კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

კანდიდატის ვნებანი #13

ალაგ-ალაგ გამონათებული

 ჩვენ ჩვენს სკანდალებს ვუჩივით, არადა საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანია ერთია და ერთ-ერთი კანდიდატის, სახელდობრ, ფრანსუა ფიიონის გარშემო ამტყდარი სკანდალი ერთ კვირაში – ერთზე მეტი.
აღმოჩნდა, რომ, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტობას მოიწადინებდა და სენატორობისას საკუთარ თანამეცხედრესაც ასაქმებდა ფიქტიურად, რომ ბიუჯეტიდან უშრომელი შემოსავალი მიეღოთ, ბ-ი ფიიონი სხვა ფლანგიდანაც იღებდა შემოსავლებს.
კერძოდ, 50 000 აშშ დოლარი აუღია ლიბანელი მილიარდერისგან, რათა ეს უკანასკნელი თვით ვლადიმირ პუტინსა და „ტოტალის“ თავკაც პატრიკ პუიანეს შეხვედროდა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე.
თუმცა ისიცაა, რომ ზემოხსენებული თანხა მთლად ხელიდან ხელშიც არ აუღია. ვერც აიღებდა, ვინაიდან ამ შეხვედრის ორგანიზება ფრანსუა ფიიონის საკონსულტაციო ფირმას აუღია თავის თავზე.  
ამას გარდა, ხსენებულ კანდიდატს ძვირად ღირებული კოსტიუმებიც ყვარებია: 2012 წელს უცნობ მეგობარს მისთვის რამდენიმე, თქვენ წარმოიდგინეთ, 48 000 ევროს ღირებულების კოსტიუმი უჩუქებია. უფრო ადრე არადეკლარირებული კრედიტიც უპოვეს, 50 000 ევროს ოდენობის, რომელიც ერთ-ერთი ფრანგი მილიარდერისგან აუღია.
ჩვენ არ ვიცით, რა გავლენას მოახდენს ეს ამბები ფრანსუა ფიიონის გაპრეზიდენტებაზე, თუმცა ვიცით, რომ ფრანგების ნაწილი ფრიად აღშფოთებულია. მეორე მხრივ, არც ევროპელ ლიდერებს დაურისხებიათ განგაშის ზარები, კანდიდატზე პოლიტიკური ზეწოლააო, თუმცა, მაგალითად, ჩვენი ექსპრეზიდენტის მიერ ბიუჯეტის ხარჯზე ჩატარებული კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და შეძენილი ტანსაცმლის ხარჯის გამომზეურება სწორედ ასეთად შერაცხეს. ვითომ ეს დასავლური დემოკრატიაც ალაგ-ალაგ ანათებს?! –

скачать dle 11.3