კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

კითხვა-პასუხი #13

კითხვა: ბოლო დროს შევნიშნე, რომ თმა ძალიან მცვივა. მითხრეს, რომ ზეთის წასმა შველის და კონკრეტულად რომლის?
პასუხი: თუ შენიშნეთ, რომ თმის ცვენა დაგეწყოთ, აუცილებლად უნდა დაადგინოთ მისი გამომწვევი მიზეზები.  მკურნალობის პირველ ეტაპზე ჯერ უნდა შეაჩეროთ თმის ცვენა, ხოლო შემდეგ იზრუნოთ მის აღდგენაზე. კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თმის ცვენის მკურნალობისას. თმას, ისევე როგორ ორგანიზმს, სასიცოცხლოდ ვიტამინები და მინერალები სჭირდება. ხშირად თმის ცვენა ცილის ნაკლებობითაა გამოწვეული. თმისთვის სასარგებლოა თევზის, ქათმისა და მწვანილის მიღება. სცადეთ რეგულარული მასაჟი აბუსალათინის ან ქოქოსის ზეთით.
კითხვა: დღეში რამდენჯერ არის რეკომენდებული კბილების გამოხეხვა და ზოგადად, როგორ მოვიშორო უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან?
პასუხი: დღეში პირის ღრუს ორჯერ მაინც უნდა იწმენდეთ. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ კბილებს, არამედ ღრძილებს, ენას და მთლიანად პირის ღრუს. გამოცვალეთ კბილის ჯაგრისი თვეში ერთხელ. უსიამოვნო სუნს პირის სიმშრალე იწვევს. აუცილებელია, რომ სისტემატურად ხდებოდეს ნერწყვის გამოყოფა. ნერწვის გამოყოფის სტიმულირებისთვის კარგია საღეჭი რეზინი. ხშირად დალიეთ წყალი და არა გაზიანი სასმელი. გარდა იმისა, რომ წყალი პირის ღრუს და მთლიანად ორგანიზმს დაატენიანებს, ნადებსაც ჩარეცხავს. არსებობს ცუდი სუნის გაქრობის ხალხური საშუალებები. მაგალითად: ოხრახუში, დარიჩინი, კამის თესლი. ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. გამოიყენეთ ენის საწმენდი, რომლითაც მის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს მოიშორებთ. ნუ შეეცდებით ამ პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა არომატული საშუალებით. ეს პრობლემას დროებით გადაჭრის. მთავარია, დაადგინოთ, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და მკურნალობაც გაცილებით სწრაფი და ეფექტური იქნება.

скачать dle 11.3