთეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ინტელექტუალურ ადამიანად თვლით, გაგაჩნიათ გარკვეული კომპლექსები ერუდიციის დონესთან დაკავშირებით. თუკი თავი პატარა ფორმისაა, სოციუმთან ადაპტაცია გიჭირთ.
თვალები – დიდი ფორმის თვალები თუ აქვს თქვენს ავტოპორტრეტს, ძალიან ცნობისმოყვარე ბრძანდებით, ცოტა ეჭვიანიც. თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ აზრს და შეხედულებებს. თუკი თვალები პატარაა ან სულაც წერტილოვანი ხშირად ატარებთ საკუთარ სულში „რევიზიას”, მოგწონთ ფსიქოანალიზი. ამ ტესტის გაკეთებაც სწორედ ამ ფაქტმა გაიძულათ.
ყურები და ცხვირი – თუკი ნახატზე ფიგურას დიდი ყურები დაუხატეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. გრძელი ცხვირი მომატებულ სექსუალურ ტემპერამენტზე მეტყველებს, ხოლო ნესტოებზე აქცენტის გაკეთება (წერტილები ცხვირის მაგივრად) მიუთითებს იმას, რომ საკმაოდ ფიცხი და აგრესიული პიროვნება ბრძანდებით.
პირი – თუკი ნახატზე პირი  ყველაზე მეტად დომინირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს გააჩნია გარკვეული პრობლემა საუბრისას, ან უჭირს საკუთარი ნააზრევის სწორად გადმოცემა. თუკი თქვენ პატარა პირის მქონე ან სულაც უპირო კაცუნა დახატეთ, დეპრესიულობისკენ მიდრეკილი ან ასოციალური პიროვნება ხართ.
ხელები – სიმბოლურად გამოხატავს თქვენს კავშირს გარშემო მყოფებთან. თუკი ნახატზე ხელები დამუშტული გაქვთ ეს იმას ნიშნავს, რომ მკაცრი, მეთოდური და ნაკლებკონტაქტური ადამიანი ხართ.  ჩამოშვებული ხელები იმაზე მიანიშნებს, რომ შინაგანად ემოციურ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. ხოლო ტანთან შედარებით გრძელი, გაწელილი ხელები ამბიციურ, დიმინირების მოყვარულ ადამიანზე გვაძლევს ინფორმაციას.
დაბოლოს, ფეხები – თუკი ფიგურა გრძელ  ფეხებზე შემოასკუპეთ  თქვენში მოჭარბებული დოზითაა თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ ფიგურას ფეხები საერთოდ არ დაუხატეთ, საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ძალიან ბევრ, გასაიდუმლოებულ მაქინაციაში იღებს მონაწილეობას და მისი ასავალ-დასავალი ძნელი გასარკვევია.

скачать dle 11.3