კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ მოხვდა საქართველოდან პირველად მილანის მოდის კვირეულზე ქართული ბრენდი „სიტუაციონისტი” #12

SITUATIONIST ახლად შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც ძალიან მალე მოექცა მსოფლიო მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში. ჯერ ბელა ჰადიდის დამსახურებით, რომელსაც „სიტუაციონისტის“ სამოსი არაერთხელ ეცვა, ახლახან კი, პირველად ქართული მოდის ისტორიაში, მილანის მოდის კვირეულზე SITUATIONIST და მისი კრეატიული დიზაინერი, ირაკლი რუსაძე, ახალი კოლექციით წარდგა საზოგადოების წინაშე. ქართველ დიზაინერზე და მის ბრენდზე  არჩევანი იტალიური მოდის პალატამ გააკეთა და ჩვენების შემდეგ მათი კომენტარი ასეთი იყო: ჩვენ ვამაყობთ საკუთარი არჩევნით და მუდმივად მხარს დავუჭერთ ახალგაზრდა, ნიჭიერ დიზიანერებს. SITUATIONIST აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. „ლეონარდო დავინჩის გამოგონებების მუზეუმში“ „არმანისა“ და „ვერსაჩეს“ ჩვენების შემდეგ, დღე სწორედ ქართულმა ბრენდმა დახურა და მოდის კრიტიკოსების, ბაირების, ჟურნალისტების მოწონება, დადებითი შეფასებები დაიმსახურა. იტალიური „ვოგის“ ჟურნალსტი კოლექციის სტაილინგს აკეთებდა. ის რამდენჯერმე იმყოფებოდა თბილისში „მერსედეს ბენც ფეშენ-ვიქზე“ და მან ირაკლი რუსაძის ნამუშევრები ასე შეაფასა: „ჩვენ დემნა გვასალიას „ვეტმანზე“ უფრო მეტი აღმოვაჩინეთ თბილისში და ეს არის SITUATIONIST. ირაკლის კოლექციის ჩვენებას ცნობილი ბლოგერი,  დაიან პერნიც ესწრებოდა, რომლის აზრითაც: SITUATIONIST ქართულ მოდას კიდევ უფრო ცნობილს გახდის და ირაკლი განსაკუთრებულია. ქართული ბრენდი მილანის მოდის კვირეულის ორ სეზონზე კიდევ მიიღებს მონაწილეობას, მანამადე კი ირაკლი პრაღაში გაემგზავრა, სადაც თავის კოლექციას უკვე იქაურ საზოგადოებას წარუდგენს.
– ირაკლი, გილოცავ ამ დიდ წარმატებას! შენი დახმარებით, ქართული ბრენდი პირველად წარდგა მილანის მოდის კვირეულზე, თან ძალიან წარმატებულად.
ირაკლი რუსაძე: ბოლო პერიოდში, ძირითადად, სხვა დიზაინერებთან ვმუშაობდი. ცოტა ხნის წინ კი გადავწყვიტე, საკუთარი ბრენდი მქონოდა. პირველი ჩვენება თბილისში, „მერსედეს ბენც ფეშენ-ვიქზე“ გავაკეთე. მეორე ჩვენებას დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია დაგროვდა ჩემი ბრენდის შესახებ. შემდეგ უკვე დამიკავშირდნენ იტალიური მოდის პალატიდან და უნდოდათ, მილანის მოდის კვირეულზე მეჩვენებინა „სიტუაციონისტის“ ახალი კოლექცია. ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა. ჩვენების დღე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოდის კვირეულზე. იმ დღეს გაიმართა „არმანის“, „ვერსაჩეს“ ჩვენებები და ბოლოს, ჩემი ჩვენებით დაიხურა. ჩემთვის ყველაზე გასახარელი იყო ის, რომ იტალიური მოდის პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან სწორი არჩევანი გაკეთდა და კმაყოფილი ვარ ჩვენებითო.
– როგორ იქმნებოდა კოლექცია?
– ეს არ იყო დიდი ხნით ადრე დაგეგმილი, ყველაფერი მოკლე დროში გავაკეთეთ. ამიტომ, საკმაოდ ბევრი და სტრესული მუშაობა დასჭირდა კოლექციის მომზადებას. ყურადღება გავამახვილეთ ხარისხზე, ძვირფას ქსოვილებზე, დამუშავებაზე, კონსტრუქციაზე. გვინდოდა, ყველაფერი კარგად ყოფილიყო შესრულებული. იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, რომ ბევრი ფიქრის დროც არ მქონდა. მხოლოდ და მხოლოდ კოლექციაზე ვფიქრობდი, ვმუშაობდი. პირველად ჩავედით პრესკონფერენციის გასაკეთებლად. მთელი იტალიური და ევროპული პრესა იყო მოწვეული. გვისვამდნენ კითხვებს. ახალგაზრდა ბრენდია და ყველაფერი აინტერესებდათ, უნდოდათ მისი გაცნობა.
– როგორი იყო ჩვენების დღე?
– ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება. ამდენ პროფესიონალთან ერთად მუშაობა მეტად სასიამოვნო იყო ჩემთვის. ყველაფერი დაგეგმილი, განსაზღვრული და ძალიან საინტერესო იყო. დიდი გამოცდილება მომიტანა. კომპანია „ვაითი“ აკეთებდა ჩემი ბრენდის წარდგენას, პიარს, ღონისძიების ორგანიზებას. ეს საკმაოდ წარმატებული და ცნობილი კომპანიაა და მათი მთელი სტაფი მუშაობდა. მაქსიმალურად იყო ჩართული იმაში, რომ ეს ღონისძიება ძალიან კარგი გამოსულიყო.
– კოლექციის სთაილინგს იტალიური „ვოგის“ ჟურნალისტი აკეთებდა.
– კი. ისე არ ხდება, რომ სტილისტმა დიზაინერისგან განსხვავებული რამ გააკეთოს. უბრალოდ, როცა შენ მუშაობ კოლექციაზე და უყურებ მას, შეიძლება, გაგიჭირდეს მისი სწორად აწყობა. ამიტომაც საჭიროა ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფერთან შეხება არ ჰქონია და სხვა თვალით უყურებს. ის უფრო უკეთესად ააწყობს. იყო რჩევები, რაც გავითვალისწინე. ზოგადად, ისეთ ხალხთან ერთად ვიმუშავე, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი ძალიან ცნობილი ქალბატონი, რომელიც „დოლჩე გაბანას“, „არმანის“ შოუების ორგანიზებას აკეთებს. ასაკოვანი გამოცდილი ქალბატონია და ჩემი ჩვენების ორგანიზებაშიც იყო ჩართული. დაგეგმვა, მოდელების ქასთინგი, ყველაფერს ისინი აკეთებდნენ. ბევრი პროფესიონალი მუშაობდა, ყველას თავისი საქმე ჰქონდა გადანაწილებული და ამას მოჰყვა ის, რომ პროფესიონალიზმი უფრო და უფრო იმატებდა.
– ლოკაციაც ძალიან საინტერესო იყო.
– ჩვენება გაიმართა „და ვინჩის გამოგონებებათა მუზეუმში“. ქონთერფორარი გარემო კოლექციას ძალიან კარგად შეესაბამებოდა. პრესა, ბაერები, წამყვანი ბლოგერები, ბევრი საინტერესო ადამიანი ესწრებოდა ჩვენებას და ზოგადად, ძალიან მასშტაბური იყო.
– რომელი შეფასება მოგეწონა ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად გამიხარდა, როცა აღნიშნავდნენ, რომ კოლექცია განსხვავებული იყო და ჩემი, ინდივიდუალური ხასიათი მაქვს – დღეს რთულია, ისეთი რამ გააკეთო, რასაც არავინ აკეთებს. ჯერჯერობით, ეს მესამე ჩვენება იყო და კიდევ მჭირდება დრო იმისთვის, სტილი დაიხვეწოს, ჩამოყალიბდეს. ამისთვის გამოცდილებაა საჭირო. „სიტუაციონისტი“ ახალგაზრდა ბრენდია და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი დასაწყისია.
– ქართული სიმბოლოები მუდმივად არის შენს კოლექციაში. ახლა უკვე ქართლის დედა გამოიტანე.
– ამ სიმბოლოს იდეა ჩემს მეგობარს ეკუთვნოდა: ხომ არ ჩაგვესავაო. რაღაც კუთხით ეს დეტალი დასამახსოვრებელი იყო. თან, ყველამ იცოდა მის შესახებ. ევროპაში ქალთა უფლებების დაცვას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. ქართლის დედა კი ძლიერი ქალის სიმბოლოა და ასეც გამოიყურება.
– როგორი იყო ჩვენების შემდეგი დღეები?
– ორ სეზონზე უკვე დაამტკიცეს „სიტუაციონისტი“ და უნდათ ნახონ, რა იქნება მომავალში. ჩვენების შემდეგი დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოდერნისტურ სასტუმროში გაიმართა შოუ-რუმი, სადაც მოდიოდნენ ბაიერები, პრესა. აინტერესებდათ: როგორ იყო გაკეთებული, ფასები, სხვადასხვა კითხვას სვამდნენ. უკვე იგეგმება საინტერესო რაღაცეები. 20 მარტს პრაღაში მაქვს ჩვენება. მოდის კვირეულზე კოლექციას იქაური აუდიტორიისთვის წარვადგენთ.
– მუდმივად უსვამენ ხაზს იმას, რომ თვითნასწავლი დიზაინერი ხარ.
– კონკრეტულ უნივერსიტეტში არ მისწავლია. ჯერჯერობით გამოცდილებისა და მუშაობიდან გამომდინარე მაქვს ცოდნა. ამ ეტაპზე სწავლისთვის არ მცალია. ერთადერთი, კონსტრუქციას ვსწავლობ და მინდა, ამ კუთხით უფრო მეტად გავიღრმავო ცოდნა.

скачать dle 11.3