კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჩაეთვლებათ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო რეჟიმის დარღვევად და რა კატეგორიის მოქალაქეებს დაუწესდებათ შეზღუდვები #12

28 მარტიდან საქართველოდან ევროპაში უვიზო მიმოსვლის  რეჟიმი ამოქმედდება.  როგორი იქნება უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაცია, რომელ ქვეყნებში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მოხვედრას, ამის შესახებ  სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორს, მიხეილ მირზიაშვილს გავესაუბრეთ.
– ბატონო მიხეილ, ვინ ისარგებლებს ვიზალიბერალიზაციით და რომელ ქვეყნებში შევძლებთ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გამგზავრებას?
–  უვიზო რეჟიმით ისარგებლებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი. ეს არის უპირობო დათქმა მათთვის, ვინც ევროპის ქვეყნებში აპირებს მოკლევადიანი ვიზიტის განხორციელებას – 180 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 90 დღის ვადით, ყოველ ექვს თვეში, სამი თვე შეგვიძლია დავყოთ ევროკავშირის ქვეყნებში. არეალი მოიცავს შენგენის შეთანხმების  ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას და ესენია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი; ასევე, ევროკავშირის  4 არაწევრ  ქვეყანას – შვეიცარიას,  ნორვეგიას,  ისლანდიას, ლიხტენშტეინს, და შენგენის ზონაში გაერთიანების კანდიდატ 4 ქვეყანას: ბულგარეთს, კვიპროსს,   რუმინეთს, ხორვატიას. საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ იმოგზაურებენ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, სადაც სხვა რეგულაციები მოქმედებს. ამ ქვეყნებში მოსახვედრად საჭიროა იმ სავიზო რეჟიმის დაცვა, რაც დღეს მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ  განსხვავება – ის რეჟიმი, რითიც ჩვენ შეგვიძლია სარგებლობა, არ არის მთლიანად უვიზო რეჟიმი. ანუ, სიტუაცია, რომელიც აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, როდესაც ამ ქვეყნების მოქალაქეები ისე გადაადგილდებიან, რომ ფაქტობრივად, მათთვის არ არსებობს ამ ქვეყნებს  შორის საზღვარი. მათ არ უწევთ არანაირი პროცედურის დაცვა. არსებობს ვიზების სხვადასახვა ფორმა ევროკავშირის  ქვეყნებში შესასვლელად – სამუშაო,  საგანმანათლებლო, სამკურნალო მიზნით,  მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელება შეგვიძლია ვიზის მიღების პროცედურის გარეშე. თუმცა, დაკონკრეტებულია და განსაზღვრულია მოკლევადიანი ვიზიტების მიზანი.  მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით და ეს არის: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. უვიზო რეჟიმი არ შეეხება  გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით.
– როგორი იქნება საჭირო დოკუმენტების ნუსხა, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში გავემგზავროთ?
– რაც შეეხება დოკუმენტების ნუსხას, ჩვენ საზღვარზე უნდა წარვადგინოთ დაახლოებით იგივე დოკუმენტები, რასაც წარვადგენდით ვიზის საჭიროების შემთხვევაში.   ბიომეტრიული პასპორტი, რომელშიც ელექტრონულად არის ჩაწერილი ჩვენი ბიოლოგიური მონაცემები,  რის გამოც ასეთ პასპორტს დაზღვევის მაღალი ხარისხი აქვს – მისი გაყალბება  თითქმის წარმოუდგენელია.  ასეთ დოკუმენტს სწრაფად კითხულობს შესაბამისი სკანერი და მომსახურეობაც სწრაფად ხდება. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს, იმოგზაუროს ბიომეტრიული პასპორტის გარეშე, მოუწევს დღეს არსებული პროცედურების დაცვა. უპირველესად კი, ვიზის აღება. გარდა ბიომეტრიული პასპორტისა, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს  როგორც სამედიცინო, ასევე სამოგზაურო დაზღვევა. იმ შემთხვევაში, თუ მიემგზავრება ტურისტულად, სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და იმ პერიოდისთვის საკმარისი თანხა,  ეგრეთ წოდებული ქეშად ან საბანკო ანგარიშზე, რა პერიოდსაც ის ატარებს ამა თუ იმ ქვეყანაში. 
– რის მიხედვით განისაზღვრება  თანხა, რაც საშუალებას გვაძლევს, არ დავარღვიოთ ეს პუნქტი?
–  საშუალოდ იანგარიშება 50 ევრო ერთი დღისთვის, გარდა სასტუმროს ხარჯისა. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სტანდარტია.  ამიტომაც ვურჩევ ყველას, იხელმძღვანელოს   ფინანსთა სამინისტროს  დოკუმენტით, რომელიც განსაზღვრავს სამივლინებო ხარჯებს. იქ გაწერილია მაქსიმუმი თანხა, რომელიც სჭირდება მოქალაქეს სხვადასხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. რეალურად, თანხა ვერ გახდება რაიმე პრობლემის და გაურკვევლობის მიზეზი. მთავარია, მესაზღვრე დარწმუნდეს, რომ ჩვენ მართლა იმისთვის მივდივართ, რაც განცხადებული გვაქვს და არ შევქმნით იქ პრობლემას, უსახსრობის გამო – რომ ჩვენი მოქალაქეები არ გახდნენ მათი სოციალური პროგრამების მომხმარებლები. 
– როგორი იქნება უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაცია?
– იმისთვის, რომ  მოკლევადიანი ვიზიტებით და უვიზო რეჟიმით ვისარგებლოთ, ჩვენ არ დაგვჭირდება საელჩოში ვიზის მიღება. საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან: ევროკავშირის  ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლისა და ყოფნის წესები, როგორც უკვე აღვნიშნეთ პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში, ჩვენმა  მოქალაქეებმა უნდა დაიცვან  ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები  და საზოგადოებრივი წესრიგი.
ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას (გაძევება) ან/და დაეკისრება  შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე პერიოდით.
 – რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავარღვევ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს? როგორია სანქციები? 
 – თუ მოქალაქე დაარღვევს ვიზიტის შინაარსსა და პირობას, ის ექვემდებარება  ქვეყნიდან გამოძევებას. ქვეყანაში 90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში,  ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას,  საქართველოში დაბრუნებას, რისი ვალდებულება საქართველოსაც აქვს. რეადმისია არის შეთანხმება, რომელიც  უფრო ადრე გაფორმდა, ვიდრე ორწლიანი სამოქმედო გეგმა.    ამას გარდა, მოქალაქეებს  შეეზღუდებათ შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა სხვადასხვა თანხის  ოდენობით.
– საქართველოს მოქალაქეები რა შემთხვევაში ვერ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით?
–  ადამიანი არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას, ან შიდა უსაფრთხოებას, არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ ზემოხსენებული ქვეყნები და მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა;. არ უნდა იყოს ნასამართლევი, ევროკავშირის წევრნების მიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 1 წლით, არ უნდა იყოს ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაცია) ან უკან დაბრუნების (რეადმისია) შესახებ გადაწყვეტილების ობიექტი, არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია.  ზოგადად, კანონთან პრობლემებში მყოფ ადამიანებს, საქართველოდან გასვლის დროს, აქვთ და ექნებათ  შეზღუდვები.  არ ვგულისხმობ  წარსულში ნასამართლეობას, სასჯელის მოხდა ადამიანს აბრუნებს იგივე რეჟიმში, რაც სხვა მოქალაქეებს აქვთ.   
 – ჩვენ გვაქვს ისრაელის პრაქტიკა, სადაც უვიზო მიმოსვლა ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ უკვე სახეზეა არაერთი დეპორტირებული ადამიანის მაგალითი. ხომ არ უნდა ველოდოთ ასეთ ინციდენტებს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ? 
–  მე იმედს ვიტოვებ, რომ  ისრაელის თემა, რაც გამოდგება მაგალითად ჩვენი პრაქტიკისთვის,  ევროკავშირის ქვეყნებთან არ განმეორდება. ვფიქრობ, რომ დეპორტირებულთა დიდ რაოდენობას, ან საბუთები არ ჰქონდა წესრიგში, ან მესაზღვრებს გაუჩინეს ეჭვი, რომ ისრაელში არ მიდიოდნენ იმ მოტივით, რაც გაცხადებული ჰქონდათ. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, არც ჩვენ და არც ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარზე მუშაობენ. თუმცა, ევროპის  ეს ქვეყნები მართლა სამართლებრივია და მათი მოხელეებიც კანონის ფარგლებში მოქმედებენ. იმედია, ისინი ბოროტად არ გამოიყენებენ თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს და უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები  არ დაარღვევენ უვიზო მიმოსვლის წესებს – საქართველო არ გახდება ქვეყენა, რომლის წინააღდმდეგაც ევროკავშირი შეჩერების მექანიზმს გამოიყენებს.

скачать dle 11.3