კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #13

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როდესაც თავს ვერ ვერევით და ძალიან ცუდ განწყობაზე ვართ?
პასუხი: თავდაპირველად უფალს შესწირეთ მადლობა, რათა მან მოგანიჭათ სიცოცხლე. ამის შემდეგ დაფიქრდით და გაიხსენეთ, თუ რამდენი ადამიანია თქვენზე მძიმე მდგომარეობაში. მძიმე წუთებში ძალიან კარგია ფსალმუნების კითხვა და რაც მთავარია, მიიღეთ თქვენი მდგომარეობა, როგორც გამოცდა და შეხსენება ცოდვების მოსანანიებლად.
კითხვა: ითვლება თუ არა სამშობლოს დაცვის დროს მტრის მოკვლა ცოდვად, კაცის კვლა ხომ უმძიმესი ცოდვაა?
პასუხი: სამშობლოს გვაძლევს უფალი და მისი სამსახური ყველა ამბიციაზე მაღლა უნდა იდგეს. როდესაც ადამიანი ომში ქვეყნის დასაცავად მიდის და არა პირადი ამბიციური ინტერესით, როდესაც კაცის კვლა გაბოროტებული სულის მოთხოვნილება კი არ არის, იძულებითი ქმედებაა, როცა ადამიანი თავს მოყვასსა და მამულს სწირავს, ეს, პირიქით, ქრისტიანული სათნოებაა. აქედან გამომდინარე, ეკლესია სამშობლოს დაცვისას მეომრისგან მტრის იძულებითი მოკვდინების ცოდვას საკუთარ თავზე იღებს და შესთხოვს უფალს, ეს ცოდვა შენდობილ იქნას.
კითხვა: როგორი ლოცვა მოეწონება უფალს?
პასუხი: ძირითადად, ადამიანები ლოცვისას უფალს შესთხოვენ საკუთარი კეთილდღეობისთვის სურვილებს და ხშირად საყვედურობენ კიდეც სურვილების შეუსრულებლობის გამო. ლოცვა მაშინ არის სწორი და მოსაწონი, როდესაც უფალს არა მხოლოდ შეწევნას სთხოვ, არამედ ადიდებ მას და მადლობას სწირავ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ბავშვს, რომელიც არ არის მონათლული, გავუკეთო ჯვარი?
პასუხი: დაუყოვნებლივ მონათლეთ ბავშვი და გაუკეთეთ ჯვარი. ეს მას დაიცავს და აარიდებს ყოველგვარ განსაცდელს.

скачать dle 11.3