კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები #12


ასფალტზე წარწერამ – „მე მიყვარს შენი ცოლი“ – მთელი კორპუსი შეაფუცხუნა.
***
– ოჯახური მდგომარეობა...
– უბედურ დღეზე გაჩენილი!
***
მეგრელი დაეჯახა სვანს და დაუმტვრია მანქანა. სვანი ეჩხუბება, გინდა თუ არა, შენი ბრალია და გამიკეთეო. მეგრელმა იფიქრა, რამეს მოვიფიქრებ და ავიცილებ ხარჯსო და უთხრა:
– არანაირი შეკეთება არ სჭირდება, კაცო, ამას, უბრალოდ „გლუშიტელში“ მაგრად ჩაბერე, მანქანა ჰაერით გაივსება და გასწორდება თავისითო.
დადგა სვანი და უბერავს და უბერავს. გამოიარა მეორე სვანმა მანქანით. გააჩერა, უყურებს და კვდება სიცილით. ჩამბერავ სვანს მოეშალა ნერვები და ჰკითხა:
– რა გაცინებს, კაცო, ავარია მომივიდა და მანქანას ვასწორებ შებერვით, ასე მითხრა იმ მეგრელმა.
– მაგარი შტერი ხარ, ძმაო.
– რატომ?
– რატომ და ოთხივე კარი რომ გამოგიღია, რა გაბერავს მანქანას?
***
კახელი ბავშვი მამას ეხვეწება:
– მამიი, მიყიდე რა დოლი, მიყიდეეე...
– გასწი, ბალღო, იქითა! ახლა მაგის ბრაგა-ბრუგით გამიწყალე გული!
– არა, მამი, არ შეგაწუხებ, შენ რომ დაიძინებ მერე დავუკრავ, ოღონდ მიყიდე რა...
***
გურიაში კაცი გარდაიცვალა. შეიკრიბა ხალხი და ფიქრობენ, ჩააყოლონ თუ არა ყაბალახი მიცვალებულს კუბოში. მოკლედ, ვერ გადაწყვიტეს და ბოლოს ერთმა თქვა:
– ძამა, კი მაგრამ, რათ უნდა ამ გაგანია ზაფხულში ყაბალახი?
– აბა, ძამა, ზამთარში შენ წუუღებ თუ?
***
– გიო, დღეს რამეს გეგმავ ჩემთვის?
– ჩემო ძვირფასო, არ მინდა წინასწარ გითხრა, მაგრამ მიგანიშნებ. პარიზი მოგწონს?
– კიიი...
– ბარსელონა?
– კი, აბა, რა!
– ხოდა, მოემზადე, დღეს, 18:45 წუთზე, ბარსელონა და პარიზი ხვდება ერთმანეთს და ჩავუჯდეთ ერთად.
***
– დღეს სწრაფად წამოვხტი ფეხზე, დამესიზმრა, თითქოს სამსახურში დავაგვიანე. გავახილე თვალები, მოვედი აზრზე და შვებით ამოვისუნთე...
– ადრე იყო ადგომა?
– არა, სამსახურში ვყოფილვარ.
***
სპილო „ეკაიფება“ აქლემს:
– ვა, ზურგზე ძუძუები გაქვს?
– სარკეში ჩაიხედე, სახეზე რა გაბია!
***
– ზინიკო, ძალიან ბევრი დენის გადასახადი მომდის და ფული უნდა დავკიდო ჩემს ოთახში ჭაღის მაგივრად. შენ რას მირჩევ?
– კი მაგრამ, ფული როგორ გაანათებს?
– ჯოჯოხეთს ანათებს და ჩემს 34 კვადრატულს ვერ გაანათებს ვითომ?
***
გოგო ეუბნება მეგობარ ბიჭს:
– აუ, დათო, მაგარი მანქანა ვნახე. ისე მომეწონა, უეჭველი უნდა ვიყიდო.
– გოგო, ის ადგილი მაჩვენე, სადაც ამდენ ფულს შოულობ, მეც მინდა.
– დათო, არ გაქვს შენ ის ადგილი.
***
– დედა, მე ნაშვილები ვარ?
– როგორ გგონია, შვილო, მე და მამაშენი ისეთებს ვგავართ, რომ შენ აგირჩევდით?

скачать dle 11.3