კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმედგადაწურულები #13

დროის მკვლელები?!

 იქნებ იმიტომ, რომ ენის ფხანა, მართლაც, სასიამოვნო საქმიანობაა, განსაკუთრებით, ღარიბ ქვეყანაში კი დროის მოკვლის საუკეთესო საშუალებაც ან იქნებ სხვა მიზეზით, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი აზრთა გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია თბილისში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონის გახსნის შესახებ ახალმა ამბავმა (მახათას მთაზე ნახევარ წელიწადში გაიხსნებაო).
ამ საქმისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ სამასი ათასი ლარიც გამოუყვიათ და გვპირდებიან, რომ ახალი პანთეონი ორ ჰექტარზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის სიახლოვეს განთავსდება. ახალი პანთეონის მესვეურები გვპირდებიან, ხედიც საუცხოო იქნებაო.
სხვათა შორის, მახათას მთაზე ახალი პანთეონის მშენებლობის გადაწყვეტილებას გულისწყრომით შეხვდა ზოგიერთი ხელოვანი, მწერლები და თვით კომპოზიტორებიც. მეტიც, პეტიციაც კი შეადგინეს და დიდუბის პანთეონის გაფართოება მოითხოვეს.
და თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ცნობამ ახალი პანთეონის შესახებ ქილიკ-ირონიის იშტაზე მოიყვანა ჩვენი თანამემამულეები (პათოსით: აკლდამა სჯობს ან პირამიდაო), მის გახსნას საკმაოდ პროზაული მიზეზი აქვს: დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი დაიკეტა.
ჰოდა, თუ ზემონასხენებ ქილიკ-ირონიას გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, ვვარაუდობთ, რომ ვეღარც ილიას ვშობთ, ვერც ტატოს, ვერც ვაჟას და ვერც აკაკის?! –

скачать dle 11.3