კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვიმკურნალოთ გულყვითელათი #13


მედიცინაში გამოიყენება გულყვითელას ყვავილები. ის შეიცავს კაროტინოიდებს, ეთერზეთებს, ფისებს, ლორწოს, ორგანულ მჟავას. გამხმარი ყვავილები კარგად უნდა შეინახოთ ვენტილირებულ ოთახში, 40-45 გრადუსზე. ნედლეული ინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
გულყვითელას აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი და დამამშვიდებელი ეფექტი, ისევე, როგორც არტერიული წნევის შემცირების და სადეზინფექციო, ჭრილობის სწრაფად შეხორცების უნარი. ეფექტურად მკურნალობს სისხლჩაქცევებს, ჩირქოვან ჭრილობებს და წყლულებს, ნაწოლებს, გამონაყარს, დამწვრობას, მოყინულ ადგილებს, აკნესა და ჰერპესს. შესაძლებელია, სახლის პირობებში მარტივად მოამზადოთ მისი ინფუზია. 200 გრამ ყვავილებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დალიეთ ერთი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ, დაამზადოთ მალამოც: 10 გრამ დაქუცმაცებულ ყვავილებს შეურიეთ 50 გრამი ვაზელინი და წაისვით კანის დაზმიანებულ ზედაპირზე.
თუ ღრძილების ანთება ან პირის ღრუში რაიმე ანთებითი პროცესი გაწუხებთ, დაამზადეთ სავლები შემდეგნაირად: ერთ ჩაის კოვზ გულყვითელას დაასხით ერთი ჭიქა წყალი, რომელიც აუცილებლად გადადუღებული უნდა იყოს და გამოივლეთ პირის ღრუში დღეში სამჯერ.
მისი ნაყენი გამოიყენება ჰიპერტენზიის ადრეულ ეტაპზე, ასევე, განსაკუთრებით ეფექტურია მენოპაუზის თანმხლები პრობლემებისთვის, წნევის დასაწევად და თავის ტკივილის აღსაკვეთად. ამისთვის მიიღეთ 30-40 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ, 3 კვირის განმავლობაში. ის ასევე, ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, არითმიის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების, გასტრიტის, კოლიტისა და კანის სხვადასხვა დაავადების დროს. აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ, ნაყენი მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქის ოდენობით.
ძველი დროიდან გულყვითელა მიიჩნევა სიმსივნეების მკურნალობის ეფექტურ საშუალებად. რასაკვირველია, ის არ კურნავს სიმსივნეს, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას. 2 ჩაის კოვზ ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი, თითოს – 2 ჭიქა. გააჩერეთ 15 წუთით და მიიღეთ თანაბარი რაოდენობით დღეში 4-ჯერ.
თუ ფუტკარმა გიკბინათ – 10 გრამ გულყვითელას ყვავილებს დაასხით 100 გრამი 70-პროცენტიანი სპირტი. გააჩერეთ ორი დღე, შემდეგ 1 სადილის კოვზი გააზავეთ ნახევარ ჭიქა წყალში  და დაიდეთ ნაკბენზე.

როდის უნდა გამოვიყენოთ შროშანა
 შროშანას ქართლში დათვიყანას, დათვისიმინდს ეძახიან, რაჭაში – მკვდრის ყვავილს. შროშანა გავრცელებულია წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბუჩქნარის ძირში. ნედლეულად იყენებენ ცალკე ყვავილებს და ცალკე – ბალახს ან ყვავილებსა და ფოთლებს ერთად.
შროშანა 15-30 სანტიმეტრი სიმაღლის სურნელოვანი მრავალწლიანი, ფესურიანი მცენარეა, 2-3 ფოთლით. სიცოცხლის პირველ წლებში შროშანა არ ყვავის, მხოლოდ 2-3 წლის მერე, ფესურაზე ვითარდება მსხვილი კვირტი, რომელიც გაზაფხულზე იძლევა უკვე ყვავილიან ყლორტს. ამის შემდეგ ყვავილობა ისევ წყდება 2-3 წლით. აი, ამიტომ არის, რომ იმ ადგილებში, სადაც იზრდება შროშანა, ყოველთვის ბევრია ყლორტი ფოთლებით, მაგრამ ცოტაა ყვავილები. ყვავილსაფარი თოვლივით თეთრია, ოდნავ გადაღუნული ექვსი კბილით. ყვავილის შიგნით ბუტკოს გარს აკრავს 6 მტვრიანა, რომლებიც მიმაგრებულია ყვავილსაფარის ქვედა ნაწილზე.
შროშანას ბურთისებრი კოკრები ზეაწეულ ყუნწებზეა და ყვავილის გაშლასთან ერთად თანდათანობით დაბლა იხრებია. ნაყოფი სამბუდიანი კენკრაა, რომელიც დასაწყისში მწვანეა, დამწიფებასთან ერთად კი კაშკაშა ნარინჯისფერ-წითელი ხდება.
ყვავის აპრილ-მაისში. დაყვავილების შემდგომ უვითარდება კენკრა ნაყოფი. შროშანას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც ყვავილი ახალი გაშლილია და ჯერ არ გაყვითლებულა. საუკეთესო ნედლეულია მხოლოდ ყვავილი. ამ დროს კრეფენ ყვავილის მთელ ისარს და შემდეგ ხელით აცლიან ყვავილებს. მეორეხარისხოვანი ნედლეულის დამზადებისათვის დასაშვებია მთელი ყვავილედის შეგროვება უკანასკნელი ყვავილიდან 3 სანტიმეტრზე ქვემოთ.
ფოთლებს აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან მის დასასრულამდე. შეგროვების დროს არ შეიძლება, ფესვურის დაზიანება, რადგან ის იწვევს მთელი ბარდების დაზიანებას. შეგროვილი ნედლეული სწრაფად უნდა გაშრეს.
ტრანსპორტირებისას მას ათავსებენ კალათში ისე, რომ არ ჩაიტკეპნოს. ზევიდან აფარებენ რაიმეს – მზის სხივებისგან დასაცავად. შრობის დროს აწყობენ თხელ ფენად ყვავილებსა და ფოთლებს ცალ-ცალკე. მთელი მცენარე შხამიანია.
შროშანა შეიცავს საგულე გლიკოზიდებს. მიწის ზედა ნაწილებიდან გამოყვეს გლიკოზიდები, კონვალოტოქსინი, კონვალოტუქსოლი, კონვალოზიდი, გლიკონვალოზიდი, ვალაროტოქსინი და სხვა. ფესვები შეიცავს კონვალამარინს. გარდა აღნიშნულისა, შროშანაში ნაპოვნია ეთერზეთის კვალი, ასპარაგინი, სახამებელი, შაქარი, ვაშლისა და ლიმონის მჟავები.
შროშანასგან დამზადებული პრეპარატები გამოყენება სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის, გულის უკმარისობის დროს. მისგან მზადდება შროშანას სპირტიანი ნაყენი (სამრეწველო წესით),  კორგლიკონის საინიექციო ხსნარი.
შროშანას აქვს: ნაღველმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. არეგულირებს ენერგიას და  ვაზოდილატატორია გულის დასამშვიდებლად. ამცირებს ცხიმის მეტაბოლიზმს გულის კუნთში; ასევე, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს ვენურ წნევას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, თავიდან აგაცილებთ ქოშინს, ამცირებს შეშუპებას, ათავისუფლებს თავის ტკივილისგან, ხელს უშლის ინფექციურ დაავადებებს.
შროშანა არის უძილობის წამალი. ამისთვის ერთ სადილის კოვზ  ბალახს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ თერმოსში 10-12 საათი და გაფილტრეთ. მიიღეთ ორი სადილის კოვზის ოდენობით ოთხჯერ დღეში, ჭამამდე. შარდმდენი ეფექტისთვის აიღეთ 15 გრამი შროშანა, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ათი წუთი გააგრილეთ, გაფილტრეთ და ჭამამდე ოცი წუთით ადრე მიიღეთ დღეში სამჯერ ორი სადილის კოვზის ოდენობით. ანთებითი პროცესების დროს ერთი სადილის კოვზ ყვავილებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი დააყოვნეთ და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი დესერტის კოვზით დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. იგივე ინფუზია შეგიძლიათ, გამოიყენოთ, როგორც ლოსიონი.

ადონისი კარგი საგულე საშუალებაა
ადონისის პრეპარატები აძლიერებს და ანელებს გულის შეკუმშვას, ხსნის შეშუპებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ადონისი დადებითად მოქმედებს ართრიტის დროს.
ადონისი ფართოდ გამოიყენება სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შედარებით მსუბუქი ფორმების დროს, გულის ნევროზის, ვეგეტოდისტონიის, ინფექციური, ასევე თირკმელების დაავადებების დროს. ასევე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობისა და ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების დროს.
ადონისის ზემოქმედებით გული უფრო ძლიერად და თანაბრად ძგერს. მეტია შარდის გამოყოფა და ფეხების შეშუპება ქრება. გარდა ამისა, ადონისი ეფექტურია კოკაინით გამოწვეული კრუნჩხვების დროს. ადონისის ნახარშის ან ნაყენის წინასწარ შეყვანა თავიდან აგაცილებთ ლეტალურ შედეგს. ეს პრეპარატი გიხსნით ასევე, კამფორული და პიკროტოქსინით გამოწვეული კრუნჩხვებისგან.
ადონისი, იგივე ცხვირისატეხელა, მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახის, ერთი ან მრავალწლოვანი ბალახებია. ცნობილია 20-მდე სახეობა.  საქართველოში 4 სახეობაა. თავისი დიდი, ყვითელი ყვავილებით ტყე-ველისა და ველის ზონის დამახასიათებელი მცენარეა. გამხმარი ბალახი გულის გლიკოზიდებს შეიცავს და მედიცინაში იყენებენ. მას ყვავილობის დასაწყისიდან თესლის ჩამოცვენამდე აგროვებენ. ბალახს მიწის ზედაპირიდან 7-10 სანტიმეტრ სიმაღლეზე ჭრიან. ინახავენ ერთი წლის განმავლობაში მშრალ შენობაში სხვა მცენარეებისგან განცალკევებით. ადონისი კარგი საგულე საშუალებაა მასში შემავალი ციმარინის, ადონიტოქსინისა და სხვა გლიკოზიდების წყალობით. ის შეიცავს ასევე, შაქარსა და საპონინებს.

ბროკოლის სასარგებლო თვისებები
ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და ორგანიზმისთვის აუცილებელ ელემენტებს. C  ვიტამინი მასში 2,5 ჯერ მეტია, ვიდრე ციტრუსებში, ასევე, ჭარბად შეიცავს ის კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, რკინას, ფოსფორს, თუთიას, მანგანუმს, სპილენძსა და სელენს. კალციუმი აუცილებელია თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისა და ნორმალური ზრდისთვის. მაგნიუმი სასარგებლოა გულისთვის. ნატრიუმი ხელს უწყობს ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსს. თუთია დადებით გავლენას ახდენს ქსოვილებისა და უჯრედების განვითარებაზე და ასე შემდეგ.
ბროკოლი ითვლება ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად. შეიცავს ქლოროფილს, ასევე, ამინომჟავებს. ამინომჟავები კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის – ენდორფინის გამომუშავებას.
ბროკოლი მდიდარია ცილით და მისი სარგებლიანობა ამ თვალსაზრისით გაიგივებულია ქათმის კვერცხთან. მაგრამ მისგან განსხვავებით, ბროკოლის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ზღუდავს ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას. ამიტომ, ის განსაკუთრებით კარგია, თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ. ასევე, ძალიან სასარგებლოა ართრიტისა და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. ბროკოლი მნიშვნელოვნად ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.
ბროკოლი ეხმარება ორგანიზმს ნაწლავების გათავისუფლებაში და ხელს უწყობს მონელების პროცესს. ის გაგათავისუფლებთ შეკრულობისგან. ბროკოლი ასევე, ეხმარება ღვიძლს ნორმალურ ფუნქციონირებაში და მნიშვნელოვანია ორგანიზმის აღდგენისა და გაძლიერებისთვის ავადმყოფობის შემდეგ. ბროკოლის რეგულარული მიღება ეხმარება უჯრედებსა და ქსოვილებს რეგენერაციაში, ისევ და ისევ ავადმყოფობის შემდეგ.
ბოლო სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბროკოლს შეუძლია ბრძოლა  ძუძუს, საკვერცხის, პროსტატის, შარდის ბუშტისა და კანის კიბოს წინააღმდეგ. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას. განსაკუთრებით ეფექტური ქორფა ნაყოფია. მისი გამოყენება ეფექტურია როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე აღნიშნული დაავადებების აქტიურ ფაზაში. ამ დაავადებების დროს, სასურველია, ბროკოლი დღეში ორჯერ მიიღოთ.
ბროკოლი რეკომენდებულია მაშინ, როცა ანტიბიოტეკებს იყენებთ. ვისაც აწუხებს წონა და ფიგურის მოვლა სურს, უნდა იცოდნენ, რომ ბროკოლის კალორიულობა მხოლოდ 30 კილოკალორიაა 100 გრამ პროდუქტზე.

რომელი მცენარით ვუმკურნალოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას
ხალხური მედიცინა ყამბროს იყენებს გულის დაავადებების, თავბრუხვევის, სუნთქვის უკმარისობის, უძილობის სამკურნალოდ. მისი პრეპარატები (ნაყენები, თხევადი ექსტრატი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, კურნავს ტაქიკარდიასა და ასთმას, ხსნის უსიამოვნო გრძნობას გულის არეში, ამცირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ძილს, დადებით გავლენას ახდენს გულის კუნთზე, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას კორონარულ სისხლძარღვებსა და ტვინში. მისი ყვავილები შეიცავს ეთერზეთს, ფლავონურ გლიკოზიდებს, კოფეინს; ნაყოფი კი – ფლავონოიდებს, საპონინებს, მცენარეულ ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სობრიტს, ქოლინს, აცეტილქოლინს, ორგანულ მჟავებს.

скачать dle 11.3