კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

„ფაუნალენდი“ – ზღაპრული სამყარო და თქვენი საყვარელი ცხოველების ახლოს გაცნობის საუკეთესო საშუალება #12

პირველი კონტაქტური ზოოპარკი - „ფაუნალენდ” თბილისში ერთი წლის წინ გაიხსნა და მალევე იქცა პატარების და არა მარტო მათ საყვარელ ადგილად. ზოოპარკის ბინადრები განებივრებული არიან დამთვალიერებლების ხშირი სტუმრობით. აქ შეგიძლიათ, ზღაპრულ გარემოში გაეცნოთ საინტერესო და საყვარელ ცხოველებს, ფრინველებსა და ქვეწარმავლებს, მოეფეროთ და თქვენივე ხელით გამოკვებოთ ისინი. ზოოპარკის თანამშრომლები გაგაცნობენ ბინადრებს და მათ შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებიან. „ფაუნალენდის” ბინადრებზე, ზოოპარკში არსებულ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე „ფაუნალენდის” დირექტორი, ქალბატონი მარინა მურჯიკნელი გვესაუბრა.
მარინა მურჯიკნელი: „ფაუნალენდის” შექმნის იდეა თბილისის ზოოპარკში მომხდარი სამწუხარო ამბების შემდეგ გაჩნდა. ჩვენმა დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, თბილისში გაეხსნათ უფრო კომფორტული ზოოპარკი, რომელიც ამ წლის 17 თებერვალს, უკვე ერთი წლის გახდა. ეს არ არის სტანდარტული ზოოპარკი. აქ შეგიძლიათ, მოეფეროთ ცხოველებს და გამოკვებოთ ისინი. „ფაუნალენდში” გვყავს გიდები, რომლებიც დამთვალიერებელს აცნობენ ცხოველებს, აწვდიან მათ შესახებ ამომწურავ ინფორმაციას: რას ჭამენ, სად ბინადრობენ და ასე შემდეგ. ასევე, ასწავლიან ცხოველებთან მოპყრობას. ამ მხრივ ჩვენს ზოოპარკს შემეცნებითი ფუნქციაც აქვს. 
– „ფაუნალენდი” დიდი პოპულარობით სარგებლობს. რომელი ცხოველები ბინადრობენ თქვენს ზოოპარკში?
– ჩვენმა ზოოპარკმა იმაზე დიდი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე მოველოდით. არსებობს სტერეოტიპი, რომ ცხოველების ნახვა და ზოოპარკი მხოლოდ ბავშვებს უყვართ. სინამდვილეში, ჩვენთან ძალიან ბევრი ზრდასრულიც მოდის და არანაკლებ სიამოვნებთ ჩვენი ბინადრების გაცნობა. ჩვენი ცხოველები კი ძალიან უწყინარი და მეგობრული არსებები არიან. უყვართ სტუმრები და შეჩვეული არიან მათი მხრიდან ყურადღებას. „ფაუნალენდში” ორი დარბაზი გვაქვს. პირველ დარბაზში  ტერარიუმია, სადაც ეგზოტიკური ცხოველები არიან დაბინავებულები – გველები, ხვლიკები, წყლის კუ, ხმელეთის კუები... მეორე დარბაზი, ასე ვთქვათ, პატარა სოფელია, სადაც შინაური ცხოველები და ფრინველები გვყავს.  დამთვალიერებლის ასაკი შეუზღუდავია.
– როგორ უვლით „ფაუნალენდის” ბინადრებს და რამდენად უსაფრთხოა მათთან კონტაქტი?
– ჩვენ გვყავს ვეტერინარი, რომელიც პერიოდულად ათვალიერებს ყველა ცხოველს, უტარებს შესაბამის აცრებს და ასე შემდეგ. ამიტომ, მათთან კონტაქტი, აბსოლუტურად უსაფრთხოა. ჩვენს ბინადრებს მუდმივად ვაძლევთ ვიტამინებს.  პირადად, მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ დასუფთავების საკითხს და რეალურად „ფაუნალენდში” სუნიც კი არ დგას. ჩვენი თანამშრომლები ყოველ დილით, ცხრა საათზე მოდიან და თერთმეტ საათამდე აბსოლუტურად ყველაფერი იწმინდება. ვიყენებთ ნახერხს, რომელსაც ყოველ დილით ვუცვლით ყველა ცხოველს.
– დიდ ჯგუფებს თუ მასპინძლობს „ფაუნალენდი” და რა შეღავათები მოქმედებს მათზე?
– რა თქმა უნდა, ჩვენთან ხშარად დადიან ჯგუფებად – ბაღებიდან, სკოლებიდან... „ფაუნალენდი” არაჩვეულებრივი ადგილია ღია გაკვეთილისთვის ბუნებაში. ათი კაცი უკვე ჯგუფია და ისინი ჩვენთან შემოსასვლელად შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ. რაც უფრო მრავალრიცხოვანია ჯგუფი, მით მეტი ფასდაკლება ეკუთვნის. ბავშვებთან ერთად, ფასდაკლება ვრცელდება მათ თანმხლებ უფროსებზეც. ასევე, ფასდაკლებით სარგებლობენ მრავალშვილიანი ოჯახები. თუ მაგალითად, ოჯახიდან 4-5 ადამიანი მოდის ჩვენთან სტუმრად, მათზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. გვყავს ბევრი მუდმივი დამთვალიერებელიც, რომლებიც კვირაში 2-3-ჯერ გვესტუმრებიან ხოლმე და, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ ფასდაკლებით შემოსვლის საშუალება. 
– როგორ აღნიშნავთ დღესასწაულებს „ფაუნალენდში” და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩვენთან ყველა დღესასწაულს სხვადასხვაგვარად აღვნიშნავთ. გვაქვს სხვადასხვა სახის საინტერესო გასართობი თამაშები, ვატარებთ მასტერკლასებს. გარდა ამისა, ყოველ-შაბათ კვირას სხვადასხვა აქტივობებით, დამთვალიერებლის კიდევ უფრო გახალისებას ვცდილობთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვაქვს მოლაპარაკებები და ვაპირებთ გაფართოებას.
მისამართი:  თბილისი,
კოლმეურნეობის მოედანი,
სავაჭრო ცენტრი „ჯი თი სი”
საკონტაქტო ტელ: 293 32 81.
ვებ-გვერდი: www. trogay, ru
Facebook: FAUNA LAND

скачать dle 11.3