კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საჩუქარი #13

„სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია“

 მართალია, ერთ დროს ჩვენმა მოკავშირე გერმანიამ (ერთ დროს, ანუ ასიოდე წლის წინათ) განდაგანა ჩაგვიტარა (არც „ნატოსთვის“ ვემეტებით და, მაინცდამაინც, არც თვით უვიზო მიმოსვლისთვის), მაგრამ სულ უყურადღებოდაც არ დავუტოვებივართ: კერძოდ, ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში, სიმბოლურად, ბერლინის კედლის ფრაგმენტი გადმოგვცეს.
ეს სასიხარულო ამბავი გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ გვამცნო. კერძოდ, თუმცა კედლის ფრაგმენტი საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს უჩუქებიათ, მაგრამ საქართველომდე მან მხოლოდ გასულ კვირას ჩამოაღწია.
კედლის მეორე სეგმენტი გერმანელებს დაბა ჯვრისთვის გადაუციათ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. როგორც ელჩი განმარტავს, რაკი ბერლინის კედელი აგერ უკვე სამი ათწლეულია, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, ცივი ომისა და გერმანიის საოკუპაციო ზონებად დაყოფის სიმბოლოა, მისი ფრაგმენტების ჩვენს სამშობლოში დავანება, იმის იმედია, რომ ჩვენი საოკუპაციო კედლებიც დაინგრევა.
ცხადია, ნაჩუქარ ცხენს (თუნდაც, კედელს) კბილი არ გაესინჯება, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი საოკუპაციო კედლების დანგრევის უმოკლესი და ეფექტიანი გზა „ნატოსკენ“ მისი გახსნაა, ხომ არ აჯობებდა, ეს ძვირფასი საჩუქარი ჩვენს მეგობრებს თავიანთთვის დაეტოვებინათ და ჩრდილოატლანტიკურ კართან ჩვენთვის ანთებული „წითელი“ „მწვანით“ შეეცვალათ?! –

скачать dle 11.3