კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლია თუ არა პარალელურ სამყაროში გადასვლა ნებისმიერ სხეულს და არის თუ არა ანომალიური ტერიტორიები საქართველოში #13

კაცობრიობა დიდი ხნის წინ დააფიქრა პრობლემამ პარალელური სამყაროს არსებობაზე, რაც, ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომებშია ნახსენები. მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, ამოუხსნელი მოვლენების მიმართ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა. ცნობილი მოაზროვნე ჯორდანო ბრუნოც ამბობდა, რომ ჩვენი სამყაროს გარდა, სხვა სამყაროებიც არსებობდა, თუმცა იმდენად განსხვავდებოდა იმდროინდელი წარმოდგენები, რომ ამის გამო ის ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა. დღეს მსგავსი აზრებისთვის კოცონზე აღარავის წვავენ. თუმცა, მკვლევრებს ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ პარალელური სამყაროს საიდუმლო. წარმოდგენა მაინც რომ შევუქმნათ მკითხველს ამ მოვლენების საერთო სურათზე, დახმარებისთვის კვლავ მივმართეთ ეზოთერიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრს, ბატონ გიორგის.

 – ბატონო გიორგი, თითქმის არ არსებობს ადამიანი, რაიმე უცნაური ამბავი პირადად, უშუალო მონაწილისგან არ მოესმინოს, ან სადმე არ ამოეკითხოს. შეფასება კი ათასგვარია – სხვა განზომილება, პარალელური სამყარო და კიდევ ათასი რამ... რას გვეტყვით თქვენ?
– უამრავი გამოკვლევის საფუძველზე მტკიცდება, რომ პარალელური სამყარო რეალობაა, რომელიც ერთდროულად, ჩვენს სამყაროსთან ერთად არსებობს და გააჩნია განსხვავებული ზომები – მცირე არეალიდან მთელ სამყარომდე. იქ მოვლენები თავისებურად ვითარდება და განსხვავდება აქაურისგან – უმნიშვნელო დეტალებიდან მსხვილმანებამდე. მრავალი საუკუნეა, კაცობრიობა მშვიდობიანად არსებობს პარალელური სამყაროს მცხოვრებლებთან ერთად. მაგრამ, გარკვეულ მომენტებში საზღვრები სამყაროთა შორის გამჭვირვალე ხდება და ამის გამო, ერთი მეორეში გადადის.
– იქნებ, სურათი უფრო ნათელი რომ გახდეს, კონკრეტულ მაგალითზე გვიამბოთ, რომელიც აქვე, ჩვენ გვერდით მომხდარა...
– ერთი ასეთი უცნაური ამბავი ჩემს ახლო ნათესავს გადახდა. რამდენიმე წლის წინ, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ორმა ადგილობრივმა მცხოვრებმა და ამ ჩემმა ნათესავმა ჭის ამოთხრა განიზრახეს. დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე რომ ჩავიდნენ, ადამიანების კივილი მოესმათ, რომელიც მიწისქვეშეთიდან მოდიოდა. შეშინებულებმა სასწარაფოდ დატოვეს ჭა და მას შემდეგ, იქაურობას ისინი კი არა, კაციშვილი აღარ გაჰკარებია. ადგილობრივები ამ ამბავს თავისებურად ხსნიან და 1924 წლის ცნობილ ამბოხს უკავშირებენ, როცა წითელმა ტერორმა გორის რეგიონი მთლიანად მოიცვა. როგორც ყვებიან, ოქტომბრის ერთ წვიმიან დღეს, წითლები ამ სოფლის რჩეულებსაც მისწვდნენ და ვითომდა, მტყუან-მართლის გასარჩევად, დაკავებულები წინ გაირეკეს. სინამდვილეში, სოფლიდან მოშორებით მათი ფიზიკური განადგურება ჰქონდათ განზრახული. გაიგო რა ეს იქაურმა მოძღვარმა, მიუხედავად იმისა, რომ ციება სტანჯავდა, დატყვევებულ თანასოფლელთა კვალს აედევნა. სოფლიდან მოშორებით წამოეწია მათ და როცა მიხვდა, რასაც უპირებდნენ ხალხს, ტალახში დაუჩოქა ჯალათებს, შეევედრა: მაგათ თუ რაიმე ცოდვა აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ და როგორც მათი მოძღვარი, მე დამსაჯეთო. დაღამებისთანავე გლეხები ჩაამწკრივეს და მათ დასახვრეტად მოემზადნენ. გაოგნებული მოძღვარი წინ წამოიჭრა და პატიმრებს ანაფორის კალთა გადააფარა. ბადრაგის მეთაურმა კი პირველი სწორედ მამაო ჩაცხრილა. დანარჩენები, ჯერ ბარბაროსულად აწამეს, შემდეგ დახვრიტეს და სხეულები იქვე, ორმოში ჩაყარეს. მახლობელ სოფელში მცხოვრებთ დიდხანს ახსოვდათ სასიკვდილოდ განწირულთა შეძახილები. საერთო სასაფლაოებიდან კი დახვრეტილთა სამოსის ნაგლეჯები მოჩანდა. ისიც ითქვა, ზოგი ცოცხალ-მკვდარი დამარხეს და სამარხზე დაყრილი მიწა კარგა ხანს ტორტმანებდაო. ამიტომაც ყველამ ირწმუნა, რომ ცოდვილ მიწაში ჩაფლულთა სასტიკად ნაწამებ სულებს დღემდე არ აქვთ მოსვენება და იმ ჭიდან სწორედ მათი განწირული კვნესა ისმოდაო...
– თქვენ როგორ ახსნით ამ მოვლენას?
– სანამ კონკრეტულად ამ საკითხს შევეხებოდე, მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივთა მოსაზრების პარალელურად, არსებობს სხვა ვერსიებიც, რაც ამ ადგილის ანომალიურობაზე მიუთითებს. მსგავსი ანომალიური ტერიტორიები უამრავია დედამიწის ზურგზე. მაგალითად, ერთ-ერთ მაღაროში, რუსეთში, კერძოდ კი, გელენჯიკში, ჩემი ახლობელი მუშაობდა და სწორედ მან მიამბო, მაღაროში ჩასული მკვლევრის შესახებ. სიღრმეში 40 მეტრის გავლის შემდეგ მის წინაშე ისეთი რადიაციული ფონი დაფიქსირებულა, რომ გზის გაგრძელება ვეღარ მოუხერხებია. თუმცა, მეცნიერი ამტკიცებდა, რომ მაღაროს დასასრული არ აქვს და იქ, სადღაც არსებობს სხვა სიცოცხლე, სადაც უფრო სწრაფად გადის დრო, ვიდრე აქო. არსებობს ლეგენდაც, რომ ამ მაღაროში ჩავიდა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც შიგნით ერთი კვირა დაჰყო და როცა ამოვიდა, უკვე მოხუცი და სნეული იყო. ასეთივე სნეული და მოხუცი ამოვიდა ჭიდან ერთი პატარა ბერძნული სოფლის მკვიდრიც, რომელმაც იქ სულ რაღაც ერთი საათი გაატარა. სოფელში მიაჩნდათ, რომ ჭას ძირი არ ჰქონდა. მისი წყალი ყოველთვის გაყინული იყო და როცა გაწმენდის დრო მოვიდა, ხსენებული ახალგაზრდა ჰიდროკოსტიუმით ჩავიდა შიგ. იქ რა ხდებოდა, უცნობია, მაგრამ, როცა ყმაწვილი ამოიყვანეს, ყველა შოკირებული დარჩა – მათ წინ გრძელწვრა მოხუცი იდგა. რამდენიმე წელში ის გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი კი სიბერე იყო... მსგავსი მაგალითები ბევრია და ამ ყველაფერს სწორედ პარალელურ სამყაროს უკავშირებენ. ახსნა სხვადასხვაგვარია და არსებობს უამრავი თეორია. მაგალითად, აინშტაინის მოსაზრებით, ჩვენი სამყაროს გვერდით არის სხვა სამყარო, რომელიც ჩვენი სამყაროს სარკისებრი ანარეკლია. სხვების აზრით, ალტერნატიული რეალობის გასაღები ეგრეთ წოდებულ მეხუთე განზომილებაში იმალება. დროის განზომილებისა და სამი სივრცის გარდა, არსებობს კიდევ ერთი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, კაცობრიობას საშუალება მიეცემა, იმოგზაუროს პარალელურ სამყაროში.
– შეიძლება, დავინახოთ ან შევეხოთ ამ ალტერნატიულ რეალობას?
– ფიზიკური კანონების მიხედვით, იმას ვერ უარვყოფთ, რომ კავშირი სამყაროებს შორის შეიძლება, კვანტური გვირაბით განხორციელდეს. ამ ჰიპოთეზის ავტორი ამტკიცებს, რომ თეორიულად შესაძლებელია ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა, მაგრამ ამისთვის უზარმაზარი, კოლოსალური რაოდენობის ენერგიაა საჭირო, რომელიც სამყაროში არ მოიპოვება. ამიტომ, ასეთი გადასვლა განუხორციელებელია.  
– გამოდის, იმ მაგალითებს, რაც ზემოთ მოიყვანეთ, პარალელურ სამყაროსთან კავშირი არ აქვს?
– არსებობს სხვა თეორიაც, რომლის თანახმად, სამყაროებს შორის გადასასვლელი ხიდი „შავი ხვრელია” – ენერგიის შემწოვი მატერია. კოსმოლოგები ამტკიცებენ, რომ „შავი ხვრელი” ერთი რეალობიდან მეორეში გადასვლის გზაა. ამ თეორიით, შეიძლება აიხსნას, თუ როგორ ჩნდება ვარსკვლავები. მეცნიერები დიდხანს ბჭობდნენ მათი წარმოშობის ვერსიებზე და ისე ჩანს, რომ მატერია იქმნება არაფრისგან. მაგრამ, თუ მივიჩნევთ, რომ ახალი ციური სხეული მატერიალიზდება პარალელური სამყაროდან, მაშინ შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ პარალელურ სამყაროში გადაადგილება შეუძლია ნებისმიერ სხეულს. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიოს ანომალიურ ზონებს შორის ორმოცამდე გვირაბია პარალელურ სამყაროში გადასასვლელად. აქედან 4 ავსტრალიის ტერიტორიაზეა, 7 – ამერიკაში. ყოველწლიურად ასეთ გვირაბებში ასობით ადამიანი უჩინარდება. ყველა ამ გვირაბს კი საერთო ის აქვს, რომ მათი სიღრმეებიდან საშინელი კივილი და კვნესა ისმის.

скачать dle 11.3