კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროპაგანდის ანკესზე #13

ანუ ნებსით თუ უნებლიეთ?!

 ახალი პანთეონის ამბავი ვერ მოგვენელებინა (პათოსით: ვინ არის სიმპათიურიო?!), რომ სხვა ამბავი დაეტაკა ამ ჩვენს ისედაც შეშფოთებულ გულებს.
კერძოდ, ენმ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორია რუსულმა სამხედრო ტექნიკამ გადაკვეთა (ცხადია, სომხეთისკენ). თუმცა, მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ტექნიკა არასამხედრო დანიშნულების იყო და ამიტომაც თავდაცვის სამინისტროს მის გატარებაზე ნებართვა არ გაუცია.
ამასობაში კი, ანუ, სანამ ჩვენ ამ ამბავს ვარჩევდით, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სომხეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „იგლა“ ამოიღო. ორი პირიც დააკავა და გამოძიებაც დაიწყო და გააგრძელა.
ამის პარალელურად კი, აზერბაიჯანში გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს საქართველომ რუსეთიდან სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი  სამხედრო ტვირთი გაატარა. თუმცა რეალურად ტვირთი არასამხედრო დანიშნულებისაა და არავინ იცის დაზუსტებით, სომხეთში რუსული ბაზისკენ ჰქონდა გეზი აღებული თუ საკუთრივ სომხეთის სამხედრო ბაზისკენ.
მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანში იმ შინაარსით გავრცელდა, რაც იმ კონკრეტულ ქვეყნებში აღაშფოთებდათ. რაც მიანიშნებს (თვით შეუიარაღებელი თვალითაც კი), რომ რუსული პროპაგანდის ანკესია. ოღონდ აი, ისაა საკითხავი, ეს ჩვენი თანამემამულეები (ქვემოდან – ზემოთ და ზემოდან – ქვემოთ) რატომ წამოეგნენ ასეთი სიამოვნებით და მის გავრცელებასაც გაცხოველებით შეუწყვეს ხელი (ნებსით ან უნებლიეთ)?! –

скачать dle 11.3