კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა ფილმებმა იხსნა მიხეილ კალატოზიშვილი ციმბირში გადასახლებისგან და რა არის გასაიდუმლოებული მის ცხოვრებაში #13

მასზე მუდამ  აღმატებით ხარისხში საუბრობდნენ და როგორც ხელოვანს, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. მსახიობი, სცენარისტი, მემონტაჟე, ოპერატორის თანაშემწე, შემდგომ – ოპერატორი – აი, გზა, რომელიც გაიარა მიხეილ კალატოზიშვილმა. ყოფილი საბჭოთა კინოს ისტორიაში ჯერჯერობით ვერავინ მოხსნა ქართველი კინორეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის რეკორდი. მისი „მიფრინავენ წეროები“ ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელიც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნა. რუსული კინოს ვერცერთ კლასიკოსს, ვერც ტარკოვსკის, ვერც მიხალკოვს, ვერც ქართული კინოს ლიდერებს, ვერა და ვერ ეღირსათ „ოქროს პალმის რტო“. უფრო მეტიც, ორი წლის წინ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინემატოგრაფისტთა გამოკითხვის შედეგად, „მიფრინავენ წეროები“ ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად გამოცხადდა.
საქართველოში ბევრმა არ იცის, ვის ოჯახში გაიზარდა კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ მფლობელი მიხეილ კალატოზიშვილი. არ იციან, მაგალითად, რომ კალატოზიშვილის ბებია –  მაკრინე ავალიშვილი სწორედ ის ქალია, ილიასა და აკაკის ლექსები რომ მოქარგა სუფრაზე. არ იციან, რომ კალატოზიშვილის დეიდები მისიონერები იყვნენ ჩინეთში, მაგრამ თითქმის არავინ იცის მთავარი – რატომ დატოვა 1933 წელს სამშობლო მიხეილ კალატოზიშვილმა და რატომ გახდა ის მიხეილ კალატოზოვი. მიხეილ კალატოზიშვილის მოღვაწეობა საქართველოში ხანგრძლივი არ ყოფილა. 20-იან წლებში „სახკინმრეწვში“ თანამშრომლობდა ივანე პერესტიანთან და ნიკოლოზ შენგელაიასთან. მუშაობდა, როგორც ოპერატორი ფილმებზე: „გიული“, „ბოშური სისხლი“. დამოუკიდებლად გადაიღო ამჟამად დაკარგული „მათი სამეფო“. 20-იანი წლების მიწურულს ცენზურამ „დააკონსერვა“ კალატოზიშვილის „უსინათლო“, ცოტა ხანში კი, ფირი გაანდაგურა და რეჟისორს ფორმალიზმში დასდო ბრალი. „ფორმალიზმი“ – ეს იყო ბრალდება, რომელსაც მიხეილ კალატოზიშვილს განუწყვეტლივ უყენებდნენ ხოლმე. ამ ბრალდებით მოიხსნა ეკრანებიდან კალატოზიშვილის 60-იან წლებში გადაღებული ფილმები. სწორედ ასეთი ბრალდებით გამოუცხადეს ბრძოლა მიხეილ კალატოზიშვილის „ქართულ შედევრს“ – „ჯიმ შვანთეს“ („მარილი სვანეთს“), რასაც 30-იან წლებში მოჰყვა აკრძალვა კალატოზიშვილის ახალი ფილმისა „ლურსმანი ჩექმაში“.  ფილმ „ჯიმ შვანთეში“ ჩანს როგორ ესხმის თავბრუ კამერას, როგორ ტრიალებს სვანური კოშკები, როგორ ერთიანდება სამი თვალი: კამერის, მაყურებლისა და პერსონაჟის.  ეს, ეგრეთ წოდებული, სუბიექტური  კამერის დამკვიდრების ტრადიციაა, რომელსაც კალატოზიშვილი „ჯიმ შვანთედან“ იწყებს და „მიფრინავენ წეროებში“ აგრძელებს...
კალატოზიშვილი, რომელიც თბილისის კინოსტუდიას ხელმძღვანელობდა, ცოტა ხნით დააპატიმრეს კიდეც. თუმცა, რეჟისორმა თავს უშველა და მოსკოვში გადაიხვეწა. ეს ამბავი დღემდე ბნელითაა მოცული... ამ ამბის მერე „ჯიმ შვანთეს” ავტორი მართლაც შეიცვალა. შეიცვალა, როგორც კინორეჟისორი. 40-იან წლებში, რუსეთში გადაღებულ კალატოზიშვილის ფილმებში – „სიმამაცე“, „ვალერი ჩკალოვი“, „დაუმარცხებელნი“ გენიალური „ჯიმ შვანთესგან“ აღარაფერი დარჩა. ეს იყო პროპაგანდისტული სურათები, რომელმაც კალატოზიშვილი არა მარტო ციმბირში გადასახლებისგან იხსნა, არამედ სტალინური ეპოქის კინოჩინოვნიკიც კი გახადა – 1945-1948 წლებში ის მხატვრული ფილმების წარმოების სამმართველოს უფროსის პოსტზე დაამტკიცეს. „მოსფილმში“ ისევ „მიშიკოს“ ეძახდნენ, ყველას ახსოვდა, რომ კალატოზოვი ქართველი იყო... „მოსფილმში“ ის უყვარდათ, მაგრამ ეიზენშტეინის, დოვჟენკოს, პუდოვკინის გვერდით არასდროს იხსენიებდნენ... თავად კალატოზიშვილს ყველაზე მეტად ახალგაზრდებთან ურთიერთობა უყვარდა, განსაკუთრებით – ქართველებთან. ყოველმხრივ მხარს უჭერდა ოთარ იოსელიანს, ალექსანდრე რეხვიაშვილს... გია დანელია, კი, საერთოდ, მიხეილ კალატოზიშვილმა მოიყვანა კინოში... „ჯიმ შვანთე“  –  რუსეთში მისი მიჩქმალვა უნდოდათ, მაგრამ არა საქართველოში. „მიფრინავენ წეროების” ტრიუმფს თბილისი ქართული კინოს ტრიუმფად მიიჩნევდა. მიხეილ კალატოზიშვილს სამშობლოში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ის არ ჩამოდიოდა... მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო, რაც საქართველოში ხდებოდა. გულშემატკივრობდა თბილისის „დინამოს“ და ქართულ კინოს... რუსეთში დღესაც არ სიამოვნებთ, რომ კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის“ ერთადერთი „საბჭოთა ლაურეატი,“ ქართველია. ამიტომაცაა, ფრენსის ფორდ კოპოლა, მარტინ სკორსეზე „დაუმთავრებელი წერილისა“ და „მე – კუბას“ (მიხეილ კალატოზიშვილი) ასლებს ყიდულობენ... 60-იან წლებში გადაღებული კალატოზიშვილის სურათები რუსეთში კვლავაც „წარუმატებლობად“ ითვლება (წყარო – „რადიო თავისუფლება“).
დღეს უკვე აღიარებული ფაქტია, რომ მიხეილ კალატოზიშვილის წარმატებაც და აღმოჩენაც „ჯიმ შვანთეს“ უკავშირდება, ფილმს, რომელიც სულ ახალგაზრდა კაცმა გადაიღო. ის ამ დროს ოცდაექვსი წლისაა... „H2 SO4-ში“ დაბეჭდილ წერილში წერს კიდეც, სულ თავდაყირა ვიდექი საინტერესო რაკურსის ძიებაშიო. კალატოზიშვილის მხატვრობით დაინტერესების ფაქტი მრავლისმთქმელია. რადგან მან თავისი პირველი დოკუმენტური ფილმი „მათი სამეფო“ და მეორე „ჯიმ შვანთე“ (დოკუმენტური მუნჯური ფილმი) დავით კაკაბაძესთან ერთად გადაიღო, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოცდაექვსი წლის დამწყები ხელოვანისთვის უკვე ორმოც წელს მიტანებულ, გამოცდილ და სახელოვან, ორიგინალური ხედვის მქონე მხატვართან თანამშრომლობა (ე. ოკუჯავა „საავტორო კინომატოგრაფი“). მასწავლებელი მართლაც სანაქებო ჰყავდა. მას არა მხოლოდ კინომხატვრობის გამოცდილება ჰქონდა, არამედ კინოსთან პრაქტიკული მოღვაწეობაც აკავშირებდა, როგორც სტერეოკინოს საპროექციო აპარატის გამომგონებელსა და კინომხატვარს.  1936-1938 წლებში მიხეილ კალატოზოვი მუშაობს სცენარზე „შამილი“. მან შეძლო კიდეც სცენარი შამილზე ბორის შუმიატსკისთვის მიეწვდინა, რომელიც იმხანად კინოსაქმეს განაგებდა. სხვათა შორის, პირველი ვარიანტი სცენარისა ბ. შუმიატსკიმ დაიწუნა. მან წაკითხვისთანავე  განაცხადა უარი ფილმის გადაღებაზე. როგორც სხვადასხვა წყაროდან ირკვევა, შუმიატსკის არ სურდა პასუხისმგებლობის აღება – არ იცოდა, კრემლი როგორ განწყობას გამოიჩენდა ამ ჩანაფიქრის მიმართ. მით უფრო, რომ მას უკვე ჰქონდა შენიშვნა მიღებული სტალინისგან, ბოლო წლებში შექმნილი რამდენიმე იდეოლოგიურად სუსტი ფილმისთვის. ამასთანავე, კალატოზიშვილმა გაიგო, რომ ამ თემით პეტრე პავლენკო იყო დაინტერესებული და ამ ინტერესის გამო, ჯერ კიდევ 1933 წელს, იმოგზაურა დაღესტანში. სცენარზე მუშაობის განახლების იმედი კალატოზიშვილს მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შუმიატსკი დაიჭირეს და ახალ საბჭოთა  კინემატოგრაფს სათავეში ჩაუდგა ს. დუკელსკი. კალატოზიშვილმა მას წარუდგინა სცენარის მეორე ვარიანტი – „მთის არწივები“ („შამილი“). არსობრივად სცენარში კალატოზოვს არაფერი შეუცვლია. მიუხედავად კალატოზოვის არაერთი მცდელობისა „გაეტანა“ სცენარი, ის საბოლოოდ იქნა უარყოფილი. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ კალატოზიშვილმა წერილი გაუგზავნა სტალინს. ეს მეტად სარისკო ნაბიჯი იყო. „5 წელი ვმუშაობდი დოკუმენტურ მასალაზე შამილის შესახებ და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ლეგენდა ზოოლოგიურ შოვინიზმსა და რელიგიურ ფანატიზმზე ამ შესანიშნავი ადამიანის ირგვლივ, ნაციონალ-შოვინისტებისა და ისტორიკოსების მიერაა შექმნილი და მოგონილი. ჩემმა სცენარმა შამილზე თითქმის ისეთივე ბრძოლები გადაიტანა, როგორც თავად შამილმა თავის დროზე. კინემატოგრაფიის ხელმძღვანელობა დაპატიმრებითაც კი მემუქრებოდა და ბოლოს კინოდანაც გამაგდეს. როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ სცენარის მიხედვით ფილმის გადაღების შემთხვევაში, კავკასიის დაპყრობის ეპოქაზე, მათ არასწორ პოლიტიკურ ხედვაში დასდებენ ბრალს...“ (მიხეილ კალატოზიშვილის არქივიდან). წერილს პასუხი არ მოჰყოლია პირდაპირი გაგებით. მაგრამ, გარკვეულწილად, კალატოზიშვილი დააკმაყოფილეს იმით, რომ მისი სცენარი შამილზე განიხილეს, თუმცა კვლავ უარყვეს. სწორედ „შამილის” სცენარის დაუმტკიცებლობისა და 5-წლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, იღებს პროპაგანდისტულ ფილმს საბჭოთა მფრინავებზე – „სიმამაცე”, შემდეგ კი „ვალერი ჩკალოვს” (წყარო: „ტაბულა“). 1943-1945 წლებში, ის უკვე ჰოლივუდშია, როგორც საბჭოთა კინოს სპეციალური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ამერიკული პერიოდის შედეგად აღმოაჩენთ დღეს თბილისში, მის ოჯახში რელიკვიებად შემორჩენილ ჩარლი ჩაპლინის ნაჩუქარ ტროსტსა თუ მისსავე ფოტოს ჩაპლინის თბილი წარწერით. ჰოლივუდში ვოიაჟს უკავშირდება კიდევ ერთი უცნაური ფაქტი: საბჭოთა მთავრობა რეჟისორთან ერთად, ამერიკაში ცოლის სტატუსით, მისთვის სრულიად უცნობ ლენინგრადელ მსახიობს – ელენა იუნგერს უშვებს. თავად კალატოზოვის მეუღლე – ჟანა კი ამ დროს თბილისშია. ის იტალიელია, მენშევიკების დროს ბათუმში იტალიის კონსულის ქალიშვილი და საბჭოთა რეალობისთვის უჩვეულო, იტალიურ არისტოკრატიულ ტიტულს ატარებს – მამიანი დელა როვერე ვალაცი. ფორმალიზმში დადანაშაულება და რეჟისორის „დასჯა” სტალინის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა: თუნდაც კანის მე-11 კინოფესტივალი ავიღოთ (1958 წელი), სადაც საბჭოთა კინოსთვის ერთადერთი და უკანასკნელი „ოქროს პალმის რტოს“ გადაცემის ცერემონიალზე, ფილმისთვის „მიფრინავენ წეროები”, რეჟისორი არ გაუშვეს. ფესტივალის დირექციას კი აცნობეს, ცერემონიალს კალატოზოვი ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებაო.

скачать dle 11.3