კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის გაბრაზებაა სახიფათო #13

კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანში, ეგრეთ წოდებული, „კოდის“ სახით არის ხასიათში ჩადებული, რომ გარკვეულ მომენტში გამოავლინოს ის თვისება, რომელიც მიძინებულია – გახდეს ისეთი სასტიკი და დაუნდობელი, რასაც ვერავინ წარმოიდგენს.
ვერძი – გიჟური ბუნებითაა ცნობილი. მისი გაბრაზება საშინელებაა. გრგვინვას დაგატეხს თავს. თუმცა, ეს დიდხანს არ გრძელდება. როცა ვერძი გაბრაზებულია, შორს დაიჭირეთ მისგან თავი – ამ დროს ის სიგიჟეებს სჩადის. ვერძის ნიშნით დაბადებული ხშირად უნდა აქოთ და მასთან მიმართებაში სიტყვები ისე შეარჩიოთ, რომ არ გააბრაზოთ.
კურო – ამ ნიშნით დაბადებულის წყობიდან გამოყვანა ადვილია, თუმცა დამშვიდება გაგიჭირდებათ. თუ გულში რამე ჩაიდო, აუცილებლად შურს იძიებს, თუნდაც ასი წლის მერე. უყვარს, როცა აქებენ და ყურადღების ცენტრშია. ცდილობს, მოისმინოს იმაზე მეტი გარშემო მყოფებისგან, ვიდრე ამას რეალურად იმსახურებს.
ტყუპები – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული  ყველაზე სახიფათოა. თუმცა, მისი არ უნდა გვეშინოდეს. ტყუპებს ურჩევნია, ადამიანი სიტყვით მოკლას და გაანადგუროს, ვიდრე სისხლში გაისვაროს ხელები. ადვილად სწყინს და ადვილადვე ავიწყდება წყენა. აღარც კი ახსოვს, რის გამო გაგებუტა.
კირჩხიბი – ეჭვიანია და ამის გამო, შეუძლია, ადამიანს ისეთი რამ დააბრალოს, რასაც არც კი ფიქრობს. აქვს საშინლად ცვალებადი ხასიათი, რაც თავადვე უქმნის პრობლემებს. იშვიათად ბრაზდება, მაგრამ თუ ასე მოხდა, უმჯობესია გაეცალოთ.
ლომი – უყვარს, როცა ენდობიან. თუმცა, როცა ესაუბრებით, ის მის მიღმა იხედება და წინასწარ იცის, რაც უნდა უთხრათ. აფექტურია და ადვილად შეგიძლიათ მათი წყობიდან გამოყვანა. ერთი შეხედვით, არ იცის გულში წყენისა და ბრაზის ჩადება და ამას არ განახვებს, თუმცა, არასდროს ივიწყებს.
ქალწული ხშირად აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ ამას არავის უმხელს და ისე ინიღბება, თითქოს ყველაფერი კარგადაა. უსამართლოდ არავის გაუბრაზდება, თუმცა თუ ამის საბაბი მიეცით, ნამდვილ მკვლელს ამოიცნობთ მასში.
სასწორი – მოთმინების საოცარი უნარი აქვს, თუმცა, მოთმინებასაც საზღვრები აქვს – თუ მას გადალახავთ, ძალადობის მსხვერპლი გახდებით. როცა ხედავს, რომ მისი კეთილი ზრახვებით სხვები ბოროტად სარგებლობენ, ამ დროს შეურაცხადია და მზადაა ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს.
მორიელი – ერთი შეხედვით, წყნარი და მშვიდია, თუმცა მასში ისეთი ხასიათი იმალება, რის გაღვიძებასაც, ნამდვილად არ გირჩევთ. არ გატკენთ გულს სიტყვით, მაგრამ საქციელით დაგასამარებთ და არც კი ინანებს ამას.
მშვილდოსანი – არასდროს ჩადის წვრილმან დანაშაულს. არც უმნიშვნელო პრობლემაზე ბრაზდება და მიეცემა გვემას. ურჩევნია, სხვისი ხელით ან პირით მოგიღოთ ბოლო. თავად კი, მშვიდად იჯდეს და შორიდან უყუროს სეირს.
თხის რქა – თუ გაბრაზდა, სასტიკი ხდება და მასთან საქმის გარჩევას, ან უბრალოდ, სიტუაციის ახსნას, აზრი არ აქვს. ის, არც მოგისმენს და არც უკან დაიხევს. ცდილობს, რაც შეიძლება, მეტად გატკინოთ გული და ასე მიგახვედროთ, რომ ის თქვენზე ძლიერია.
მერწყული – სამართლიანობის მოყვარულია და ადამიანის განადგურება, მარტივად არ შეუძლია. ძალიან ჭკვიანია და არასდროს იქცევა ისე, რომ მერე საკუთარი საქციელის შერცხვეს. თუ დანაშაული ჩაიდინა, მის კვალს აუცილებლად დამალავს. ადამიანებთან დისტანციის დაჭერა უყვარს და ამის გამო, ბევრ პრობლემას თუ გულისტკენას თავს არიდებს.
თევზები – მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მშვიდი და წყნარია, საკმაოდ სასტიკი და დაუნდობელია. შეიძლება, იმ წამს არ გამოხატოს გაბრაზება და შურისძიება, როცა ამას იმსახურებთ, მაგრამ მომავალში აუცილებლად გაგებინებთ პასუხს. რთულია, მისი ამოცნობა, მაგრამ როცა ბრაზდება, სააშკარაოზე გამოაქვს თავისი ზრახვები და ამ დროს კონტროლს კარგავს.

скачать dle 11.3