კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რას ნიშნავს მეხუთე დაავადება და რატომ უნდა იყვნენ მშობლები განსაკუთრებით ფრთხილად გაზაფხულზე #12

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში გავრცელდა ვირუსული ინფექცია, ახალი „ბატონები“, რომელსაც მეხუთე დაავადების  სახელწოდებით იცნობენ. დაავადება, ძირითადად, 5-იდან 15 წლამდე  ასაკის ბავშვებში გვხვდება. თუმცა, ხშირად მოზრდილებსაც აწუხებთ. რა არის რეალურად მეხუთე ინფექცია, როგორ ვლინდება და რა ზომები უნდა მივიღოთ თავის დასაცავად, ამ და სხვა, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი: ინფექციური ერითემა, ანუ იგივე მეხუთე დაავადება, არის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, რომელიც „ბატონების” ერთ-ერთი ფორმათაგანია. მას უწოდებენ მეხუთე დაავადებას, რადგან არსებობს გამონაყრის მიხედვით დაავადებათა კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც, პირველი დაავადებაა წითელა, მეორე – წითურა, მესამე – ჩუტყვავილა, მეოთხე – დუკეს დაავადება. მეექვსეც არსებობს და ეს არის ჰერპესით გამოწვეული დაავადებები. მეხუთე დაავადება გადამდებია, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. თუმცა, მისი გავრცელების ალბათობა 30 პროცენტია. თუ მაგალითად, წითელას შემთხვევაში 100 პროცენტია და ჩუტყვავილას შემთხვევაში – 98, შესაძლოა ოჯახის ყველა წევრს დაავადება არ დაემართოს. როგორც წესი, ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება გამონაყრის გაჩენის შემდეგ. გამონაყრის გაჩენის შემდეგ მეხუთე ვირუსს გადამდებობა ეკარგება. ასეთ დროს ხშირად  გვეკითხებიან მშობლები, გავუშვათ თუ არა ბავშვი ბაღში ან სკოლაშიო, აუცილებლად უნდა გაუშვან, რადგან დაავადება უკვე გადამდები არ არის. ზოგჯერ შესაძლებელია, გამონაყარი გაქრეს და შემდეგ ისევ განვითარდეს, რასაც ხელს უწყობს მზის გამოსხივება და ტემპერატურის ცვლილებები.
– საწყის ეტაპზე რა სიმპტომებით ვლინდება მეხუთე დაავადება და როგორ უნდა განვასხვაოთ ის ალერგიისგან?
– ვიდრე დაავადების ძირითადი კლინიკური სურათი გამოვლინდება სიმპტომი არის მარტივი, გაციების მსგავსია. შეიძლება, იმდენად შეუმჩნევლად გამოვლინდეს, რომ ოჯახის წევრებმა ვერც დააფიქსირონ. ხშირად დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ან ძალიან მწირი სიმპტომებით. მეხუთე დაავადების გამოვლინების პირველი და მთავარი, კარდინალური ნიშანია შეწითლებული ლოყები. დაავადება ითარგმნება, როგორც „სილაგაწნული ლოყა”. მშობლების უდიდეს ნაწილს, სამწუხაროდ, ეს მიაჩნია ალერგიულ რეაქციად – ჭინჭრის ციებად. ისინი ასეთ შემთხვევაში ხშირად იყენებენ არამიზანმიმართულ, საინექციო ფორმით – დექსამეტაზონს და პრედლიზოლონს, რასაც დაავადების მიმდინარეობის გართულება და გახანგრძლივება მოჰყვება. მეორე-მესამე დღიდან დაავადება ჩამოდის ზედა კიდურებზე, შემდგომ ჩამოინაცვლებს დუნდულებსა და ბარძაყებზე გამონაყრის სახით. კარდინალური ნიშანი, რასაც ექიმმა და პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს, არის ის, რომ მეხუთე დაავადებას, ალერგიისგან განსხვავებით, ქავილი არ ახლავს თან. მოზრდილი ასაკის ადამიანებმა ყოველგვარი გამონაყრის გარეშე შეიძლება, გადაიტანონ ეს ვირუსი. კლინიკურად ეს გამოვლინდება ვირუსული ართრიტების, ანუ სახსრების ანთებით. მქონია პრაქტიკაში, რომ ჯერ ოჯახის პატარა წევრმა გადაიტანა ინფექცია და შემდეგ უფროსს უთქვამს, რომ ძალიან სტკიოდა მუხლები.  ახლა განსაკუთრებით ყურადღება მართებთ მშობლებს, რადგან მეხუთე დაავადების აფეთქების პერიოდი უფრო გაზაფხული და შემოდგომაა. სპეციფიკური მკურნალობა მეხუთე დაავადების გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგოდ არ არსებობს. ეს დაავადება თვითგანკურნებადია. არავითარი გვერდითი მოვლენები მას არ აქვს, არც მედიკამენტურ საშუალებებს საჭიროებს. დაავადების მიმდინარეობისას პაციენტი არ უნდა ჩახურდეს, საზიანოა მისი ჩახუთულ გარემოში ყოფნა. ასეთ დროს პაციენტს არ უნდა ჩავაცვათ თბილად. არ არის საჭირო ზედმეტი სითბო. ასევე, ცხელი წყლის აბაზანა პროვოცირებს დაავადებაზე და მკვეთრად აწითლებს პაციენტს. მეხუთე დაავადების დროს საჭიროა, ხანმოკლე და ინტენსიური ბანაობა. სიწითლეს ხელს უწყობს მზის სხივების ინსოლაცია. ამიტომ,  ასეთი ტიპის პაციენტს ულტრაისფერ სხივებს ვარიდებთ გარკვეული პერიოდით. სხვა, რაიმე კვებითი და დიეტური შეზღუდვა, მეხუთე დაავადების დროს არ არის საჭირო.
– როგორც ვიცი, მეხუთე დაავადების მქონე ადამიანს განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ორსულები. რისი რისკია ასეთ შემთხვევაში და ემუქრება თუ არა საფრთხე ნაყოფს?
– ორსულობის დროს ინფექციური ერითემა შესაძლებელია, საშიში აღმოჩნდეს ნაყოფისთვის –  ორსულისთვის პირველ ტრიმესტრში შექმნას პრობლემები ნაყოფის შეშუპების სახით და ასევე, გამოიწვიოს მკვდარშობადობა, ნაადრევი აბორტი. თუ ორსულს უწევს კონტაქტი მეხუთე დაავადების მქონე ადამიანთან, აუცილებლად ხშირად უნდა მიმართოს გინეკოლოგს და ჩაიტაროს გამოკვლევები.

скачать dle 11.3